მინდა, პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კავკასიის მედიცინის ცენტრთან განუცხადა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია მოთავსებული.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა პატრიარქის ჯანმრთელობაზე გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა.
„მე რომ გავაკეთო პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადება, ალბათ არასწორი იქნება. გამოვლენ კონსილიუმის, კლინიკის წარმომადგენლები და ისინი გააკეთებენ კომენტარს. ჩემგან არ იქნება სწორი. მინდა, პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო. მადლობას გადავუხდი ექიმებს. ყველა არის ბოლომდე ჩართული, მაქსიმუმს აკეთებენ, რათა სათანადოდ იზრუნონ პატრიარქის ჯანმრთელობაზე. მადლობა ასევე მინისტრს, რომელიც ბოლომდეა ყველაფერში ჩართული. სახელმწიფო რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს, რათა გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე. ყველაფერზე კომენტარს გააკეთებენ ჯანდაცვის მინისტრი, კონსილიუმის და კლინიკის წარმომადგენლები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

