ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025

ირაკლი კობახიძე: პარტიული ტელევიზიების შენახვა ათეულობით მილიონი ჯდება, როცა ამის მეათედ თანხად შეიძლება კილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება – ეს არის ფრაზები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა საუბრებიდან

გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა, ვციტირებთ – „ამის მეათედ თანხად შეიძლება კილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“. ასევე, „სირცხვილიას“ ერთ-ერთ წარმომადგენელს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სთხოვეს რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის უპრეცედენტოდ მშვიდობიანი და მშვიდი, არ დაფიქსირებულა რაიმე სერიოზული საარჩევნო დარღვევა და არც ერთი მსუბუქი ძალადობრივი ინციდენტიც კი.

„რა თქმა უნდა, ეს აშფოთებს იმ პოლიტიკურ პარტიასა და მის კუთვნილ ტელევიზიებს, რომლებიც სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებული არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებითა და წინასაარჩევნო გარემოს გაუარესებით. სწორედ ამ შეშფოთების გამოძახილი იყო აღნიშნული ტელევიზიების მიერ იმ ტყუილ-მართალი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც წინასაარჩევნო ემოციური ფონის გაუარესებას ემსახურებოდა. თუმცა, როგორც ხედავთ, მათ საკუთარ მიზანს ვერ მიაღწიეს. მეტიც, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები არიან რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა მიზანი ჩვენი ეროვნული იდენტობის ორი უმთავრესი საყრდენის – სახელმწიფოსა და ეკლესიის შერყევაა. ამ ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტიურად წარიმართება. „საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ – ეს არის ფრაზები „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის „სირცხვილიას“ წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან. გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა, ვციტირებთ – „ამის მეათედ თანხად შეიძლება კილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“. ასევე, „სირცხვილიას“ ერთ-ერთ წარმომადგენელს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სთხოვეს რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა. ყველამ ვიცით რა ღირებულებების მატარებელი არიან ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ყველაზე მძიმე პროვოკაციაზე წასვლაც კი მათგან არავის გაუკვირდება. რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად არ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, არ აქვს საარჩევნო პროგრამები, არ ხვდება და არ ესაუბრება ხალხს. აშკარაა, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური პროცესების ხელოვნურ პოლარიზაციაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე, სიცრუესა და პროვოკაციებზე იქნება აგებული. მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა ქვეყანაში მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს დასამძიმებლად. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად იზრუნონ წინასაარჩევნო პროვოკაციების პრევენციაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ვნახავ, რა მოხდება პრეზიდენტ პუტინთან, 50 დღის შემდეგ თუ შეთანხმება არ იქნება, ძალიან ცუდია, ტარიფები შემოვა და სხვა სანქციებიც

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია.„ვნახავ, რა მოხდება პრეზიდენტ პუტინთან. 50 დღის შემდეგ თუ შეთანხმება არ იქნება, ეს ძალიან ცუდი იქნება. ტარიფები შემოვა და სხვა სანქციებიც“, – აღნიშნა ტრამპმა.ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აძლევს პუტინს კიდევ 50 დღეს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებისთვის, ტრამპმა უპასუხა: „არ ვფიქრობ, რომ 50 დღე ბევრია. შეიძლება, უფრო ადრეც მოხდეს“.ამასთან, კითხვაზე, იცავს თუ არა დონალდ ტრამპი ახლა უკრაინის მხარეს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „მე არავის მხარეს არ ვარ“. ტრამპის განმარტებით, ის „კაცობრიობის მხარეს არის“.

🎥 „გარდაცვალების ისეთი მიზეზი ეწერა, თან ისე უგულოდ…“ – მარიკუნა მიქატაძის შვილი მიმართვას ავრცელებს

მარიკუნა მიქატაძის შვილი, ირინა ქიქოძე მიმართვას ავრცელებს.„არ მიფიქრია, რომ ოდესმე ამაზე ლაპარაკი მომიწევდა. დედაჩემი 2 წლის წინ გარდაიცვალა, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა და ამ ყველაფერს არ ვიცი, სოციალურ მედიაში რატომ უნდა განვიხილავდე... ბევრი რამ მინახავს, კომენტარი არ გამიკეთებია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ რაღაც ვიდეო შემხვდა, სადაც გარდაცვალების მიზეზს კითხულობდნენ, ლოგიკურია, როცა ასეთი ვიდეო იდება, რამდენიმე კითხვა წამოიწევა. ამ ვიდეოს ქვეშ ეწერა გარდაცვალების ისეთი მიზეზი, რომელიც ჩემთვის ... არ ვიცი... თან იმდენად უგულოდ და ამაზრზენულად, თავი ვერ შევიკავე და კომენტარს თავად გავეცი პასუხი. მინდა, გაითვალისწინოთ, სხვებზეც მოქმედებს ეს ყველაფერი, რასაც აკეთებთ... იფიქრეთ, სანამ რაღაცას დაწერთ“, - თქვა ირინა ქიქოძემ.ვრცლად ↓ შეგახსენებთ, 2023 წლის 14 ივლისს, 39 წლის ასაკში, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა.გამოძიების ვერსიით, ის მოტოციკლზე დაჯდომას ცდილობდა, როცა მოაჯირიდან ჩავარდა და ხერხემლის მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა.

როგორ მიაგნეს მონაზვნების სახლში 800-მდე ჩვილის ცხედარს-ირლანდიის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ირლანდიაში წლების წინ მონაზვნების მიერ მართული სახლი, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.ტუამის ქალაქთან (გოლვეის საგრაფო) ახლოს, ყოფილი გაუთხოვარი ორსული ქალებისთვის განკუთვნილ თავშესაფრის ტერიტორიაზე ბავშვების მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლთა უმეტესობის ასაკი სამ წელზე მეტი არ იყო.ექსპერტებმა სამარხიდან შესასწავლად აიღეს ძვლის ფრაგმენტებისა და ნიადაგის საკონტროლო ნიმუშები.ეს ბავშვები 1925-1961 წლებში გარდაიცვალნენ მძიმე პირობებში, უმეტესად ავადმყოფობისა და უვარგისი მოვლის გამო.2014 წელს ადგილობრივმა ისტორიკოსმა ქეთრინ კორუსმა გამოავლინა, რომ ეს ბავშვები შესაძლოა არადაკანონებულ, არადამკრძალავ სამარხში, ყოფილი საკანალიზაციო ავზის ტერიტორიაზე იყვნენ დასაფლავებული.2025 წლის ივნისში ოფიციალურად დაიწყო მასობრივი საფლავის გათხრები, რომელთა მიზანია გარდაცვლილთა იდენტიფიკაცია და მათი ოჯახებისთვის გადაცემა.მოვლენა ითვლება ირლანდიის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ ტრაგედიად, რაც ნათელს ფენს იმ დროის ეკლესიისა და სახელმწიფოს სისასტიკეს დაუქორწინებელი დედებისა და მათი ბავშვების მიმართ.გამოძიება ისტორიკოს კეტრინ კორლესის წიგნმა გამოიწვია, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ თავშესაფარში 796 ბავშვი და ჩვილი ფარულად დაკრძალეს. ჩვილების უმეტესობა ტუბერკულოზით, წითელათი, ყივანახველით ან გრიპით იღუპებოდა.ისტორიკოსის ნაშრომზე დაყრდნობით, 2015 წელს ირლანდიის მთავრობამ შექმნა სპეციალური კომისია გამოსაძიებლად. 2016 წლის ბოლოს დაწყებულმა გათხრებმა სამწუხარო ფაქტები დაადასტურა.კომისიამ ასევე განმარტა, რომ 1925 წლიდან 1998 წლამდე ირლანდიაში სულ 14 დაწესებულება იყო, სადაც გაუთხოვარი ორსული ქალები იყვნენ განთავსებული და, როგორც ამბობენ, მათში ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი არაპროპორციულად მაღალი იყო. მიმდინარე გამოძიება მალე მათაც უნდა შეეხოს.კეტრინ კორლესის თქმით, 1925-დან 1961 წლამდე ბონ სეკურის დედათა და ბავშვთა სახლში 798 ბავშვი გარდაიცვალა, თუმცა მხოლოდ ორი მათგანი დაკრძალეს რეალურ სასაფლაოზე. The NY Post-ის ცნობით, დარჩენილი 796 ბავშვი, სავარაუდოდ, ორმოს სახელით ცნობილ სეპტიკურ ავზში ჩაყარეს.

„დაბლოკეთ ბარათი… შეამოწმეთ თქვენი ტელეფონი…“ – საბანკო ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს ყალბი შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს.„დღეს დილიდან იგზავნება ყალბი შეტყობინებები ლეგიტიმური კომპანიის სახელით, სადაც კიბერთაღლითები ტრანსპორტირების ხარჯების გადახდისკენ მავნე ბმულზე გადასვლით მოგიწოდებენ:როგორ უნდა მოიქცეთ ამ და მსგავსი შეტყობინების მიღებისას?არავითარ შემთხვევაში არ დააჭიროთ შეტყობინებაში მოთავსებულ ბმულებს, განსაკუთრებით კი თუ გამომგზავნი ითხოვს დაუყოვნებლივ მასზე გადასვლას;თუ თქვენ ელოდებით ამანათს ან გზავნილს, მისი მოწოდების სტატუსი შეამოწმეთ მომწდებელი ტრანსპორტირების კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან მის აპლიკაციაში, რომლითაც თქვენ არაერთხელ გისარგებლიათ;თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ რომელიმე ანგარიშის დასახელება და პაროლი, უმალვე გამოცვალეთ ამ და სხვა ანგარიშზე ეს პაროლი და დააყენეთ ძლიერი პაროლი;თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ ბარათის მონაცემები, დაბლოკეთ ეს ბარათი ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან მომსახურე ბანკში დარეკვით ეს ბარათი გააუქმეთ და ახალი აიღეთ;შეამოწმეთ თქვენი ტელეფონი ვირუსების/მავნე ფაილების არსებობაზე;დარწმუნდით, რომ ტელეფონზე ოპერაციული სისტემის განახლებული ვერსია გაქვთ დაყენებული. თუ არა, ბოლო განახლება დააყენეთ“, - აღნიშნულია საქართველოს საბანკო ასოციაციის გაფრთხილებაში.

შალვა პაპუაშვილი – ზურაბიშვილის წერილს ყურადღებას ნუ მივაქცევთ, სინამდვილეში „მაკკეინის ინსტიტუტის“ წერილია, რომელსაც ის ჰყავს დაქირავებული

სალომე ზურაბიშვილის წერილს ყურადღებას ნუ მივაქცევთ, სინამდვილეში „მაკკეინის ინსტიტუტის“ წერილია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ჰყავს დაქირავებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, გასაგებია, რას შეიძლება, ემსახურებოდეს ქართველი პოლიტიკოსის ქმედება, რომელიც უცხოური პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის დაქირავებული.„არ დაგვავიწყდეს, ქალბატონი ზურაბიშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ არის დაქირავებული, იმ ინსტიტუტის მიერ, რომელიც პირდაპირ რევოლუციას გეგმავდა საქართველოში. მისი წერილი სინამდვილეში „მაკკეინის ინსტიტუტის“ წერილია კაია კალასის მიმართ. ამას ყურადღებას ნუ მივაქცევთ. ქართველი პოლიტიკოსი როდესაც ღიად არის დაქირავებული უცხოური პოლიტიკური ჯგუფის მიერ, რომელსაც გაცხადებული აქვს მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ, გასაგებია, რასაც ემსახურება. „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ დაქირავებული ლობისტია საქართველოში, ატარებს „მაკკეინის ინსტიტუტის“ პოლიტიკას, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ არის მტრული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს წერილით მიმართავს.

ბოლო სიახლეები