გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ნაკლებად აქვს სახალხო მხარდაჭერა, მათ ვერც ქუჩაში შეძლეს საზოგადოების მობილიზება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია ისევე წარუმატებელი იყო ქუჩაში, როგორც არჩევნებზე.
„გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ნაკლებად აქვს სახალხო მხარდაჭერა, მათ ვერც ქუჩაში შეძლეს საზოგადოების მობილიზება. ერთი და იგივე რესურსი სჭირდება არჩევნებში გამარჯვებას და ქუჩაში წარმატებას. ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, ოპოზიცია ისევე წარუმატებელი იყო ქუჩაში, როგორც იყო წარუმატებელი არჩევნებზე“, – განაცხადა პრემიერმა.