პარასკევი, აგვისტო 1, 2025

ირაკლი კობახიძე – თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს, ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი

ჩვენ დღეს შეგვეძლო თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს – ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის კანდიდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა.

მისივე თქმით, კახა კალაძეს შეუძლია თბილისის თითოეული კუთხის მეტად განვითარება, მოწესრიგება და გალამაზება, რაც თითოეულ თბილისელს სჭირდება.

„ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე. ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი.

მეტი სიცოცხლე თბილისს, მეტი სიცოცხლე თბილისის თითოეულ უბანს, განვითარება დედაქალაქის თითოეულ კუთხეს, უფრო ლამაზი, უფრო მწვანე და უფრო მოწესრიგებული ქალაქი – ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს უსაყვარლეს დედაქალაქს და თითოეულ თბილისელს, და ეს არის ის, რაც ყველაზე უკეთ კახა კალაძეს შეუძლია.

სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით, მაქვს პატივი, საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად – მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი – კახა კალაძე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – კანადა მაღალ ტარიფებს აწესებს ჩვენი ფერმერებისთვის, ისინი ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ქვეყანას, პრობლემის გადაწყვეტა მარტივია, კანადამ სამართლიანი ტარიფი უნდა გადაიხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადასთან სავაჭრო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კანადა წლებია, უსამართლოდ ეპყრობა ამერიკელ ფერმერებს.„ისინი ძალიან მაღალ ტარიფებს აწესებენ ჩვენი ფერმერებისთვის. ისინი ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ფერმერებს. ისინი ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში“, – აღნიშნა ტრამპმა.ტრამპმა განმარტა, რომ პრობლემის გადაწყვეტა მარტივია, კანადამ სამართლიანი ტარიფი უნდა გადაიხადოს.ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა კანადის სამხედრო ხარჯები.„მათ სურთ ბევრი რამ ჩვენი ქვეყნისგან და წლების განმავლობაში ჩვენ ამას ვაკეთებდით. ჩვენ ძირითადად ვიცავდით მათ ჩვენი სამხედროებით. ისინი ძალიან ცოტა ფულს ხარჯავენ თავიანთ სამხედროებზე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – ახალი სავაჭრო შეთანხმებებიდან ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ტრილიონობით დოლარი, ეს ქვეყნას ძალიან მდიდარს და კვლავ პატივსაცემს ხდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისაუბრა სატარიფო პოლიტიკის მიზნებსა და მიღწევებზე. მისი განცხადებით, ამერიკა უკვე უზარმაზარ შემოსავალს იღებს ახალი სავაჭრო შეთანხმებებიდან.„ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ტრილიონობით დოლარი. ეს ქვეყნას ძალიან მდიდარს და კვლავ პატივსაცემს ხდის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ასეთივე აქტიური სატარიფო პოლიტიკა არ უწარმოებია.„როდესაც „კოვიდი“ გამოჩნდა, ბოლო, რაც მინდოდა, გამეკეთებინა, იყო ფრანგებისთვის, იტალიელებისთვის, ესპანელებისთვის მეთქვა, რომ ტარიფებით დაუწესდათ“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

თელავში ძლიერმა ქარმა და წვიმამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები

თელავში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი. მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანება გამოიწვია.ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოგლეჯილი ხეებისგან გზების გაწმენდის სამუშაოები.მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ქართველებმა მილიონ ლირამდე ძვირფასეულობა მოიპარეს – ისინი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

თურქეთში, სივასის სუშეჰრის რაიონში მდებარე სამკაულების მაღაზიიდან მილიონ ლირამდე ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.სამი პირი ეჭვმიტანილი ქვეყნის დატოვებას და საქართველოში გაქცევას შეეცადა.სამკაულების მაღაზიის მეპატრონემ მალევე შეამჩნია ქურდობის ფაქტი და დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას.გამოძიების დაწყებისთანავე სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დაადგინეს, რომ ეჭვმიტანილები გადაადგილდებოდნენ საქართველოს სანომრე ნიშნებით აღჭურვილი ავტომობილით.ეჭვმიტანილები სარფის საზღვართან დააკავეს. 

ქართველმა საბერძნეთში ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლი მუცლის და კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრა – მამაკაცი დაკავებულია

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, ანალიფსის რაიონში ქართველმა კაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მუცლის და კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.მომხდარის შესახებ ბერძნული მედია წერს.სამართალდამცველებმა ქართველი შემთხვევის ადგილას დააკავეს.ქალი კლინიკაშია გადაყვანილი მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულშიც ფიგურირებდა სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმეში, მათ შორის ყაჩაღობასა და ქურდობაში.

ბოლო სიახლეები