სალომე ზურაბიშვილამდე რომ დაიყვანეს ოპოზიცია, მაგიტომ იყო გამოსული გუშინ 3 000 კაცი, მეტი არა და მაგიტომ დადის ყოველ დღე 150 კაცი. საერთოდ ყველაფერი გაუნადგურეს რადიკალურ ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ოპოზიცია გარე პატრონებმა ტრაგიკულ მდგომარეობამდე მიიყვანეს.
„ოპოზიცია თავისით რომ იღებდეს გადაწყვეტილებებს საკუთარ ინტერესებთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტშიც იქნებოდნენ, ამ ტრიბუნას გამოიყენებდნენ, ასე თავს არ მოიჭრიდნენ ქუჩაში, რესურსი ბევრად მეტი ექნებოდათ, მაგრამ როდესაც ვიღაც ხან ოკეანის გაღმიდან, ხან ოკეანის გამოღმიდან რაღაცებს გიგეგმავს და ქვეყნის და საზოგადოების პულსზე ხელი არ უჭირავს, ასეთ დროს მიდის ასეთ მდგომარეობამდე ოპოზიცია. თვითონ რომ დაეგეგმათ საკუთარი ბედი, სხვანაირად წარიმართებოდა პროცესები, მაგრამ პატრონებმა, რომლებიც გარედან ავალებდნენ რაღაცებს, მიიყვანეს ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე, რასაც ჰქვია სრული განადგურება. ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები და ჩატარდება 4 თვეში თვითმმართველობის არჩევნები, ისინი თუ მიიღებენ მონაწილეობას, ყველა დაინახავს, რომ მათი მხარდაჭერა იქნება ოქტომბრის მხარდაჭერასთან შედარებითაც კი ბევრად შემცირებული, რადგან ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, ტრაგიკული მდგომარეობა, სადამდეც მიიყვანა „დიფ სთეითმა“, ანუ გარე პატრონმა ჩვენი ე.წ. ოპოზიცინერები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.