კარგია, რომ ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან ამ პროექტის განხორციელების კუთხით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის მხრიდან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსის მინიჭებას შეეხებოდა.
კობახიძის თქმით, აღნიშნული პროექტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველო აქტიურად არის ჩართული მისი პირველი ფაზის განხორციელებაში.
„შავი ზღვის კაბელის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, აქედან გამომდინარე, აქტიურად ვართ ჩართული აღნიშნული პროექტის პირველი ფაზის განხორციელებაში. წინასწარ ხდება ვითარების შესწავლა და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან ამ პროექტის განხორციელების კუთხით. კარგია, რომ მათ საკუთარი საინტერესო პროექტების ნუსხაში, ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს ეს პროექტი,“- განაცხადა პრემიერმა.
ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა.

