აბსოლუტურად მოშლილია „ნაციონალური მოძრაობა“. ერთმანეთს და საკუთარ თავს ამხნევებენ, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.
„მათ უკვე წააგეს მთავარი ბრძოლა, რომელიც თვითონ გამოაცხადეს – ე.წ. რეფერენდუმი. როდესაც წაგებული ხარ ასე მძიმედ პირველ ტურში, ბუნებრივია, მეორე ტურში არავითარი შანსი არ გაქვს და ამის ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს ყველა წინა არჩევნებიდან. განწირულია „ნაცმოძრაობა“ ერთი მეორე ტურებში და ამის შემდეგ. შემდეგი 3 წლის განმავლობაში განწირულია „ნაცმოძრაობა“ იმისთვის რომ ეს მახინჯი პოლიტიკური ძალა საბოლოოდ ჩანაცვლდეს ჯანსაღი ძალებით. ამისთვის ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ შემდეგი 3 წლის განმავლობაში და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, კანონმდებლობისა და გონიერების ფარგლებში“, – განაცხადა კობახიძემ.