პარასკევი, ივლისი 18, 2025

ირაკლი კობახიძე – ომის საფრთხე არსად წასულა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება გახანგრძლივებისათვის

არავითარი ღრმა ანალიზი არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ეს საფრთხე არსად წასულა. გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის საკითხი თავიდან ბოლომდე ევროპის კისერზე ჩამოკიდოს, რითიც ეცდება ორი კურდღელი დაიჭიროს – ერთდროულად დაანგრიოს ევროპაც და რუსეთიც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ გეგმაში საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა ზუსტად ისეთივე აქტუალურია, როგორც ეს ომის დაწყების მომენტში იყო.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, ამ უმძიმეს პირობებში გვმართებს უკიდურესი სიფრთხილე, რათა საზოგადოება არ დაჰყვეს ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამოსულ შანტაჟს და პროვოკაციებს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ქვეყანას უპირობო განადგურებას უქადის.

„უფრო მეტიც, შესაძლოა, ეს საკითხი ახლა კიდევ უფრო პრინციპულია გლობალური ომის პარტიისთვის. დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება მისი გახანგრძლივებისათვის. უკრაინის მაქსიმალური შეიარაღება, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება, სანქციების დამძიმება რუსეთისთვის, გადამდგარი გენერლების განცხადებები, რომ უახლოეს პერიოდში ისინი ემზადებიან რუსეთთან ომისთვის – ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს გლობალური ომის პარტიის გეგმას, რუსეთ-უკრაინის ომი ევროპის ხარჯზე გაგრძელდეს და გაძლიერდეს, ის პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია, ერთი მხრივ, ევროპის და, მეორე მხრივ, რუსეთის დასუსტებასთან, რა თქმა უნდა, ეს პროცესები ასეთი შედეგით დასრულდება. ასევე ხაზგასასმელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამომავლოდ შეიარაღებაზე მშპ-ის 5% დაიხარჯება, რაც ამ ქვეყნების ბიუჯეტის 15%-ს აღემატება. გლობალური ომის პარტიის მიერ ნაკარნახევი ეს ნაბიჯი ევროპულ ქვეყნებს მილიტარისტულ ქვეყნებად აქცევს, რაც, ერთი მხრივ, კიდევ უფრო ზრდის კონტინეტზე საომარი ესკალაციის საფრთხეებს, ხოლო მეორე მხრივ, სამხედრო ხარჯების გაზრდა კიდევ უფრო დაამძიმებს ევროკავშირის ეკონომიკის მდგომარეობას და სოციალურ ფონს. ამ უმძიმეს პირობებში გვმართებს უკიდურესი სიფრთხილე, რათა საზოგადოება არ დაჰყვეს ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამოსულ შანტაჟს და პროვოკაციებს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ქვეყანას უპირობო განადგურებას უქადის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გარემოს ეროვნული სააგენტო სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს.„21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს.ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შსს – ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში სროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში სროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თამარ ჩიბურდანიძე: ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც ისეთივე შანტაჟია, როგორც ზანგეზურის პროექტი. იაფფასიანი პოლიტიკის დრო უკვე დამთავრდა მსოფლიოში და ამას უნდა ხვდებოდნენ

ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც ისეთივე შანტაჟია ევროპისგან, როგორც ზანგეზურის პროექტი. საქმე იმაშია, რომ ამ მუქარის შერულების თავიც არა აქვთ, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკური შანტაჟის იარაღად ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემის გამოყენებას ეხმიანება.თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება არ ეგუება შანტაჟს, რადგან მშვიდობა და სტაბილურობა ნამდვილად ურჩევნია გადაადგილების პროცესში ყოველგვარ შეღავათს.„როდის უნდა მიხვდეს დასავლეთი, რომ საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი არ ჭრის. რაც უფრო აძლიერებენ ჩვენზე ზეწოლას, მით უფრო იზრდება ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობა. თუკი ევროპელები ქართული ოპოზიციის „რჩევებს” ითვალისწინებენ (როგორც ჩანს, ასეა), ვეტყვით, რომ ამათი პოლიტიკური გათვლები არათუ შავი ზღვის იქეთ, არამედ, შავი ზღვის აქეთაც ვერ ამართლებს. ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც ისეთივე შანტაჟია ევროპისგან, როგორც ზანგეზურის პროექტი. საქმე იმაშია, რომ ამ მუქარის შერულების თავიც არა აქვთ. ვიზალიბერალიზაციის გაუქმება რომ შეეძლოთ, აქამდე იყრიდნენ ჯავრს „ურჩ ხელისუფლებაზე” და მეორეც, არც ეს აშინებს ქართველ ხალხს, მშვიდობა და სტაბილურობა ნამდვილად გვირჩევნია გადაადგილების პროცესში ყოველგვარ შეღავათს. არც ოჯახურ ღირებულებებს ვცვლით ჩვენი გენის გამანადგურებელ „უფლებრივ ღირებულებებზე” და არც ამერიკულ „FARA”-ს ვუწუნებთ რამეს.რაც შეეხება ზანგეზურის პროექტს, დასავლეთის მცდელობა, საქართველოს გვერდის ავლით შეძლონ აღმოსავლეთთან ახალი ეკონომიკური ჰაბის შექმნა, იდეაშიც კი მკვდარია. მათ კარგად იციან სამხრეთ კავკასიის რთული და ფეთქებადი პოლიტიკა. ისიც იციან, რომ საქართველო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე კავკასიაში, ეთნოკონფლიქტების დარეგულირებაში ერთადერთი მშვიდობის გარანტია.იქნება თუ არა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა, ესეც გარკვეულწილად ჩვენს ნებ აზეა დამოკიდებული და არა ევროპა-ამერიკის სურვილზე. იაფფასიანი პოლიტიკის დრო უკვე დამთავრდა მსოფლიოში და ამას უნდა ხვდებოდნენ. „როლური თამაშები”, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ, ზედმეტად ბრიყვულია და ამ პროცესებში მათ არავინ გაჰყვება. რეალური თვითმყოფადობის შეგრძნებამ მეტი დამაჯერებლობა შემატა ხელისუფლებას და ამ სიმაღლიდან იქ, ქვემოთ, „ევროპელ მბრძანებლებთან” ლახტობანას თამაში, მხოლოდ ოპოზიციის საქმეა“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ტატა ხვედელიანი – ვიბრძვით, რომ „ქართული ოცნების“ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი შემცირდეს, ბოიკოტის მომხრე პარტიებისგან დღემდე არ მიგვიღია არანაირი გეგმა ამასთან დაკავშირებით

ნებისმიერი ისტერიკის ფონზე, რომელსაც სხვადასხვა პარტია აწყობს, ჩვენ მაინც ვართ ამ ბრძოლაში და ვიბრძვით ამომრჩეველთა ხმებისთვის. ვიბრძვით იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი შემცირდეს, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.ხვედელიანი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ცესკო-ს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა.„არჩევნებში მონაწილეობა თუ არ სჭირდებათ, რატომ შეიტანეს განაცხადი? აქ არ მიიღება საუბრები ხელახალ არჩევნებზე, ან 2028 წლის არჩევნებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები მუდმივად იძახიან, ამ ვითარებაში არჩევნები ეს არ არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეცვალონ რამე ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი თუ არ სჭირდებათ, რატომ მიმართავენ განცხადებით? ჩვენთვის ერთნაირად პრიორიტეტულია ყველა პარტიის ამომრჩეველი, სწორედ ამიტომაც ვართ შესული ამ ბრძოლაში, სწორედ ამიტომ, ნებისმიერი რეპრესიის ფონზე, ნებისმიერი ისტერიკის ფონზე, რომელსაც სხვადასხვა პარტია აწყობს, ჩვენ მაინც ვართ ამ ბრძოლაში და ვიბრძვით ამომრჩეველთა ხმებისთვის. ვიბრძვით, რომ ამომრჩეველს დავანახოთ, რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გამო ჩვენი ქვეყანა. ვიბრძვით იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი შემცირდეს. ბოიკოტის მომხრე პარტიებისგან ჩვენ არ მიგვიღია დღემდე არანაირი გეგმა ან ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. საერთოდ არ ვიცით, რას აპირებენ, როგორ აპირებენ, რომ რეჟიმი წავიდეს დათმობებზე, პოლიტპატიმრების მიმართულებით პოზიციონირებას, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას? მთავარი ამ პროცესში არის ძალიან საინტერესო – დღესდღეობით ყველაზე მეტად ემთხვევა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები ერთმანეთს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.ცესკო-ს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა.

დიმიტრი სამხარაძე: ბეწვის ხიდზე გავდივართ! ევროპელი ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა! ჯერ ერთმანეთს უნდათ რომ დაგვაპირისპირონ, სისხლიანი სააკაშვილის რეჟიმი დააბრუნონ და მერე...

ქართველებო, ბეწვის ხიდზე გავდივართ! საქართველოში ომი რომ დაიწყოს, კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება! სამშობლოს დავკარგავთ და მერე გვიანი იქნება თავში ხელების რტყმა! ევროპელი კორუმპირებული, ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.დიმიტრი სამხარაძის თქმით, „დიფ სთეითის“ გეგმები არ შეცვლილა, ევროპელი ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში კვლავ მეორე ფრონტის გახსნაა.„ქართველებო, ბეწვის ხიდზე გავდივართ! საქართველოში ომი რომ დაიწყოს, კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება! სამშობლოს დავკარგავთ და მერე გვიანი იქნება თავში ხელების რტყმა! ევროპელი კორუმპირებული, ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა! ჯერ ერთმანეთს უნდათ რომ დაგვაპირისპირონ, სისხლიანი სააკაშვილის რეჟიმი დააბრუნონ და მერე ომი გარდაუვალი იქნება! დიფსთეითის გეგმები არ შეცვლილა, ევროპას დააწვა რუსეთ-უკრაინის ომი და შესაბამისად, მაგათი მონა პოლიტიკოსების ზეწოლა საქართველოზე, ზუსტად მეორე ფრონტის გახსნისკენ არის მიმართული! 7 რეზოლუცია რამოდენიმე დღეში! არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ საფრთხეს ვერ იაზრებს! არიან სამწუხაროდ ისეთებიც, რომლებსაც საქართველო ეზიზღებათ, ემსახურებიან დიფსთეითის მონა ჩინოვნიკებს, შეგნებულად ცდილობენ საქართველოში არეულობის გამოწვევას და თან საკუთარ თავს ქართველებს უწოდებენ!! ერთად ვერავინ მოგვერევა!!საქართველოს ვერ დააჩოქებენ!“-წერს სამხარაძე Facebook-ზე.

ბოლო სიახლეები