პარასკევი, იანვარი 23, 2026

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია გაღიზიანებულია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განცხადებებით, რადგან ეს განცხადებები თავიდან ბოლომდე უპირისპირდება ე.წ. ნარატივს, რომელსაც თავს ახვევდნენ საზოგადოებას

ოპოზიცია არის გაღიზიანებული იმ განცხადებებით, რომლებსაც ვისმენთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციიდან, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ეს განცხადებები თავიდან ბოლომდე უპირისპირდება ე.წ. ნარატივს, რომელსაც ისინი თავს ახვევდნენ საზოგადოებას მთელი წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არ უკვირს ოპოზიციის დუმილი, რადგან მათ უჭირთ კითხვებზე პასუხების გაცემა.

„მათი გზავნილების მიხედვით არსებობდა იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი მანკიერი განზრახვა ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუმცა გამოვლინდა, რომ იყო ძალიან მძიმე მიმდინარეობები დასავლეთის მხრიდან, რომლებიც უპირისპირდებოდა ჩვენს სუვერენიტეტს. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე ხაზი გადაესვა მათ საუბრებს იმასთან დაკავშირებით, რომ არავის არანაირი მანკიერი ზრახვა არ შეიძლება ჰქონოდა საქართველოს მიმართ. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მათ უჭირთ პასუხების გაცემა კითხვებზე და მათი ეს დუმილი აბსოლუტურად არ მიკვირს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვინ არის პირველი ქართველი ქალი, რომელიც გემის კაპიტანი გახდა

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, როგორც ქვეყნის ეროვნულმა საზღვაო ორგანომ, ნათია ლაბაძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში. ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულია.მისი პროფესიული გზა 2015 წელს კადეტობიდან დაიწყო. ამჟამად იგი კონტეინერმზიდ გემზე კაპიტნის თანაშემწედ მუშაობს და მზად არის, ჩაიბაროს გემის კაპიტნის პოზიცია და ეკიპაჟის ხელმძღვანელობა.ნათია ლაბაძის პროფესიული მიღწევა მნიშვნელოვანი მაგალითია ქალთა ჩართულობის ზრდის თვალსაზრისით საზღვაო დარგში. ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 130 ქალი მეზღვაურია სერტიფიცირებული, საიდანაც 120 საკრუიზო გემებზეა დასაქმებული, როგორც დამხმარე პერსონალი. რაც შეეხება დანარჩენ 10 ქალ მეზღვაურს, ისინი უშუალოდ მეზღვაურის კომპეტენციას ფლობენ, ოთხი მათგანი ახლა შორეულ ნაოსნობაშია.საქართველოში ქალები გასული საუკუნის დასაწყისიდან ცდილობდნენ საზღვაო პროფესიებში დასაქმებას. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იულია ფაილოძემ, ვაიდე გვარიშვილმა, ნინო კალანდაძემ და შუშანა თუმანიშვილმა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი დაამთავრეს და შორეულ ნაოსნობაში გასვლის სურვილი გამოთქვეს. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ყოფილ საბჭოთა კავშირში ქალების მსახურება შორეულ ნაოსნობაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. შეზღუდვების გამო, ქალები საზღვაო დარგში ძირითადად სანაპირო და დამხმარე მიმართულებებში საქმიანობდნენ-— მეტეოროლოგიაში, რადისტებად, სამედიცინო პერსონალში, ჰიდროგრაფიაში და სხვა სანაპირო სტრუქტურებში. სწორედ ამიტომ, ნათია ლაბაძის პრეცედენტი გამორჩეულია და საქართველოს იმ ქვეყნების გვერდით აყენებს, სადაც ქალს გემზე უმაღლესი თანამდებობის დაკავება შეუძლია“, - წერს სოციალურ ქსელში „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო".აკადემიაში რომ ჩავაბარე, 121 ბიჭი იყო და ერთადერთი გოგონა ვიყავი კურსზე. როცა გავიგე, რომ ჩავაბარე, უბედნიერესი ვიყავი, ცაში დავფრინავდი. ყველაზე მაგარი მომენტი იყო, როდესაც გავიგე გემზე მივდიოდი, 2015 წელი იყო. 11 წელია, ზღვაში დავდივარ და ჩემს ოცნებამდეც მივაღწიე. მინდა უახლოეს მომავალში გემზე ავიდე, როგორც კაპიტანი", - ამბობს ნათია ლაბაძე ტელეკომპანია "იმედის" ინტერვიუში.

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს – „როდის მივხვდებით, რომ მტერი შიგნით არის? ჩინეთი და რუსეთი შესაშინებლად გამოიყენება, რეალური საფრთხეა გაერო და ნატო“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა პოსტი, რომელშიც კრიტიკული პოზიციაა გამოხატული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ნატო-სა და გაერო-ს მიმართ.„როდის მივხვდებით, რომ მტერი შიგნით არის? ჩინეთი და რუსეთი შესაშინებლად გამოიყენება, როდესაც რეალური საფრთხე გაერო, ნატო და ეს „რელიგიაა“. „რელიგიას“ ბრჭყალებში ვწერ, რადგან ეს რელიგია არ არის, ეს კულტია“, – აღნიშნულია პოსტში, რომელსაც დონალდ ტრამპი აზიარებს.

The Wall Street Journal: ილონ მასკი ამერიკულ პოლიტიკაში ბრუნდება

მილიარდერი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ამერიკულ პოლიტიკაში ბრუნდება და მზადაა 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე „რესპუბლიკელების“ კამპანია დააფინანსოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან სენატორობის კანდიდატს უკვე გამოუყო 10 მილიონი დოლარი, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მისი დაძაბული ურთიერთობები გამოსწორდა.The Wall Street Journal-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ კვირებში მასკის პოლიტიკურმა გუნდმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა პოტენციურ ქვეკონტრაქტორებთან, რომლებიც ციფრული პროექტების განვითარებისა და შეტყობინებების გაგზავნის პროგრამებზე იმუშავებენ.როგორც გამოცემა იუწყება, 2024 წელს მასკმა თითქმის 300 მილიონი დოლარი დახარჯა ტრამპისა და „რესპუბლიკელების“ მხარდასაჭერად, რის გამოც ის აშშ-ის უმსხვილეს პოლიტიკურ დონორად იქცა. ახლანდელი დაახლოება, როგორც გამოცემა წერს, განიხილება, როგორც პრაგმატული ალიანსი, რომელიც მასკს შესაძლებლობას მისცემს შეინარჩუნოს გავლენის არხი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, ხოლო თეთრ სახლს - ჰქონდეს წვდომა მის რესურსებსა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე.აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვრიდან მაისამდე მასკი აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ტრამპისა და მასკის ურთიერთობები გაფუჭდა.

საფრანგეთის მთავრობამ უნდობლობის ორი ვოტუმი დაძლია

საფრანგეთის მთავრობამ უნდობლობის ორი ვოტუმი დაძლია. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების მიზეზი მთავრობის მიერ 2026 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარლამენტის თანხმობის გარეშე გატარება იყო.პირველ ვოტუმს 269 დეპუტატმა დაუჭირა მხარი , თუმცა საჭირო 288 ხმა იყო. მეორე ვოტუმს, რომელიც ულტრამემარჯვენეებმა წარადგინეს, კიდევ უფრო ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა.როგორც მედია წერს, რამდენიმე თვის განმავლობაში ბიუჯეტთან დაკავშირებულმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. პარლამენტში არცერთ პარტიას არ აქვს უმრავლესობა, ამიტომ ქვეყანა ჯერ კიდევ გასული წლის ბიუჯეტით მუშაობს.მედიის ცნობით, საფრანგეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ თებერვლის პირველ ნახევარში ბიუჯეტი საბოლოოდ იქნება დამტკიცებული.

კახა კალაძე – მისასალმებელია პოლემიკა, დებატები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა

შეიძლება, ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ და ზუსტად დებატების გზით საზოგადოება გაიგებს რომელი მიმართულებაა სწორი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური დისკუსიები რომ არ უნდა გამართულიყო, ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა.„ყოველთვის მისასალმებელია პოლემიკა, დებატები. ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა. ჩვენთან დამკვიდრებულია ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ეს გარკვეული პოლიტიკური პარტიების ყოველდღიური პრაქტიკაა. აქამდეც არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია. გავიხსენოთ წინასაარჩევნო კამპანია მუნიციპალიტეტის დონეზე. არავის, ერთი-ორის გამოკლებით, არ უსაუბრია დედაქალაქის გამოწვევებზე, მხოლოდ უაზრო თემები იყო გამოგონილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ტელეკომპანია „პირველის“ კითხვაზე, რატომ არ მონაწილეობს მათ სატელევიზიო დებატებში, განაცხადა, რომ აქამდე აღნიშნული ტელევიზია მხოლოდ სიცრუის გავრცელებით შემოიფარგლებოდა.„ტელეკომპანია „პირველი“ დაკავშირებულია სიცრუესთან, სიყალბესთან. როდესაც დებატებზე ვსაუბრობთ, საუბარია ჯანსაღ საზოგადოებაზე. თქვენი ტელევიზია შემოიფარგლებოდა სიცრუით. ეს ჩემს პირად მაგალითზეც შემიძლია ვთქვა. თქვენ სასამართლოც გაქვთ წაგებული სიცრუის გამო. მოგიწევთ, დაფიქრდეთ თქვენს ყოველდღურობაზე, რა გადაცემებსაც აკეთებთ. მოგიწევთ ამ ყველაფრის გამოსწორება, თუ გინდათ, საზოგადოებას უთხრათ სიმართლე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.კახი კალაძის კომენტარს თბილისის მერია ავრცელებს. 

ბოლო სიახლეები