ოთხშაბათი, თებერვალი 26, 2025

ირაკლი კობახიძე გურიის რეგიონში საკოორდინაციო შტაბის სხდომას მართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურიის რეგიონში ჩავიდა. ამ წუთებში საქართველოს მთავრობის მეთაური ოზურგეთში, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრას მართავს.

მთავრობის მეთაური დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებსა და იმ ღონისძიებებს ეცნობა, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მოსახლეობის დახმარების მიზნით ახორციელებენ.

მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, ასევე მძიმე ტექნიკა. ინტენსიურად იწმინდება გზები. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად, პროცესში ჩაერთო თავდაცვის ძალები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თვითმფრინავში ერთმანეთის გვერდით მოხვდნენ, მსგავსი გარეგნობა, ერთნაირი სახელი და გვარი – ამბავი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

იშვიათი მოვლენა მოხდა ლონდონიდან ბანგკოკში ფრენის დროს, სადაც „კლონირებული“ მგზავრები ისხდნენ ერთმანეთის გვერდით და აღმოაჩინეს თითქმის წარმოუდგენელი დამთხვევების სერია, რომელმაც უკიდურესობამდე მიაღწია.ამ ისტორიის მთავარი გმირი არის მარკ გარლანდი კვადრატში. რეალურად ორი მთავარი გმირია და ორივეს მარკ გარლანდი ჰქვია. როგორც მედია იტყობინება, თვითმფრინავში ასვლამდე შემოწმების დროს მოხდა გაუგებრობა, როდესაც ოპერატორებმა ჰკითხეს ერთ-ერთს, მარკ გარლანდს, რატომ გადიოდა განმეორებით რეგიოსტრაციას. კაცმა უპასუხა, რომ ის პირველად დარეგისტრირდა და ოპერატორებმა, უფრო საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ სინამდვილეში ბორტზე ორი მარკ გარლანდი იყო.ჯერჯერობით უცნაური არაფერია, ეს იყო სახელისა და გვარის დამთხვევა თვითმფრინავის ბორტზე, რაც ხშირად შეიძლება მოხდეს. თუმცა, ბედმა მათ სასაცილო ხუმრობა მოუმზადა, რადგან ორი მარკ გარლანდი ერთმანეთის გვერდით მოხვდა.ორივემ აღმოაჩინა, რომ არა მხოლოდ ერთი და იგივე სახელი და გვარი ჰქონდათ, არამედ, როცა ერთმანეთს  აკვირდებოდნენ, ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს სარკეში იყურებოდნენ, რადგან წარმოუდგენლად მსგავსი სახის ნაკვთები ჰქონდათ, დაწყებული „მელოტი თავით“. მათ გვერდიგვერდ იმოგზაურეს 11 საათის განმავლობაში და აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთისგან სულ რაღაც 15 წუთის მანძილზე ცხოვრობდნენ და რამდენჯერმე გადაიკვეთა მათი გზები. ორი მარკიდან ერთი ფაქტობრივად არის ავტობუსის მძღოლი, რომლითაც მეორე მარკი ხშირად მგზავრობს. თითქოს ეს არ იყო საკმარისი, მათ აღმოაჩინეს, რომ ორივეს ოთხი შვილი ჰყავდა.მოგზაურობის დასასრულს, ორი მარკი მართლაც განუყოფელი გახდა იმ დონემდე, რომ უმცროსმა თქვა, რომ მოგზაურობის დროს მარკს თავი მის მხარზე ედო. - წერს უცხოური მედია

Financial Times – უკრაინამ და აშშ-მა მინერალურ რესურსებზე შეთანხმებას მიაღწიეს

უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მიაღწიეს შეთანხმებას ბუნებრივი რესურსების შეთანხმების პირობებზე. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს.როგორც მედია წერს, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, კიევი დათანხმდა ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის ერთობლივი განვითარების შესახებ, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა უარი თქვა მოთხოვნაზე აშშ-ს 500 მილიარდი დოლარის პოტენციური შემოსავალი მიეღო.მედიის თანახმად, შეთანხმება ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომლისთვისაც უკრაინა წიაღისეულის, ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მომავალი შემოსავლების 50 პროცენტს გამოყოფს.ფონდი გამოყენებული იქნება უკრაინის ფარგლებში პროექტებში ინვესტიციებისთვის. The Financial Times-ის ცნობით, ფონდის საქმიანობა არ ვრცელდება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე შეტანილ რესურსებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გავლენას არ მოახდენს ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებლების "ნაფტგაზისა" და "უკრნაფტას" ოპერაციებზე.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, წიაღისეულის შესახებ შეთანხმება გაფორმდეს, ტრამპი ელოდება, რომ ზელენსკი ამას ხელს მოაწერს – თეთრი სახლის პრესმდივანი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინასთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების მიღწევას „კრიტიკულად მნიშვნელოვნად“ მიიჩნევს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებს განუცხადა.თეთრი სახლის პრესმდივანმა არ უპასუხა კითხვას, როდის აპირებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ვიზიტს, თუმცა მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შესაძლოა, მიმდინარე ან მომდევნო კვირაში მოხდეს.„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს შეთანხმება გაფორმდეს. დონალდ ტრამპი ელოდება, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ხელს მოაწერს შეთანხმებას. ეს არის ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის დაბრუნება, რომელიც უკრაინის ეროვნული თავდაცვის დაფინანსებას ხმარდებოდა. ეს ასევე კარგია უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც ამ ომის გამო ჯოჯოხეთში გაატარეს. ეს შექმნის გრძელვადიან ეკონომიკურ პარტნიორობას, რადგან უკრაინას დასჭირდება ქვეყნის ხელახლა აშენება ამ სასტიკი ომის გამო“, – განაცხადა ლივიტმა.

ვინ არის და რას საქმიანობს ნანუკა სტამბოლიშვილის მეუღლე – „როცა უკან კლდესავით ადამიანი გიდგას, ყველაფერს აკეთებ, რაც საჭიროა…“

ნანუკა სტამბოლიშვილი თავისი ცხოვრების მთავარ ადამიანებად ოჯახს ასახელებს. მისი თქმით, ყველაფერს რასაც აკეთებს, მის შვილს ეძღვნება. რაც შეეხება მეუღლეს, ამბობს, რომ მისმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ის გააოგნა, მხარი დაუჭირა და არ მისცა საშუალება, უარი ეთქვა შემოთავაზებაზე. „როცა უკან კლდესავით ადამიანი გიდგას, ყველაფერს აკეთებ, რაც საჭიროა… თავისუფლად, იმედიანად“, – თქვა ნანუკამ გადაცემაში „ნოესთან“.საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა მისი პირადი ცხოვრება. ნანუკა ჰყვება სად, როგორ და როდის გაიცნო მეორე ნახევარი, ლაშა მგელაძე.„16 წლის ვიყავი ჩემი მეუღლე რომ გავიცანი. უნივერსიტეტის ანსამბლიდან გასტროლზე, კაბადოკიაში მივდიოდით. ჩემი მეუღლის მამა იყო უნივერსიტეტის რექტორი და გასტროლზე გამოგვაყოლა მისი შვილი. იქ გავიცანი ლაშა მგელაძე, არაჩვეულებრივი პიროვნება. ყველასგან განსხვავებული.16 წლიდან 20 წლამდე ვიყავით შეყვარებულები და 20 წლის ასაკში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავოჯახებულიყავით.ჩემი მეუღლე ეკონომისტია, მერიაში მუშაობს. ახლა ქონების მართვის განყოფილების უფროსია. ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია, პატივცემული. იცით, როგორი ადამიანია? ყოველთვის მაოცებს მისი გადაწყვეტილებებით. ეს გადაწყვეტილებაც ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდებოდი, იმიტომ, რომ იმიტომ… მაინც. ჩამოდის ხოლმე ჩემთან, მენატრება, რა თქმა უნდა…“ – თქვა ნანუკა სტამბოლიშვილმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია – თოვლის გაწმენდითი სამუშაოები სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

სამეგრელოში თოვლის გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, პროცესში ჩართულია გზების დეპარტამენტის ტექნიკა.„იწმინდებოდა ქალაქის და სოფლებამდე მისასვლელი გზები. რეგიონში მოქმედ საკოორდინაციო შტაბს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ხელმძღვანელობს. რეგიონულთან ერთად, ასევე შექმნილია მუნიციპალური შტაბები.რეგიონის მასშტაბით დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო რამდენიმე სკოლასა და საბავშვო ბაღში. მოქმედებს სამხარეო და მუნიციპალური ცხელი ხაზის ნომრები. ცხელი ხაზის ნომრებს შეგიძლიათ, გაეცნოთ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები