ირაკლი კობახიძე – მიხეილ სააკაშვილი არის საშიში, როგორც საჭესთან, ასევე უკანა სავარძელში

Read Time:25 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა აქტუალობა.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუზე, სადაც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს: „არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.

„მიხეილ სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა აქტუალობა. მის განცხადებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ის არის საშიში, როგორც საჭესთან, ასევე, უკანა სავარძელში. ეს კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ და მას არასოდეს არც საჭეს მიანდობს და არც უკანა სავარძელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი – პუტინმა მინსკში, ბნელ ოთახში გამიყვანა, მუხლში ფრჩხილები ჩამასო და ომით დამემუქრა
Next post ირაკლი კობახიძე – საქართველოში პოლარიზაციას იწვევს არა კრიმინალების ციხეში ჯდომა, არამედ ის, რომ ისინი არიან პოლიტიკაში