„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„სიტყვებით ძნელია ირაკლის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის გამოხატვა. ის იყო უკეთილშობილესი ადამიანი და თითოეული ჩვენგანისთვის უძვირფასესი მეგობარი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ირაკლის სული!“, – წერს ირაკლი კობახიძე.