შაბათი, მაისი 31, 2025

ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატორს, სტივ დეინსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას.

„ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის კუთხით. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და საქართველოს ხელისუფლება ამის გარანტია. შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

საქართველოში ამერიკის საელჩომ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი ჩამოვიდა: „სენატორი სტივ დეინსი გეგმავს, გააჟღეროს ტრამპისა და რუბიოს პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ ფილოსოფიის დღის წესრიგი და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია, გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბათუმში, შენობის სახურავიდან მოზარდი გადმოვარდა – ის კლინიკაშია გადაყვანილი

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, შენობის სახურავიდან მოზარდი გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. შენობაში, საიდანაც, მოზარდი, სავარაუდოდ, გადმოვარდა, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ემიგრანტების საძინებლებში ჩუმად გამოფენილი და ცრემლით დანამული დროშები რომ ჩამოახსნევინა იტალიელებს და მთელს ქვეყანაში აფრიალებინა, მაშინ გახდა დიდი კაციც და დიდი ქართველიც – სანდრო...

რეჟისორი სანდრო ელოშვილი ხვიჩა კვარაცხელიას დღევანდელ თამაშს ეხმიანება და ქართველი სპორტსმენის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„არ ვიცი სიმართლეა თუ ტყუილი, ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ ბევრი ყვებოდა და ყოველთვის ვღიზიანდებოდი, როცა ამბობდნენ რომ გერმანიაში მაღაზიებს ქართულად აწერია “გთხოვთ არ მოიპაროთ”- არ ვვარგივართ ძმაო!- უცხოეთში მრცხვენია რომ ქართველი ვარ!ხშირად მსმენია და სულ ვფიქრობ… ვინ არ ვარგოდა? პიკასოსა და დალის გვერდზე გამოფენილი ფიროსმანი თუ ენიო მორიკონესა და ნინო როტასთან ერთად აჟღერებული გია ყანჩელი ?!სუხიშვილების წინაშე ფეხზე დამდგარი ათასობით მაყურებლის შემხედვარესაც შეიძლება გრცხვენოდეს ქართველობის? თუ რაგბში, ახალ ზელანდიასთან მატჩის დროს, საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე რომ დაასახელეს, მაშინ უნდა შეგვრცხვენოდა რამის?!დიახ! მე დღეს ყველაზე ამაყი ქართველი ვარ და ამავე დროს ყველაზე მეტად ვნერვიულობ… ხვიჩაზე მეტადაც კი, რადგანაც არაფერი შემიძლია, გარდა მოლოდინისა, რომ იმ გერმანიაში, სადაც თურმე მაღაზიებში “გთხოვთ, არ მოიპაროთ” წერია, ქართული დროშა იფრიალებს გამარჯვების აღსანიშნავად!დიდი კაცია ხვიჩა კვარაცხელია… დიდი ქართველი!და იცით როდის გახდა? გოლი რომ გაიტანა?! არა! გაჭირვებისგან, სიღარიბისგან, გაუსაძლისობისგან ემიგრაციაში წასულ ქართველებზე სხვა თვალით რომ შეახედა მთელს ევროპას! იმ ემიგრანტების საძინებლებში ჩუმად გამოფენილი და ცრემლით დანამული დროშები რომ ჩამოახსნევინა იტალიელებს და მთელს ქვეყანაში აფრიალებინა, მაშინ გახდა დიდი კაციც და დიდი ქართველიც! ამიტომაც დღეს თუ შეძლებს და ხუთ ჯვრიან დროშაში გახვეული ჩემპიონთა ლიგას ჩაიხუტებს, გარდა იმისა რომ (ჩემი აზრით) ყველა დროის უდიდესი ქართველი ფეხბურთელი გახდება, თითოეულ ჩვენთაგანს მოგვიტანს იმხელა გამარჯვებას და სიხარულს, სიცოცხლის ბოლომდე რომ შეგვეძლება ვიძახოთ, მეამაყება რომ ქართველი ვარ!ამიტომაც… მიდი კვარა, მიდი! “ - წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.

დიდი ბრიტანეთში ერთჯერადი ვაპები იკრძალება — მიზანი: ახალგაზრდების დაცვა და გარემოს დაცვა

2025 წლის 1-ლი ივნისიდან დიდ ბრიტანეთში ერთჯერადი ელექტროსიგარეტების გაყიდვა და მიწოდება იკრძალება- ამის შესახებ bbc-ი წერს გადაწყვეტილება მიღებულია ორი ძირითადი მიზნისთვის: მოზარდებში ვაპინგის გავრცელების შეჩერება — ერთჯერადი ვაპები, რომლებიც ხშირად შეიცავს არომატებს და მაღალი დოზით ნიკოტინს, ძალიან პოპულარული გახდა ახალგაზრდებში, რაც ზრდის დამოკიდებულების რისკს. გარემოს დაცვა — ერთჯერადი ვაპები ქმნიან დიდ რაოდენობით ელექტრონულ ნარჩენს (ლითიუმის ბატარეები, პლასტმასი), რაც სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს.სტატია ასევე მიუთითებს, რომ 2022-2024 წლებში ინგლისში ამოიღეს 6 მილიონზე მეტი არალეგალური ვაპი, რომელთაც შესაძლოა ჯანმრთელობისთვის მავნე ქიმიკატები ჰქონოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ვაპინგი სიგარეტზე ნაკლებად მავნედ ითვლება, ის მაინც მოიცავს ჯანმრთელობის რისკებს, განსაკუთრებით მოზარდებისთვის. გინდა, ეს ინფორმაცია ვიდეოს ან გრაფიკის ფორმატშიაც გადაგიმუშაო?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები.„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები“-წერს ქვრივიშვილი.

გთხოვთ გავავრცელოთ-ლილოს დასახლებაში დაკარგული ბავშვი მშობლებს ეძებს

ლილოს დასახლებაში დაკარგული ბავშვი მშობლებს ეძებს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.„ბავშვი არის დაკარგული,იყო მაგნიტის მაღაზიასთან და თანამშრომლებმა აიყვანეს პოლიციაში,მიაკითხეთ გთხოვთ,იქნებ ვინმეს გეცნობათ“, - წერია გავრცელებულ პოსტში.

ბოლო სიახლეები