ნაცმოძრაობა და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე – უფრო მეტად კონსტრუქციული იქნება საპარლამენტო სამუშაო გარემო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება მათ შიდა დისკუსიებს საპარლამენტო მანდატების დატოვების შესახებ, მათ გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, დღეს მოუწიათ უკან დახვევა – ეს არის არათანმიდევრულობის შედეგი, თუმცა ეს მათი საქმეა, ჩვენ ეს დიდად არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან, ეკონიმიკასთან, ფასებთან და ა.შ.“, – განაცხადა კობახიძემ.