პარასკევი, მარტი 13, 2026

ირაკლი კობახიძე – „ლელო“, „ალტ ინფო“ და „ნაცმოძრაობა“ არაბულ ინვესტიციაზე ერთსა და იმავეს ამბობენ, არც ჰუმანიტარულ საგნებში არიან ძლიერი, თუმცა მათემატიკაშიც სისუსტე აღენიშნებათ

ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ 12 ათასი დოლარი ეღირება ბინა ამ ტერიტორიებზე – გონიოსა და კრწანისში, ერთსა და იმავეს ამბობენ „ლელო“, „ალტ ინფო“ და „ნაცმოძრაობა“, მათემატიკა არ არის ამ ადამიანების ძლიერი მხარე, არც ჰუმანიტარულ საგნებში არიან ძლიერები, თუმცა მათემატიკაში განსაკუთრებული სისუსტე აღენიშნებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ ხელისუფლების ოპონენტებს კოორდინირებულია კამპანია აქვთ წარმოებული.

„როდესაც შენდება ბინები, დაახლოებით 80 პროცენტს ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები და 20 პროცენტს უცხო ქვეყნების მოქალაქეები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტის მაჩვენებლებიც იქნება დაახლოებით იგივე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ზოგადი დასკვნა. აქაც ოპონენტები სპეკულირებენ, რომ ბინის ფასი იქნება ძალიან მაღალი და საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ ამ პროექტში ბინების შეძენის შესაძლებლობა. ერთი და იგივე რიცხვებს ატრიალებენ, ჩანს, რომ კოორდინირებულია ეს კამპანია. ამბობენ, რომ 12 ათასი დოლარი ეღირება ბინა ამ ტერიტორიებზე – გონიოსა და კრწანისში, რაც არაფერს ეფუძნება. ერთი და იგივეს ამბობენ „ლელო“, „ალტ ინფო“ და „ნაცმოძრაობა“. მათემატიკა არ არის ამ ადამიანების ძლიერი მხარე, არც ჰუმანიტარულ საგნებში არიან ძლიერები, თუმცა მათემატიკაში განსაკუთრებული სისუსტე აღენიშნებათ. რომ დავთვალოთ, 16 ათასი ბინა საშუალოდ რომ ავიღოთ 100 კვადრატული მეტრი, გამოდის, მილიონ 600 ათასი კვადრატული მეტრი გასაყიდი ფართი, ეს ყველაფერი 12 ათას დოლარად რომ გაყიდოს კომპანიამ, გამოდის, რომ შემოსავალი მარტო ბინების ნაწილში უნდა იყოს 19,2 დოლარი. რამხელა მოგებაზე უნდა გავიდეს კომპანია, საუბარი, კოლოსალურ მოგებაზე. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მოგების სახით შემოუვა არა 2 მილიარდი ლარი, არამედ 4 მილიარდი დოლარი. რა მასშტაბით არიან აცდენილები ჩვენი ოპონენტები, შეგიძლიათ განსაჯოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა  ვითარება ამ წუთისთვის ტყიბულში- დავით კუბლაშვილი  ტყიბულის მერი მეწყრულ პროცესებზე

რა ვითარებაა სოფელ კურსებში და მოსალოდნელია თუ არა მიწის განმეორებითი ჩამოსვლა - სტიქიის ზონაში, ამ დრომდე რჩებიან გეოლოგები.მეწყერმა, რომელიც გუშინ ჩამოწვა, სოფელში მთლიანად გაანადგურა 10 საცხოვრებელი სახლი, ევაკუირებულია 45 ოჯახი. საერთო ჯამში, სტიქიამ 58 ჰექტარი ფართობი მოიცვა. დანგრეული სახლების გარდა, ეზოებში დიდი ნაპრალებია, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები და გზები. დაშავებული არავინაა. გეოლოგებთან ერთად, სოფელ კურსებში რჩებიან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები და შესაბამისი ტექნიკა. შექმნილია საგანგებო შტაბი.ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით კუბლაშვილის განცხადებით, გეოლოგების პირველადი დასკვნა უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი."ადგილზე მუშაობენ გეოლოგების ჯგუფი, რომელსაც დაემატათ დამატებით სპეციალისტები. სავარაუდოდ, ძალიან მალე გვექნება ჩვენი გეოლოგების პირველადი, შემაჯამებელი დასკვნა.საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ევაკუირებულ მოსახლეობასთან. ისინი, ვისაც ამის საჭიროება გააჩნდა, უკვე განთავსებულნი არიან სასტუმროებში", - განაცხადა დავით კუბლაშვილმა.

საამიროების სახელმწიფო მინისტრი – ირანმა სპარსეთის ყურეში დარტყმები უნდა შეწყვიტოს

ირანმა სპარსეთის ყურეში დარტყმები უნდა შეწყვიტოს, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, ლანა ნუსეიბეჰმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.ნუსეიბეჰმა მოუწოდა ირანს, შეწყვიტოს შეტევები რეგიონის ქვეყნებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად სწრაფად აღდგება.ნუსეიბეჰმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით 1800-ზე მეტი დრონი და რაკეტა იყო გაშვებული. მისივე თქმით, თავდასხმების მასშტაბი ქვეყნისთვის „შოკისმომგვრელი“ იყო. თავდასხმების შედეგად, დაზიანდა ცნობილი შენობები, მათ შორის სასტუმრო Fairmont The Palm-ი და სასტუმრო Burj Al Arab-ი. დრონები ჩამოვარდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან, რამაც გამოიწვია ათასობით ფრენის გაუქმება. თუმცა, ნუსეიბეჰმა არ უპასუხა კითხვას, აპირებდა თუ არა მისი ქვეყანა სამხედრო საპასუხო ზომების მიღებას ირანის წინააღმდეგ.„ამ ესკალაციის დაწყებამდე ჩვენ ნათლად ვიცოდით, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები არ დაუშვებდნენ მისი ტერიტორიის ან საჰაერო სივრცის გამოყენებას ირანის წინააღმდეგ რამე თავდასხმისთვის“, – განაცხადა ნუსეიბეჰმა.კითხვაზე, იყო თუ არა საპასუხო დარტყმები გამორიცხული, ნუსეიბეჰმა უპასუხა: „ჩვენ ვიტოვებთ კოლექტიური თავდაცვის უფლებას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.ამასთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ ირანი პასუხისმგებელია მიყენებულ ზარალზე – ქალაქების ინფრასტრუქტურაზე, სასტუმროებსა და პორტებზე, თუმცა აღნიშნა, რომ გაერთიანებული საამიროების ეკონომიკა, რომელიც წინა წელს 5.1 პროცენტით გაიზარდა, სწრაფად აღდგება.

კირილ დმიტრიევი – აშშ ფაქტობრივად აღიარებს, რომ რუსული ნავთობის გარეშე გლობალური ენერგეტიკული ბაზარი სტაბილური ვერ დარჩება

აშშ ფაქტობრივად აღიარებს, რომ რუსული ნავთობის გარეშე გლობალური ენერგეტიკული ბაზარი სტაბილური ვერ დარჩება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.დმიტრიევის განცხადებით, აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა არა მხოლოდ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვაზე შეზღუდვების შემსუბუქების, არამედ ტრანზიტში მყოფი დაახლოებით 100 მილიონ ბარელ რუსულ ნავთობზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ.რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, მზარდი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკავშირის ბიუროკრატიის ზოგიერთი წევრის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსულ ენერგეტიკულ პროდუქტებზე შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება სულ უფრო გარდაუვალი ჩანს.ცნობისთვის, აშშ-მა რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციები 11 აპრილამდე მოხსნა. როგორც სახაზინო მდივანმა,  სკოტ ბესენტმა განმარტა, აშშ-მა ქვეყნებს მისცა უფლება, შეიძინონ გემებზე უკვე დატვირთული სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებს თუ თავს დაესხმებიან, რეგიონის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა განადგურდება

ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებს თუ თავს დაესხმებიან, რეგიონის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა განადგურდება, – ამის შესახებ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს.„ჩვენ ვაფრთხილებთ აგრესორ მთავრობას და მის ყველა მოკავშირეს, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებზე პატარა თავდასხმასაც კი, მოჰყვება ჩვენი გამანადგურებელი და დამანგრეველი პასუხი. ასეთი აგრესიის შემთხვევაში, რეგიონის ყველა ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა, რომელშიც შეერთებულ შტატებსა და მის დასავლელ მოკავშირეებს პირადი ინტერესი აქვთ, განადგურდება“, – ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანთან ომის დაწყებიდან აშშ-მა ირანის 5 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, მათ შორის 60-ზე მეტ გემს.

რატომ იზრდება ბავშვებში შფოთვა და დეპრესია თანამედროვე სამყაროში

ბოლო წლებში ფსიქოლოგები და მკვლევარები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბავშვებსა და მოზარდებში შფოთვისა და დეპრესიის შემთხვევები იზრდება. სპეციალისტების შეფასებით, ამ ტენდენციას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს.ციფრული გარემო და სოციალური ქსელები თანამედროვე ბავშვები დიდი დროის განმავლობაში იყენებენ სმარტფონებს, კომპიუტერებსა და სოციალურ ქსელებს. ფსიქოლოგების თქმით, მუდმივი შედარება სხვებთან, ონლაინ კრიტიკა და კიბერბულინგი შეიძლება გავლენას ახდენდეს ბავშვების თვითშეფასებასა და ემოციურ მდგომარეობაზე.აკადემიური და სოციალური წნეხი დღეს ბევრ ქვეყანაში ბავშვები დიდი კონკურენციის პირობებში სწავლობენ. მაღალი აკადემიური მოთხოვნები, გამოცდები და მომავლის მიმართ შფოთვა ზოგიერთ ბავშვში სტრესისა და დაძაბულობის ზრდას იწვევს.ეკრანთან გატარებული დრო სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეკრანთან გატარებული დრო ხშირად ცვლის ბავშვების ყოველდღიურ ჩვევებს. ნაკლები ფიზიკური აქტივობა, ნაკლები დრო ბუნებაში და ძილის დარღვევა შესაძლოა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც აისახოს.სოციალური იზოლაცია მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ონლაინ მუდმივად დაკავშირებულები არიან, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ რეალური სოციალური ურთიერთობები ხშირად მცირდება. მეგობრებთან პირისპირ კომუნიკაციის ნაკლებობამ შეიძლება მარტოობის განცდა გააძლიეროს.ოჯახური და გლობალური სტრესი თანამედროვე სამყაროში ბავშვები ხშირად ისმენენ ინფორმაციას ომებზე, ეკონომიკურ პრობლემებზე და გლობალურ კრიზისებზე. ასეთი გარემო ზოგჯერ მათში გაურკვევლობისა და შფოთვის განცდას აძლიერებს.რას ურჩევენ სპეციალისტები ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად მნიშვნელოვანია: მშობლებთან ღია და მხარდამჭერი კომუნიკაცია ფიზიკური აქტივობა და დრო ბუნებაში ეკრანთან გატარებული დროის დაბალანსება საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგთან კონსულტაციასპეციალისტების თქმით, ბავშვების ემოციური კეთილდღეობა მხოლოდ ოჯახების პასუხისმგებლობა არ არის — ეს საზოგადოებისა და განათლების სისტემის ერთობლივი ამოცანაცაა.

ბოლო სიახლეები