ეკონომიკურ გუნდთან ერთად ყველაფერზე პასუხისმგებლობა მიუძღვის ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს. მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და აღნიშნა, რომ ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად მნიშვნელოვანია სტაბილურობა და უსაფრთხოება.
„გახსოვთ, რა პროცესები გამოვიარეთ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში და რომ არა უმაღლესი მოწოდების სიმაღლეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრის, თითოეული პოლიციელის დგომა, ჩვენ ვერ შევინარჩუნებდით სტაბილურობას და არ გვექნებოდა ეკონომიკური ზრდის ასეთი მონაცემები. ბატონ ვახტანგს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ასევე, ეკონომიკურ გუნდს დიდი მადლობა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.