![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/02/kobaxidze_w_h-3.jpeg)
ირაკლი კობახიძე: როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, არაფერი აქვთ სათქმელი და დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით
წავიკითხე გამოგზავნილი დოკუმენტი და როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.
„უბრალოდ, უხერხულობას ვგრძნობდი, როგორც იურისტი, როდესაც ამ დოკუმენტს ვკითხულობდი, იმდენად უსუსური იყო ის სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ ამ დოკუმენტით. არაფერი აქვთ სათქმელი და უბრალოდ არის სავსე აბსურდული ჩანაწერებით და მათ შორის ტყუილებით. უამრავი სიცრუე გხვდებათ თქვენ ვენეციის კომისიის დოკუმენტში და ამ სიცრუესთან ერთად არის სრულიად აბსურდული სამართლებრივი მსჯელობა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მაგრამ საზოგადოება უყურებს საბოლოო ჯამში არა იმას, რა თქვა ვენეციის კომისიამ, არამედ იმას, სად არის სიმართლე და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს ამ ორი-სამი წლის განმავლობაში. ამიტომ ვამბობთ ხოლმე მათ შორის ხშირად, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, როგორც არასდროს. ამაში მათ შორის იგულისხმება ის, რომ საზოგადოება უფრო მეტად აფასებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ანუ დამოუკიდებლობის ფასი დღეს უფრო მეტად აქვს გააზრებული ქართულ საზოგადოებას დღეს, ვიდრე ჰქონდა თუნდაც სამი-ოთხი წლის წინ“, – აღნიშნა პრემიერმა.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილს აქვს კომპლექსები, რომ საქართველომ წარმატებას თუ მიაღწია, ამას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს
სალომე ზურაბიშვილს აქვს კომპლექსები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ წარმატებას თუ მიაღწია, ის ამას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს, – ამის შესახებ...
პრემიერი: გვქონდა საინტერესო დისკუსია ელჩებთან ერთად, ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე
გვქონდა საინტერესო დისკუსიას ელჩებთან ერთად და ბუნებრივია, ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის...
პრემიერი: “ნაცმოძრაობას” სურს, საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, განვითარდა უკრაინაში – საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება!
მე მინდა დავარწმუნო “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არის...
ირაკლი კობახიძე: ალექსანდრე იაშვილს რომ ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება
როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება, - ამის შესახებ...
ილია დარჩიაშვილი: უსამართლო შეფასებების მიუხედავად, მოსახლეობა ხედავს, რომ საქართველო თანმიმდევრულად აგრძელებს ევროპული ინტეგრაციის გზას
გამოწვევების, ხშირ შემთხვევაში უსამართლო შეფასებების მიუხედავად, მოსახლეობა ხედავს, რომ საქართველო თანმიმდევრულად აგრძელებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, – ამის შესახებ...
თამარ ჩარკვიანი: ვაი ჩემო, მოღალატეებისგან „თვალებდათხრილო” საქართველოვ!
ოპოზიციაში გახარია გვყავს, ვინც გავრილოვის წინააღმდეგ გამოსულ პატრიოტებს დათვის ტყვიებით თვალები დათხარა და ამ საქციელის გამო ივანიშვილმა დააწინაურა, - ამის...