ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

ირაკლი კობახიძე – ახალი მინისტრები, პაატა სალია, კახა გულედანი და რევაზ სოხაძე პირველად ესწრებიან მთავრობის სხდომას, წარმატებებს ვუსურვებ მათ ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ახალ მინისტრებს – პაატა სალიას, კახა გულედანსა და რეზი სოხაძეს მთავრობის სხდომაზე წარმატებები უსურვა.

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მთავრობის სხდომას დღეს პირველად დაესწრნენ.

„მივესალმები ჩვენს ახალ მინისტრებს – პაატა სალიას, კახა გულედანსა და რევაზ სოხაძეს, რომლებიც პირველად ესწრებიან მთავრობის სხდომას და თითოეულ თქვენგანს მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იაგო ხვიჩია – სალომე ზურაბიშვილი ტროლად ჩამოყალიბდა, ხან ერთს ამბობს, ხან – მეორეს, ისედაც თავგზააბნეულ ოპოზიციას მეტად უბნევს თავგზას

სალომე ზურაბიშვილი, განსაკუთრებით საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ტროლად ჩამოყალიბდა, რომელიც ხან ერთ რამეს ამბობს, ხან – მეორეს, ისედაც ამ თავგზააბნეულ ოპოზიციას კიდევ უფრო მეტად უბნევს თავგზას, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.„კოალიციური მთავრობის იდეაში ცუდი არაფერია, უბრალოდ სალომე ზურაბიშვილი მის მიერ ჩადენილი ქმედებების, ათასნაირი კოალიციების, ქარტიების თუ რაღაც ჯანდაბების შემდეგ როდესაც კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს, მისი მხრიდან არასერიოზული გამოდის, რაც არ უნდა სერიოზული იყოს კოალიციური მთავრობის იდეა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.გუშინ „წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრის შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის“.

ანდრო ჭიჭინაძე – ერთის მხრივ, პროკურატურის ბრალდება გაუგებარია, მეორეს მხრივ სასაცილოა, მესამე მხრივ, ვერ იპოვიან იმას, რასაც გვედავებიან

ერთის მხრივ, პროკურატურის ბრალდება გაუგებარია, მეორეს მხრივ სასაცილოა, მესამე მხრივ, ვერ იპოვიან იმას, რასაც გვედავებიან, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.მანაც და სხვა ბრალდებულებმაც საკუთარი სიტყვა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილისთვის მადლობის გადახდით დაიწყეს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის მიხედვითაც, დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა.„დიდი მადლობა მინდა გითხრათ წინა სხდომაზე რაც გადაწყვეტილებაც მიიღეთ ამის გამო, პირველად მაქვს შეგრძნება, რომ მოსამართლე გვისმენს.მე შემიძლია ვილაპარაკო პროტესტის მოტივაციაზე და როდის დაიწყო ეს პროტესტი. პროტესტი არც 28 ნოემბერს და არც მანამდე არ დაწყებულა, პროტესტი დაიწყო მაშინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი და სანდრო გირგვლიანი მოკლეს, რომელიც ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო. ვხედავდი ერთის მხრივ, როგორ იბრძოდნენ ჩემი ოჯახის წევრები და მეორეს მხრივ, ვხედავდი იმ შიშს, რომელიც მაშინ არსებობდა. მაშინ დაიბადა პირველი კითხვა, რატომ შეძლება ადამიანის აზრის გამოხატვა საშიში იყოს. ალბათ, ყველას გვახსოვს, რომ არც თუ ისეთი დიდი პროტესტი იყო ისეთ ამბებზე, რაზეც დიდი პროტესტი უნდა ყოფილიყო და როგორიც მაგალითად დღეს არის. უბრალოდ გამკვირვებია იმ ადამიანების, ვინც კრიტიკულად არაა განწყობილი მთავრობის, მინისტრების ან ვინმეს მიმართ კი არა, საკუთარი თავის მიმართ, თუ კრიტიკული არ ხარ საკუთარი თავის მიმართ, ეს კონფორმიზმია რბილად რომ ვთქვათ.რაც შეეხება 28 ნოემბერს და შემდეგ განვითარებულ დღეებს, ძირითადად, პირველი სკოლის ტერიტორიაზე ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად. 29 ნოემბრის გარდა, სულ პირველი სკოლის მიმდებარედ ვიყავი, მათ შორის იყვნენ საქართველოს რაგბის ნაკრების წევრები, ექიმები, მსახიობები. ერთადერთ დღეს, 29 ნოემბერს შევიცვალე ლოკაცია, როცა გავიგე რომ ოჯახის წევრი ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციასთან ახლოს იყო, სხვათა შორის, არ გამომყვა, იქ დარჩა, მაგრამ ასვლისთანავე შუშის ბოთლი გამოფრინდა და მომხვდა ფეხში...დავამატებ, რომ იმ პერიოდში ტელევიზიასთან მქონდა ინტერვიუები, სადაც ხაზს ვუსვამდი, რომ პროტესტი ზრდილობიანად და მშვიდობიანად უნდა გამოგვეხატა.ერთის მხრივ, პროკურატურის ბრალდება გაუგებარია, მეორეს მხრივ სასაცილოა, მესამე მხრივ, ვერ იპოვიან იმას, რასაც გედავებიან",- განაცხადა ჭიჭინაძემ.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით მათიკაშვილი – კოალიციური მთავრობის შექმნის შანსი არ არსებობს

კოალიციური მთავრობის შექმნის შანსი არ არსებობს, რადგან რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერის მინიმალური შანსი აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.მათიკაშვილის თქმით, 64 მუნიციპალიტეტში ოპოზიციას მარცხი ელოდება.„ეს ფირფიტა არაერთხელ გვაქვს მოსმენილი, საქართველოში კოალიციური მთავრობის შექმნის შანსი არ არსებობს, რადგან რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერის მინიმალური შანსი აქვს. მათ არ აქვთ შანსი, რაიმე ფორმით, თუნდაც თვითმმართველობის დონეზე აქტიურები იყვნენ მმართველობით რგოლში. სინამდვილეში, 64 მუნიციპალიტეტში ოპოზიციას მარცხი ელოდება. ეს ყველაფერი იმ რეიტინგებში ჩანს, რაც არსებობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.გუშინ „წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრის შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის“.

თეონა აქუბარდია – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ბრძოლას შედეგი მოჰყვება, მათ შორის იმ მხარდაჭერით, რომელიც არა მხოლოდ EPP-ს, არამედ ევროპული ქვეყნების მხრიდან ქართველ ხალხს...

„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) რეზოლუცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი მარტოა, დისტანცირებული და იზოლირებული დასავლეთისგან, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.„ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ თავად დაეტოვებინა ევროპული ოჯახი, მათ შორის ევროპული პოლიტიკური გაერთიანება და მას შემდეგ ევროპაში არ არის არცერთი პოლიტიკური ოჯახი, რომელიც რეჟიმს მხარს უჭერს ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ EPP-ს წევრები არ გახლავართ, ვხედავთ იმ ორი ძირითადი მოთხოვნის გამეორებას, რომელიც საერთო სახალხო პროტესტის მთავარი გზავნილია – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიაზე დაბრუნება, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და რაც იმეორებს მათ შორის PACE-ს რეზოლუციებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი მარტოა, დისტანცირებული და იზოლირებული დასავლეთისგან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის ბრძოლას, საბოლოო ჯამში, შედეგი მოჰყვება, მათ შორის იმ მხარდაჭერით, რომელიც არა მხოლოდ EPP-ს, არამედ მთლიანად ევროპული ქვეყნების მხრიდან ქართველ ხალხს აქვს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

„მთავარი არხი“ – არხის სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა

1-ელი მაისიდან „მთავარი არხის“ ტელემაუწყებლობა ოფიციალურად შეწყდა. ოფიციალური განცხადება არხის ფეისბუქ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.„მთავარი არხი“ 2019 წლის სექტემბერში დაარსდა ნიკა გვარამიას ინიციატივით, ხოლო მოგვიანებით წილების ნაწილი ზაზა ოქუაშვილის კომპანიებზე გადავიდა.2025 წლის თებერვლიდან მაუწყებლობა მხოლოდ სერიალებით განახლდა, პირდაპირი ეთერის გადაცემები კი შეჩერდა.

ბოლო სიახლეები