ხუთშაბათი, ოქტომბერი 2, 2025

ირაკლი კობახიძე – მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, არ გაბედონ ძალადობა, კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ

ყველას შეუძლია, შეიკრიბოს და გამოხატოს საკუთარი აზრი მშვიდობიანად, ეს იქნება უზრუნველყოფილი 4 ოქტომბერსაც, ამავდროულად, მინდა, გავაფრთხილო ყველა, არ დაარღვიონ კანონი, როგორც კი კანონს დაარღვევენ, მაშინვე მიიღებენ მკაცრ კანონისმიერ პასუხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა მკაცრად აგებს პასუხს.

„მინდა, შევახსენო ყველას, ვინც იყო ჩართული ძალადობაში, მათი მცირე ნაწილი, 30-ზე მეტი ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული, სასჯელი არის საკმაოდ მკაცრი, ორი წლიდან იწყება, არის ოთხი, ოთხნახევარი წელიც. ყველას მინდა, შევახსენო, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, მიიღებს მკაცრ პასუხს. შესაბამისად, მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, არ გაბედონ ძალადობა, კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პატარა გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება ისევ სჭირდება

გიორგი ბერიშვილს კვლავ საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მას მკურნალობისთვის მედიკამენტები სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.დახმარების მსურველებს თანხის დარიცხვა შეგიძლიათ: თიბისი ბანკი:GE15TB7679445061100108; მიმღები: ემზარი ბარამიძესაქართველოს ბანკი:GE25BG0000000162579635მიმღები: მარიამ ვაჩეიშვილი

ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ზვიად კუპრავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.წინასასამართლო სხდომა 19 ნოემბერს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზვიად კუპრავა პირველ ოქტომბერს დააკავა.ზვიად კუპრავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 317-ე მუხლით (სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა კალაძე – ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და ქალაქში აქტუალურ პრობლემებს, არის „ქართული ოცნება“

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და უპასუხოს იმ პრობლემებს, რომელიც აქტუალურია ქალაქში, არის „ქართული ოცნება““, – ამის შესახებ პარტიის, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.როგორც კალაძემ აღნიშნა, მას თბილისის მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.„მინდა, განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით მივესალმო თბილისს და თბილისელებს. მინდა, დავიწყო მადლობით, მადლობა ვუთხრა დედაქალაქის მოსახლეობას იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რასაც ყოველდღიურად ვხვდებით. ჩვენი ძალა მდგომარეობას იმაში, რომ დღემდე არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან, გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, ვესაუბრებით სამომავლო გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე. ასევე არ გვიჭირს თვალი გავუსწოროთ პრობლემებსა და გამოწვევებს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და უპასუხოს იმ პრობლემებს, რომელიც აქტუალურია ქალაქში, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კალაძემ.

ზურაბ მახარაძე – ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოს სჭირდება ნორმალური ოპოზიცია, რომლის ამოცანა უნდა იყოს ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლა, ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვან თემებზე საუბარი

ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოს სჭირდება ნორმალური ოპოზიცია, რომლის ამოცანა უნდა იყოს ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლა, ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვან თემებზე საუბარი, – ამის შესახებ „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზურაბ მახარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს მთავარი პრობლემა მასობრივი მიგრაცია და დემოკრატიული პრობლემებია.„ჩვენი ღრმა რწმენით, ეს არის მთავარი პრობლემა საქართველოში – მასობრივი მიგრაცია და უკიდურესი დემოგრაფიული პრობლემები. უკვე ათწლეულებია, საქართველოში ყოველ წელს უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება; უფრო მეტი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე მიდის უცხოეთში, ვიდრე ბრუნდება და პარალელურად, 300 000-მდე უცხოტომელი არის ახლა საქართველოში, რომლის აქ დამკვიდრებაზეც ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს. ჩვენი ხედვა არის ასეთი, უნდა მოვახერხოთ და შევცვალოთ ეს სიტუაცია; უნდა შევძლოთ, რომ აქ ქართველები იყვნენ, თორემ მერე „ნაცებიც“ და „ქოცებიც“ უკან დაგვრჩება”, – განაცხადა მახარაძემ.

კახა კალაძე – დედაქალაქს დაუბრუნდა თავისი სიამაყე – ვერის პარკი, უკვე რეაბილიტირებული, განახლებული რეკრეაციული სივრცე ქალაქის ცენტრში

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვერის პარკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არსებული გეგმარებისა და ფუნქციების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე, რათა ისტორიულ სივრცეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფუნქციები შესძენოდა.განახლებული პარკი თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაათვალიერა.„ჩვენს დედაქალაქს დაუბრუნდა თავისი სიამაყე – ვერის პარკი, უკვე რეაბილიტირებული, განახლებული რეკრეაციული სივრცე ქალაქის ცენტრში. ყველას გვახსოვს, რამდენად რთული მდგომარეობა იყო პარკში, დღეს კი ყველაფერი მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდა,  დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სადრენაჟე და სარწყავი სისტემები; გარდა ამისა, შენარჩუნდა ყველა ის მრავალწლიანი ხე, რომელიც პარკში იდგა; აღდგა უძველესი ფანჩატურები თავისი ძველი ვიზუალით, ასევე,  ყველაზე ლამაზი სივრცე, ბელვედერი, 17-მეტრიანი გადმოსახედით, რომელიც მართლაც იდეალურია და ამშვენებს პარკს. პარკში ამჟამად მიმდინარეობს ჭადრაკის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და კიდევ ერთი განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობა შეემატება დედაქალაქს. მიხარია და მეამაყება, რომ გალამაზებული ვერის პარკი დავუბრუნეთ თბილისს. პირობას გაძლევთ, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გავაგრძელებთ შრომას, მუშაობას, რათა ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო მომხიბვლელი, საინტერესო და საცხოვრებლად კომფორტული გავხადოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ისტორიული პარკი ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცეა, რომელსაც XX საუკუნის დასაწყისიდან ჰქონდა, როგორც საუბნო, ისე საქალაქო მნიშვნელობა და დღესაც განკუთვნილია ყველა ასაკის ადამიანისთვის.თბილისის მერიის ცნობით, პარკის განახლება საჭიროებდა სიღრმისეულ კვლევებსა და დეტალურ დიზაინის პროექტს, რომელიც მომზადდა მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით.„სწორედ ამიტომ ვერის პარკის რეაბილიტაცია იქცა თანამონაწილეობითი დაგეგმარების საუკეთესო პრეცედენტად. საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 700 000 ლარი შეადგინა.პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, რის გამოც მისი არსებითი გარდაქმნა არ განხორციელებულა.განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, ფანჩატური, ბელვედერი, სასმელი წყლის შადრევანი და ადმინისტრაციული შენობა. სრულად შეიცვალა სარწყავი სისტემები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, მიწისზედა კომუნიკაციები კი მიწისქვეშ განთავსდა.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას. არსებული მრავალწლოვანი ხეები შენარჩუნდა, დამატებით დაირგო 5 131 ნერგი და 18 000 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი. დამატებით მოეწყო 1 000 კვადრატული მეტრი ფართობი სივრცე.სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 23 484 010 ლარი შეადგინა.ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მერის მოადგილეები ანდრია ბასილაია და ირაკლი ბენდელიანი, გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები