პარასკევი, იანვარი 24, 2025

ირაკლი კობახიძე – რეგიონებში, 40-ზე მეტ ლოკაციაზეა დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

რეგიონებში, 40-ზე მეტ ლოკაციაზეა დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, არის ინტერესი, აშენდეს ახალი სტადიონები და მოხდეს არსებული სტადიონების რეაბილიტაცია.

„თბილისის სტადიონის გარდა, ვიმსჯელეთ ასევე რეგიონულ ინფრასტრუქტურაზე. განვიხილეთ შესაბამისი პროექტები. 40-ზე მეტ ლოკაციაზეა დაგეგმილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ სპორტს აქვს დღეს უპრეცედენტო წარმატება სხვადასხვა მიმართულებით, მოთხოვნაც არის ბავშვებში გაზრდილი, ამას ამ ეტაპზე არსებული ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონებში, იმისათვის, რომ ამ მოთხოვნას ვუპასუხოთ. გარდა ამისა, არაერთ ქალაქში, სადაც არის ტრადიციები როგორც ფეხბურთის, ასევე რაგბის მიმართულებით, არის ინტერესი, აშენდეს ახალი სტადიონები, მოხდეს არსებული სტადიონების რეაბილიტაცია, ახალი მინდვრები იყოს უზრუნველყოფილი როგორც ბავშვთა ფეხბურთისა და რაგბისთვის, ასევე ზოგადად სპორტის გასავითარებლად. ამ მიმართულებითაც დღეს ვიმსჯელეთ კონკრეტულ გეგმაზე და უახლოეს მომავალში ეს გეგმა წარდგენილი იქნება საზოგადოების წინაშე. განვიხილეთ ვადები, განვიხილეთ მიმდინარე სამუშაოები, რაც ასევე უკავშირდება თბილისის სტადიონის მშენებლობას. უკვე არცერთი დღე და არცერთი კვირა არ უნდა დაიკარგოს იმისათვის, რომ ჩვენ სათანადო ვადებში დავასრულოთ ამ პროექტის განხორციელება. ჩვენ შევჯერდით დღეს კომისიის სხდომაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ჰოლანდიური კომპანია გაგვიწევს საკონსულტაციო მომსახურებას. შემუშავდება ერთგვარი მასტერპლანი, კონცეფცია ახალი სტადიონისთვის, ჩვენს ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად, რომელსაც ჩართული ეყოლება უეფა-ს ექსპერტები ამ სტადიონის კონცეფციის შემუშავების პროცესში. მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც მსვლელობა მიეცემა სტადიონის მშენებლობას, ისინი გაგვიწევენ ჩვენ საკონსულტაციო მომსახურებას. უახლოეს დღეებში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და დეტალურ ინფორმაციას ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ამის შემდეგ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება, შესაბამისად, სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი სტადიონის მშენებლობა, ჩვენს ქალაქებსა და რეგიონებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი სპორტის წარმატებას, განვითარებას, რაც არის ჩვენი სიამაყის განსაკუთრებული საგანი“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„მისი თავიდან მოშორება სცადეს…UFC-ს მისი სახით, მონსტრი ჰყავს-მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი, რეი ლონგო Anik & Florian Podcast-ის სტუმარი იყო. ლონგომ UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონზე ისაუბრა და „მანქანას“ ნამდვილი მონსტრი უწოდა. „ყველაფერს, რასაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მერაბთან დაკავშირებით ვამბობდით, ასრულდა. ამ ბიჭის თავიდან მოშორება მისთვის ურთულესი ჩხუბების მიცემით სცადეს და საბოლოოდ, მონსტრი შექმნეს. მერაბმა ყველა ტესტი გაიარა და ახლა, UFC-ს მისი სახით, მონსტრი ჰყავს“, - თქვა მერაბ დვალიშვილის მწვრთელმა.

ნიკოლოზ გაბელია: ოპოზიციის ამერიკული ვოიაჟი მხოლოდ და მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმს მაგონებდა მეტს არაფერს

ხალხი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ტრამპს აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილიო, რომ ტრამპი არის პუტინის ერთ-ერთი მარიონეტი და წარმოუდგენელი იყო მათთვის, რომ ის მეორედ მობრუნდებოდა, ახლა ამერიკაში წავიდა და ამბობს, რომ ჩვენ ვესწრებით ტრამპის ინაუგურაციასო, ასე დაარქვეს, - განაცხადა „საზოგადოება ქართულის“ წევრმა, მსახიობმა ნიკოლოზ გაბელიამ გადაცემაში „იმედი LIVE“. „სპორტის დარბაზში იჯდა ვაშაძე და იქიდან უყურებდა ინაუგურაციას ტელევიზორში, სახლში რომ ყოფილიყო ამით რამე დაშავდებოდა? - არა. ისევ საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, რომ ჩვენ ჩავედით იქ, გვეპატიჟებიანო. ძალიან ბევრი მსოფლიო ლიდერი არ ჩასულა იქ, ეს ჩვეულებრივი ამბავია ხდება ხოლმე იმიტომ, რომ ადამიანებს თავიანთ ქვეყანაში ძალიან ბევრი საქმე აქვთ და არ მიდიან იმის გამო, რომ რაღაც პლუსები დაიწერონ. ამათი ამერიკული ვოიაჟი მხოლოდ და მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმს მაგონებდა მეტს არაფერს. რასაც ტრამპი ამბობს და რა მესიჯებითაც მოვიდა ხელისუფლებაში, იმ მესიჯების საპირწონედ პირიქით ამბობდა ყველაფერს ეს ჩვენი ოპოზიცია. ჩვენი მესიჯები იყო ოჯახური სიწმინდე, ტრადიცია, და ა.შ., ამათთვის ეს არის მეორე, მესამე, მეათე ხარისხოვანი, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ ტრამპი იმარჯვებდა, იმწუთშივე გახდნენ რაღაც სხვანაირები. ეს სხვანაირი ყოფნა არ იციან როგორია, რადგან პატრიოტობა და ქვეყნის სიყვარული არ იციან რა არის, არ იციან ოჯახის სიწმინდე რა არის, რადგან თავიანთ შვილებს არ ზრდიან ქართველებად“, - აღნიშნა ნიკოლოზ გაბელიამ.

არ გვეყოლება კაცები, რომლებიც ქალების სპორტში მიიღებენ მონაწილეობას და არ იქნება სქესის შეცვლის ოპერაციები – ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი ადმინისტრაციის სამომავლო პოლიტიკასა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც, ტრამპის აზრით, დღეს შეერთებულ შტატებში არსებობს. „ჩემი მმართველობის დაწყებიდან მაშინვე შევასრულე ხისტი ქმედებები რადიკალური პოლიტიკის შესაბრუნებლად, რომელმაც ქვეყანაში სერიოზული გამოწვევები შექმნა. ყურადღება გამახვილებული იყო სამ კრიტიკულ სფეროზე: იმიგრაციაზე, დანაშაულსა და ინფლაციაზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა იმ აღმასრულებელი განკარგულებების შესახებ, რომლებსაც ხელი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს მოაწერა. „ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია მსოფლიოში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მარაგი. ჩვენ ვაპირებთ მის გამოყენებას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ ეს შეამცირებს საქონლისა და მომსახურების ხარჯებს, ასევე შიდა წარმოებას გააუმჯობესებს. დონალდ ტრამპმა ისაუბრა აშშ-ის ახალ პოლიტიკაზე სოციალურ სფეროშიც. „აშშ-ის ოფიციალურ პოლიტიკად დავადგინე, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს – მამაკაცი და ქალი. ჩვენ არ გვეყოლება კაცები, რომლებიც ქალების სპორტში მიიღებენ მონაწილეობას და არ იქნება სქესის შეცვლის ოპერაციები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სიეტლის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა დონალდ ტრამპის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში დაბადებული ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ

სიეტლის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ დროებით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ. როგორც მედია წერს, მოსამართლემ აღნიშნული განკარგულება „აშკარად არაკონსტიტუციურად“ მიიჩნია და გააკრიტიკა იურისტები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს აღმასრულებელ ბრძანებას. როგორც მედია აღნიშნავს, აშშ-ის გარკვეული შტატები ამტკიცებენ, რომ განკარგულება არღვევს კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, რომელიც გარანტიას აძლევს აშშ-ის მიწაზე დაბადებულ ყველა ბავშვს, მიიღოს მოქალაქეობა. აღნიშნული ბრძანება თავდაპირველად 19 თებერვლს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის 14 დღით შეჩერდა.

გარდაიცვალა ცნობილი მწვრთნელი

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი მურთაზ მგელაძე. საქართველოს კრივის ფედერაციის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ მის მის ოჯახს“, - წერია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები