ერთ მხარეს სააკაშვილი, მეორე მხარეს ესებუა – ორი უმძიმესი დამნაშავე, ორივეს ადვოკატობას იმსახურებს შალვა ხაჭაპურიძე,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულის შესახებ გამოქვეყნებულ სტატუსს.
“ძალიან სიმბოლური და ლოგიკური იქნება, ერთ მხარეს სააკაშვილი, მეორე მხარეს ესებუა, ორი უმძიმესი დამნაშავე, ორივეს ადვოკატობას იმსახურებს შალვა ხაჭაპურიძე“,- განაცხადა კობახიძემ.