საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.
ერთა ლიგის პლეიოფის პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
მატჩს, პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მატჩის შემდეგ, ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.
საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე შეხვედრა 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.