სამშაბათი, მაისი 13, 2025

ირაკლი კობახიძე: დისკრიმინაციული კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ მიერ განიხილება, როგორც ბოლო შანსი, საქართველო ჩათრეული იყოს სამხედრო კონფლიქტში

ალბათ, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებს., – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას ნაციონალური მოძრაობის სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას და ქართველ ხალხს ომი და მისი გამოუსწორებელი შედეგები აარიდოს. ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა, ჩართული არიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენცია უნდა იყოს. აქვე აღვნიშნავთ, რომ წარმოებული კამპანია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ყოველგვარი დათქმის გარეშე კრძალავს.

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს არავითარი გამართლება არ აქვს. დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დაუშვებელია და ჩვენ ამ უმძიმეს აქტს კიდევ ერთხელ ვგმობთ. თუმცა, ამ ქმედებისთვის უდანაშაულო მოქალაქეების დასჯა ასევე სრულიად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ შემოიღო რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. დღეს იგივე პოლიტიკური ძალა აგორებს კამპანიას საქართველოში რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული შეზღუდვების შემოღების შესახებ. ეს ორმაგი სტანდარტიც ნათლად მიანიშნებს, თუ რა რეალური განზრახვა დგას ამ კამპანიის უკან.

დღეის მდგომარეობით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც წამოწყებულია ამ მასშტაბის კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ. ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის. ამგვარი მიდგომით ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი.

გარდა ამისა, ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი. შესაბამისად, ძალზე ლოგიკურია, რომ დისკრიმინაციული კამპანიის ავტორები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც გამსჭვალული არიან საერთო ზიზღით ქართული კულტურისა და ზოგადად, ქართველობის მიმართ და მათი კამპანიის უკან კონკრეტული ანტისახელმწიფოებრივი მიზნები დგას.

ამჟამად, უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან, ან მომსახურების მისაღებად დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ. არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ უფრო ფართო ტენდენციაც შეიძინოს და რუსი ეროვნების მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდოს.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ ყველა ზომა ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის პრევენციისა და აღკვეთისათვის. ამგვარი ქმედების ყველა ჩამდენი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

აქვე მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო რისკს, რაზეც ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გულწრფელად ღელავს ამ თემაზე, სრულად დააზღვევს საქართველოს ხელისუფლება.

აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთში ცხოვრობს 800 ათასამდე ქართველი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს 10 ათასობით ქართველი, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ 100 ათასობით ქართველს უქმნის უშუალო საფრთხეს. თუმცა, კამპანიის ავტორები ამ ფაქტსაც არაფრად აგდებენ და მეტიც, გამორიცხული არაა, ამ პრობლემის შექმნა მათი განზრახვის შემადგენელი ნაწილიც იყოს.

საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

აშკარაა, რომ დისკრიმინაციული კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ ომის პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განიხილება როგორც ერთგვარი ბოლო შანსი, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.

საქართველო ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და პასუხისმგებელია მათ მიმართ არადისკრიმინაციული მოდგომის უზრუნველყოფასა და მათი უსაფრთხოების დაცვაზე. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად.

დასასრულს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საქართველოსთვის ომის თავიდან ასარიდებლად, ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად და ყველა მიმართულებით სახელმწიფოებრივი რისკების დასაზღვევად“, – განაცხადა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჟერარ დეპარდიეს 18-თვიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდეს

სამშაბათს, 13 მაისს, პარიზის სისხლის სამართლის სასამართლომ ფრანგ მსახიობს, 2021 წელს ფილმის გადაღების დროს, ორი ქალის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. 76 წლის ჟერარ დეპარდიეს 18-თვიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდეს. დაცვის მხარემ უკვე განაცხადა, რომ მსახიობი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.პარიზის სასამართლომ მსახიობი ჯერარ დეპარდიე ორი ქალის, ამელიეს (ამჟამად - 54 წლის) და 34 წლის სარას (ფიქტიური სახელი) სექსუალურ შევიწროებაში ცნო დამნაშავედ. ისინი ჟან ბეკერის ფილმის, „მწვანე ჟალუზების“ გადასაღებ მოედანზე, შესაბამისად, დეკორატორად და რეჟისორის ასისტენტად მუშაობდნენ. ფილმი 2021 წელს გადაიღეს. ამელიემ სასამართლოს განუცხადა, რომ მსახიობი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ეხებოდა, ფეხებზე ხელს უსვამდა და სექსუალური სიტყვებით მიმართავდა. „ის ყველგან მეხებოდა, მათ შორის მკერდზეც (...), მე შეშინებული ვიყავი, ის კი იცინოდა“, - თქვა მან. ეს არის მოძრაობა #MeToo ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე საფრანგეთში, რაც დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ სკანდელი ფრანგული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ფიგურას ეხება. დეპარდიემ სასამართლო პროცესზე თავი უდანაშაულოდ მიიჩნია, მაგრამ მოსამართლე ტიერი დონარმა ჩათვალა, რომ ფრანგი მსახიობის მიერ მიცემული ჩვენებები წინააღმდეგობრივი და არადამაჯერებელი იყო. 18-თვიან პირობით პატიმრობასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეპარდიე შეიყვანეს სექსუალურ დამნაშავეთა რეესტრში, პროკურატურის მოთხოვნით კი, მსახიობს ორი წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. თუმცა, დაცვის ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ ჟერარ დეპარდიე ყველა ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

როგორ ავარჩიოთ ყველაზე გემრიელი და მწიფე მარწყვი

მარწყვის სეზონი ძალაში შედის. ადგილობრივი კენკრა, როგორც წესი, გემოთი იმპორტირებულზე უკეთესია, რადგან მას მწიფე მდგომარეობაში კრეფენ, უცხოური მარწყვისგან განსხვავებით, რომელსაც უკეთესად ტრანსპორტირებისთვის უმწიფარი სახით კრეფენ. საბოლოო ჯამში, ეს უარყოფითად მოქმედებს გემოზე. თუმცა, შეძენისას ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მისი ფერი, ფორმა, სუნი და გარეგნობა.როგორი უნდა იყოს გემრიელი და მწიფე მარწყვი მარწყვის არჩევისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ მის „კუდს“. კენკრის ძირში ფოთლების მწვანე როზეტი მისი სიახლის მაჩვენებელია. დიდი ხნის განმავლობაში და არასწორად შენახვის შემთხვევაში, ის ჭკნება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის დაბერებული კენკრაა.იდეალური მარწყვი არის მშრალი, გლუვი ზედაპირის მქონე კენკრა, დაზიანების ან ლაქების ნიშნების გარეშე. არ უნდა იყიდოთ მარწყვი, რომელიც სველია ან, პირიქით, ძალიან მშრალად გამოიყურება, ასევე კენკრა ჩაღრმავებებით, ან ობის მქონე. მწიფე მარწყვს აქვს მდიდარი და ერთგვაროვანი ფერი. თუ კენკრას თეთრი ან მომწვანო უბნები აქვს, განსაკუთრებით წვერთან, სავარაუდოდ, ის ჯერ არ არის მწიფე და მჟავე იქნება.„ასევე, ყიდვამდე ღირს ხილის ფორმისა და ზომის დათვალიერება - დახლზე ყველა კენკრა დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ყველა ერთი და იგივე კლასისაა და გაყიდვამდე რამდენჯერმე არ გადაურჩევიათ.

სანქციების არ უნდა გვეშინოდეს, ვისაც შიშის გრძნობა უჩნდება, ის მაშინვე ყველაფერს წააგებს – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთში სანქციების არ უნდა ეშინოდეთ, თუმცა საჭიროა ნეგატიური შედეგების მინიმუმამდე დაყვანა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქმიანი რუსეთის“ წევრებთან ვიდეოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„არ უნდა გვეშინოდეს. ვისაც შიშის გრძნობა უჩნდება, ის ეგრევე ყველაფერს წააგებს. თუმცა აუცილებლად საჭიროა იმის გაცნობიერება, თუ რა ხდება და საჭიროა, იყო მზად ჩვენი შესაძლო მომავალი არაკეთილმოსურნეების ნებისმიერი ქმედებებისთვის. ისინი საკუთარი თავის საზიანოდვე ბევრ რამეს აკეთებენ. გგონია, რომ ამას და ამას ნამდვილად არ გააკეთებენ, რადგან ეს მათ აზიანებთ. თუმცა მაინც აკეთებენ, იდიოტები… ამიტომ, რა თქმა უნდა, სულ მცირე მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენთვის ნეგატიური შედეგები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბრისას.

გიორგი ხოჭავა: შემაგდეს ე.წ კაპეზეზე და 3 დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ...

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა და სამმართველოში, შემდგომ კი ე.წ. კაპეზეზე წამების ფაქტები გაიხსენა.როგორც მან აღნიშნა, მეგის ქარდავამ დაადო თავზე იარაღი და სთხოვდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი  მშობლების და 14 წლის ძმის მოკვლით ემუქრებოდა. მისივე თქმით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მიმდინარეობდა მისი სხვადასხვა სახით წამება.„გადამიყვანეს სამმართველოში  და შემიყვანეს ე.წ. ამოსაცნობ ოთახში. მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო. მამაჩემი და დედაჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. მე მათ ვხედავდი, ისინი მე ვერ მხედავდნენ. ისევ დამაჩოქეს. მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, რომ მე შენ ახლა გესვრი თუ არ მეტყვი სად არის ალიბები და მერე დავხოცავ შენ მშობლებსო, შენ ძმასო, 14 წლის ბავშვსო.ხმას არ ვიღებდი და მინდოდა, რომ რაღაცნაირად რამდენიმე წუთით მაინც გამენეიტრალებინა ეს სიტუაცია და მე მას ვუთხარი ეს არ გაეკეთებინა და ერთი-ერთზე კაბინეტში დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. მან მითხრა კარგიო, შევედი კაბინეტში და მე მას ვუთხარი, რომ მე ეს არ გამიკეთებია და შენ ეს იცი, შენ უკვე მეორეჯერ გეუბნები, რომ თუ ჩემი მოკვლა გინდა, მე მომკალი, ჩემი მშობლები არაფერ შუაში არ იყვნენ და მათთვის თავი დაენებებინა.ორი დღით ადრე დამიჭირეს ვიდრე მერე ჩაწერეს ჩემი დაჭერის თარიღი. შემაგდეს ე.წ კაპეზეზე და სამი დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ თითქმის ყველა ცემის ეპიზოდში“, - განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

სამარცხვინო და მტკივნეულია, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდება-მიხეილ ჯანელიძე

„სამარცხვინო და მტკივნეულია, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდება. კარგი რაც შეიძლება დავინახოთ დღეს კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან, არის რომ ქართული ოცნება სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება რომ მისი დასასრული ახლოვდება“ — ასე აფასებს ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ 13 მაისს გავრცელებულ ღია წერილს. ჯანელიძის შეფასებით, კობახიძის ტექსტი არა მხოლოდ მმართველი პარტიის თავდაცვით პოზიციას აჩვენებს, არამედ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის სიღრმეზეც მიუთითებს. „კარგი რაც შეიძლება დავინახოთ დღეს კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან, არის რომ „ქართული ოცნება“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება, რომ მისი დასასრული ახლოვდება“, - წერს მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“.

ბოლო სიახლეები