ოთხშაბათი, ივნისი 24, 2026

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს, ფანტაზიები გაშალოს, დაამტკიცოს, რომ აქვს სამედიცინო დარღვევები, ვინ რა თანამდებობაზე განიხილება, ნუ ინერვიულებს

“ვინ რა თანამდებობაზე განიხილება, საზოგადოებას ყოველთვის სათანადო დროს ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას, ასე რომ, სააკაშვილი ნუ ინერვიულებს.”

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  მედიას დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, რომელიც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას,  სადაცმან თქვა, რომ  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე – თეა წულუკიანი, ხოლო პრემიერ-მინისტრად კახა კალაძე განიხილება.

„სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს, რომ რაღაც საკუთარი ფანტაზიები გაშალოს ხოლმე, დაამტკიცოს, რომ აქვს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დარღვევები და ა.შ. მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება არასწორია.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ რა თანამდებობაზე განიხილება, როცა არის ხოლმე შესაბამისი დრო, საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ყოველთვის სათანადო დროს ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას. ასე რომ, სააკაშვილი ნუ ინერვიულებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ბენზინის ფასებმა გაცილებით სწრაფად უნდა დაიწყოს შემცირება, ვიდრე ახლა ვხედავ, იუსტიციის დეპარტამენტს დავავალე საკითხის შესწავლა

ბენზინის ფასებმა გაცილებით სწრაფად უნდა დაიწყოს შემცირება, ვიდრე ახლა ვხედავ, იუსტიციის დეპარტამენტს დავავალე, დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, ნავთობკომპანიები საწვავის ფასებს საკმარისად სწრაფად არ ამცირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ნედლი ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა.„დიდი ნავთობკომპანიები არ ამცირებენ ბენზინის ფასს იმდენად, რამდენადაც შეესაბამება იმ მკვეთრად დაბალ ფასებს, რომელსაც ისინი ნავთობში იხდიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომხმარებლებს ზედმეტ თანხას ახდევინებენ. ბენზინის ფასებმა გაცილებით სწრაფად უნდა დაიწყოს შემცირება, ვიდრე ახლა ვხედავ!“, – წერს ტრამპი.ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასებმა დაიკლო. ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულება დღეს 77 დოლარია, ხოლო ერთი ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი 73 დოლარამდე დაეცა.

ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, რომ საგარეო კომიტეტის სხდომაზე, სადაც გაფართოების საკითხზე იმსჯელებენ, ქართული დელეგაცია არ მიიწვიეს: საქართველოს იქ ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას, რაც...

საქართველოს იქ ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას. ეს უბრალოდ არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ საგარეო კომიტეტის სხდომაზე, სადაც გაფართოების საკითხზე იმსჯელებენ, ქართული დელეგაცია არ მიიწვიეს.„მათი მიზანი სხვა იყო და არა დემოკრატიული ფასეულობების რეალური დაცვა. ამ შემთხვევაში საქართველოს იქ ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას. ეს უბრალოდ არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში. ამიტომ არის, რომ „ცალკარას“ თამაშობენ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

„პოლიტიკო”- უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების განხილვა შეაფერხა

უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების განხილვა შეაფერხა, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.როგორც გამოცემა წერს, უნგრეთმა შეაჩერა მნიშვნელოვანი პროცედურული ნაბიჯი, რომელიც საჭირო იყო უკრაინაისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების წინ წასაწევად.„პოლიტიკო” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბუდაპეშტმა წინააღმდეგობა გაუწია ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით მომზადებული ერთობლივი წერილის გაგზავნას. გამოცემის ცნობით, ეს წერილი ევროკავშირის ქვეყნების საერთო პოზიციას ასახავდა და მისი მიღება 27-ვე წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას მოითხოვს. დიპლომატების თქმით, უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც ამ ნაბიჯს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულ საკითხს მომავალ კვირას კვლავ განიხილავენ.როგორც „პოლიტიკო” წერს, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მთავრობას უკრაინისთვის მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნისთვის ხელი არ შეუშლია, ბუდაპეშტმა ბრიუსელში გასულ კვირას გამართული ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დასკვნით დოკუმენტში ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებული ფრაზის – „რაც შეიძლება მალე“ – ამოღება მოითხოვა. ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, უნგრეთის პოზიცია აჩვენებს, რომ ქვეყანა არ უჭერს მხარს პროცესის დაჩქარებას.მადიარმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის მოლაპარაკებების ყველა ეტაპის სწრაფად გახსნას არ ეთანხმება.„სულ ექვსი ბლოკია და ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მათი ერთდროულად გახსნა კარგი იდეაა – ნაწილობრივ იმიტომ, რომ პირველ ბლოკზე ჯერ მელანიც კი არ არის გამშრალი, და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ეს არასწორ გზავნილს გაუგზავნის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს – სერბეთს, ალბანეთს, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიას, რომლებმაც წლები დახარჯეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა მადიარმა.

მასუდ ფეზეშქიანი – სარაკეტო პროგრამა აშშ-სთან შეთანხმების ნაწილი არ არის, რაკეტები რომ არ გვქონოდა, ისრაელი და აშშ ირანს გაანადგურებდნენ

ირანის პრეზიდენტის თქმით, ირანის სარაკეტო პროგრამა არ შედის შეერთებულ შტატებთან გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში და არც მომავალში იქნება მისი ნაწილი.„ჩვენი რაკეტების შესახებ დისკუსია მემორანდუმში არ არსებობს და არც არასდროს იარსებებს“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სარაკეტო პროგრამა ქვეყნის თავდაცვისთვის აუცილებელია.„ჩვენ რომ რაკეტები არ გვქონოდა, რომლებსაც თავდაცვისთვის ვიყენებთ, ისრაელი და შეერთებული შტატები ირანს გაანადგურებდნენ“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა ისლამაბადში ვიზიტის დროს, სადაც შეხვედრები გამართა პაკისტანის ოფიციალურ პირებთან.

ცოტნე კობერიძე – მელიაც და სააკაშვილიც გრძნობენ, რომ მხოლოდ მათ აქვთ პირადი რაღაც ტიპის რესურსი, 2028 წლის არჩევნებისკენ დაიწყო ყველამ ყურება, რომ იქ გააცოცხლებს...

საპრეზიდენტო არჩევნები როცა აღარ არსებობს, ძალიან დიდი დრო რჩება ხოლმე პოლიტიკური არდადეგებისთვის და ამ დროს იწყება ძირითადად შლის პროცესი, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.„საარჩევნო კამპანია როცაა, არსებობს რესურსები, ადამიანს დაჰპირდებიან სიაში ყოფნას ან რაღაც რესურსი იქნება, ზოგადად არჩევნებია, ივენთია და ეს მაინც შეკვრას იწვევს ხოლმე, მერე კი ძირითად მიმდინარეობს შლა. ახლა მოკვდა ყველანაირი იმედი, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება, ჩემი აზრით, იმის იქით კონსტიტუციით ჩანიშნული არჩევნები არ არის 2028-მდე და ეს პოლიტიკისთვის ზედმეტად დიდი დროა, განსაკუთრებით, თუ ინსტიტუტურად წარმოდგენილი არ ხარ ან პარლამენტში, ან სადღაც, სადაც მიმდინარედ მოახერხებ არსებობას. ამიტომ, მერე გაჩნდა ასეთი საკითხები, ახლა ზუსტად, ეს ბოლო სამი თვეა, რაც მიდის – „ჩემი ოქრო ჩემთან“. ყველას უნდა, ვინც გრძნობს, რომ რაღაც ტიპის პოტენციალი გააჩნია, ეს დაიბრუნოს. ამიტომ ახლა მიდის ფიქრი იმ ხმებზე, რასაც ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მას წაერთვა და გაეყო. ამიტომ იყო მთავარი დებატი მიშას და ნიკა მელიას შორის. ნიკა მელიაც და მიშაც გრძნობენ, რომ მხოლოდ მათ აქვთ პირადი რაღაც ტიპის რესურსი. 2028 წლის არჩევნებისკენ დაიწყო ყველამ ყურება, რომ იქ გააცოცხლებს თავის რესურსს და ამიტომ დაიწყეს ერთმანეთში ეს გადანაწილება. სხვა ყველას განიხილავენ, როგორც პარაზიტს და უნდათ, ეს პარაზიტები, რაღაცნაირად, გაარკვიონ და ჩამოიხსნან ერთმანეთშიც კამათით, უბრალოდ, ერთმანეთთან ზღვარს გადებენ, ვინ სად მიდის“, – განაცხადა კობერიძემ.ამ განცხადებით ცოტნე კობერიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ცდილობს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ კონსერვატორულ პლატფორმაზე გადაპორტირებას.კობერიძის თქმით, „ნაცმოძრაობას“ გარდა ამისა, აქვს განცდა, რომ მისი ხმების გაზიარება მოხდა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაშიც და რეგიონებშიც „ქართულმა ოცნებამ“ მას ხმები წაართვა.„იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო დიდი პარტია, რომელსაც ზოგი მხარს უჭერს, რადგან სტატუსკვოს ცვლილებას აძლევს ხმას და ამიტომ აძლევდა ხმას, მაგრამ იდეოლოგიურად და ღირებულებითად, დიდწილად, რაც საქართველოში, ჩემი აზრით, პოპულისტურია და ბევრ ადამიანს მოსწონს ძირითადად, იმას იზიარებს და ამ ნაწილშიც, მათი აზრით, კვეთა აქვთ „ქართული ოცნების“ ხმებთან, რომლითაც გაიძარცვნენ, წაერთვათ ასეთი ხმები და რაღაცნაირად მისი დაბრუნების მცდელობა აქვთ“, – განაცხადა კობერიძემ.

ბოლო სიახლეები