ირაკლი კობახიძე: მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს “ქართულმა მაიდანმა” ჩვენი ქვეყანა, ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის “უკრაინიზაცია” – ამაზე ვერ ვთანხმდებით

Read Time:1 Minute, 42 Second

ჩვენ ვერ ვთანხმდებით საკვანძო თემაზე, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვიღაცებს უნდათ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ დაიჭირონ თევზი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ვენეციის კომისიის დასკვნაში. საბოლოო ჯამში, არგუმენტი რომ არ ჰქონდათ და ვენეციის კომისიას ვერაფერი დააწერინეს, ბოლოს დააწერინეს, გამჭვირვალობა არ ვარგაო, ანუ ასეთ აბსურდში შევიდა ვენეციის კომისია. მთავარი დასკვნა რაც დაწერა, ანუ რატომაც მოითხოვა კანონმდებლობის არმიღება, არის ის, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არ ვარგაო. აქ გამოჩნდა სინამდვილეში, თუ რა არის დისკუსიის დახურვის მიზეზი – ჩვენ ვერ ვთანხმდებით საკვანძო თემაზე, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვიღაცებს უნდათ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ დაიჭირონ თევზი და ეს თევზი რაში გამოიხატა უკრაინის მაგალითზე, ძალიან კარგად ვნახეთ. ჩვენ არ გვინდა, დავტოვოთ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს „ქართულმა მაიდანმა“ ჩვენი ქვეყანა, ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის „უკრაინიზაცია“. ამაზე ვერ ვთანხმდებით.

ვიღაცებს უნდათ აქ მღვრიე წყალი, ჩვენ არ გვინდა, ვიღაცებს უნდათ აქ „მაიდანი“, ჩვენ არ გვინდა მაიდანი. ვიღაცებს უნდათ მეორე ფრონტი, ჩვენ არ გვინდა მეორე ფრონტი. ეს არის შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი. ამიტომ არ არის აქ სივრცე დისკუსიისთვის, მთავარი საკითხია შეუთანხმებლობის საგანი. ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვენეციის კომისიას პირდაპირ ათქმევინეს, გამჭვირვალობა არ ვარგაო. აქ დეტალებზე კი არ არის საუბარი, რომ ეს ასე დაგეწერათ და ა.შ. მთავარ თემაზეა საუბარი – მათი პოზიციაა, რომ გამჭვირვალობა არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში, იმისათვის რომ ვიღაცამ მერე მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს და ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყნის ინტერესებს, უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ წყალი არ აიმღვრეს ამ ქვეყანაში, ანუ არ მოხდეს ამ ქვეყნის „უკრაინიზაცია“ და NGO-ების გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემს.

ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, გვაქვს უმარტივესი არგუმენტი და ჩვენი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ გამჭვირვალობა არის კარგი. მეორე მხარეს კი არის „არგუმენტი“, თეზისი, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვენეციის კომისიამ უარი თქვა პროფესიულ ღირსებაზე. როცა კანონში საუბარია იმაზე, რომ გამჭვირვალობისთვის მიიღება დოკუმენტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ გამჭვირვალობას თავისთავად არ აქვს კონკრეტული მიზნები და რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი რაც არაერთხელ ითქვა, არის სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დაცვა,“- განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც, მიუხედავად იმ ძალიან დიდი ზეწოლისა, იმ პერიოდში თავის საქმიანობას ახორციელებდა პირნათლად და პატიოსნად სახელმწიფოს წინაშე“
Next post ირაკლი კობახიძე: ვერავის დააშანტაჟებენ – ინფორმაციის გასაჯაროების ნამდვილად უნდა ეშინოდეს “გლობალურ ომის პარტიას”