კვირა, აგვისტო 24, 2025

ირაკლი კობახიძე – კონსტიტუცია არის სახელმწიფოს სარკე, ზუსტად ისეთი იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიერ განვლილი გზა გასული 30 წლის განმავლობაში

მინდა, მოგილოცოთ საქართველოს კონსტიტუციის 30 წლის იუბილე. 30 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების ახალ ეტაპს, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის ეს არის მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კონსტიტუცია და კონსტიტუციონალიზმის განვითარება არის სახელმწიფოებრიობის განვითარების ნამდვილი სარკე.

„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, საქართველოს კონსტიტუციის 30 წლის იუბილე. სწორედ 30 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების ახალ ეტაპს, შესაბამისად, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის ეს არის მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული თარიღი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კონსტიტუცია არის სახელმწიფოს სარკე და კონსტიტუციონალიზმის განვითარებაც არის სახელმწიფოებრიობის განვითარების ნამდვილი სარკე. ეს შეიძლება ითქვას საქართველოს მაგალითზე. ზუსტად ისეთი იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიერ განვლილი გზა გასული 30 წლის განმავლობაში, როგორი გზაც განვლო საქართველოს კონსტიტუციამ, ქვეყნის ძირითადმა კანონმა. ეს გზა იყო მრავალი სირთულით სავსე. პირველი 20 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა 30-ზე მეტი ცვლილება. ამ ცვლილებების უმეტესი ნაწილი მორგებული იყო მაშინდელი მმართველი ძალების სუბიექტურ ინტერესებზე. ამან, რა თქმა უნდა, საკუთარი კვალი დაატყო ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის განვითარებას. კონსტიტუციის არასტაბილურობა და კონსტიტუციისადმი უდიერი დამოკიდებულება პირდაპირ აისახა ჩვენი სახელმწიფოს არასტაბილურ განვითარებაზე. როდესაც ჩვენ 2016 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე, კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის თაობაზე, მიზნად დავისახეთ სწორედ კონსტიტუციის დემოკრატიული წესით და ფორმით ჩამოყალიბება, მისი სტაბილურობის უზრუნველყოფა და განმტკიცება“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, ავტორიტარული ქვეყნების სახელმწიფოების მაგალითზე, საქართველოში ჩამოყალიბდა პროავტორიტარული კონსტიტუცია

„როდესაც ისტორიას ვიხსენებთ, განსაკუთრებული გულისტკივილით უნდა გავიხსენოთ 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები, როდესაც ავტორიტარული ქვეყნების სახელმწიფოების მაგალითზე საქართველოში ჩამოყალიბდა პროავტორიტარული კონსტიტუცია. სწორედ ამან შეუქმნა ნიადაგი 2004-2012 წლებში ავტორიტარული სისტემის ჩამოყალიბებას. სწორედ ამ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ დავდექით მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, შეგვექმნა სრულიად ახალი, ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის სტაბილურ, გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. მე მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ მაშინ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ და შემდგომ საქართველოს პარლამენტმა ამ მიზანს სრულად მიაღწიეს – დღეს ჩვენ გვაქვს ევროპული სტანდარტების, სტაბილური კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„დაბადების დღეს გილოცავ იმიერში… დღეს მძიმე დღე გვაქვს… 70 წლის გახდი და შენი დასაფლავებაა“ – მომღერალი, ხათუნა ჭავჭანიძე

ყველასთვის საყვარელ მუსიკოსსა და კომპოზიტორს, მამუკა ჩარკვიანს, სოციალურ ქსელში კოლეგები და მეგობრები ემოციური სტატუსებით ემშვიდობებიან.მომღერალი, ხათუნა ჭავჭანიძე წერს, რომ დღეს მამუკა ჩარკვიანის დაბადების დღეა: „მამუკა!!!  დაბადების დღეს გილოცავ იმიერში. დღეს მძიმე დღე გვაქვს შენ ახლობლებს. 70 წლის გახდი და შენი დასაფლავებაა. ვუსამძიმრებ ოჯახს და სრულიად საქართველოს. შენი შემოქმედება უკვდავია, ჩვენო გენიოსო!!!“ – წერს ხათუნა ჭავჭანიძე სოციალურ ქსელში. 

ილია მეორე – სამშობლოზე შეყვარებული კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას, აღვავლენთ ლოცვებს მამუკა ჩარკვიანის უკვდავი სულისთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.„სამშობლოზე შეყვარებული კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას.მიწიერი ცხოვრება დატოვა და მარადიულობის მკვიდრი გახდა ბატონი მამუკა ჩარკვიანი – დიდტკივილგამოვლილი და, ამასთან, შეუპოვარი ადამიანი, ფრიად ნიჭიერი, დახვეწილი გემოვნების, ქართული კულტურის შესანიშნავი წარმომადგენელი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი…მართალია, იგი განგვეშორა, მაგრამ ამ ქვეყნად დარჩა ეროვნული ჰანგებით გაჯერებული, ძირითადად მამის, ბატონი ჯანსუღის ლექსებზე შექმნილი მისი სიმღერები, თაობებში რომ იცოცხლებს.აღვავლენთ ლოცვებს ბატონ მამუკას უკვდავი სულისათვის, რათა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი უფალმა, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების დამფასებელთ მიმადლოს მშვიდობა და მამუკასათვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.

„თვითონ მიიყენა ჭრილობები, თეკლა მის გადარჩენას ცდილობდა…“ – რას ამბობს ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

თბილისში 25 წლის ქალმა ქმარი მოკლა - როგორც „პრაიმ ტაიმმა" გაარკვია მოკლული ბიჭი ლუკა დარასელიაა, ხოლო ქალი, რომელიც დააკავეს თეკლა გერსამიაა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს - 2003 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.ბრალდებულის დედა ამბობს, რომ ბიჭმა დანა თვითონ ჩაირტყა და თეკლა მის გადარჩენას ცდილობდა.„ერთად არ ცხოვრობდნენ. ამ ბიჭს უყვარდა ძალიან და ცდილობდა ერთად ყოფილიყვნენ. თეკლა წინააღმდეგი იყო. მერე ისე მოხდა, რომ ხელი მოაწერეს...თეკლა საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და პასპორტიც კი წაართვა, მის ნივთებში ამოიღეს თეკლას პასპორტი. ეუბნებოდა, რომ თავს მოვიკლავო, ხან ხელებს ისერავდა. სადარბაზოში თვითონ მიიყენა დაზიანებები ერთ-ერთი ჩხუბის და მუქარის დროს. თვითონ ჩაირტყა დანა და თეკლამ გამოაძრო ეს დანა. მერე თეკლა გავარდა, მიჰყავდა მხარზე აკიდებული. გავარდა გარეთ, სასწრაფო მოიყვანა და კლინიკაშიც კი გაჰყვა, მის გადარჩენას ცდილობდა“,- ამბობს ტიკტოკერის დედა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

დღეს ბუტა რობაქიძეს 40 წელი შეუსრულდებოდა

24 აგვისტოს, ბუტა რობაქიძის დაბადების დღეა.მის საფლავთან ოჯახის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეიკრიბებნენ.2004 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, დიდუბეში, პატრულმა ავტომანქანა გააჩერა. ვტომანქანაში რამდენიმე ახალგაზრდა, მათ შორის ბუტა რობაქიძეც იჯდა.პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე ახალგაზრდები მანქანიდან გადავიდნენ, პატრულის თანამშრომელმა ბაშალეიშვილმა  ორი ტყვია გაისროლა და ბუტა რობაქიძე ადგილზე მოკლა.მეორე დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაცემა „პატრულმა“, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პოლიციამ კარგად შეიარაღებული ყაჩაღური ჯგუფის დევნის ოპერაცია განახორციელა და წინააღმდეგობის გაწევის მომენტში ერთ-ერთი დამნაშავე მოკლა. ამ ვერსიის გასამყარებლად გადაცემაში აჩვენეს ავტომატები და ხელყუმბარები რობაქიძის გვამთან.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.მთავრობის მეთაური უკრაინელ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ნათელ მომავალს უსურვებს.„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ნათელ მომავალს და ვუდასტურებთ ჩვენს სოლიდარობას და მეგობრობას უკრაინელ ერს“, – აღნიშნავს პრემიერი.  

ბოლო სიახლეები