ხუთშაბათი, თებერვალი 6, 2025

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის საელჩო, USAID-ი, NED-ი მოქმედებდნენ ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, გვაქვს დიდი იმედი, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს მახინჯი პრაქტიკა დასრულდება

საქართველოში აშშ-ის საელჩო და USAID-ი, ისევე როგორც NED-ი და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქრათველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას შეეხებოდა.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეიცვლება აშშ-ის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ის მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-სა და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის.

„ცვლილებებზე როდესაც არის საუბარი, ეს ცვლილებები თანაბრად უნდა შეეხოს, როგორც USAID-ს, NED-ს, ისე საელჩოს საქმიანობას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, შეიცვლება სწორედ აშშ-ის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ის მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-სა და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

აზერბაიჯანმა აშშ-ის ქვეყანაში USAID-ის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა

აზერბაიჯანმა აშშ-ს ქვეყანაში USAID-ის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. „ქვეყანაში USAID-ის საქმიანობისთვის იურიდიული საფუძველი არ არსებობს, მისი საქმიანობის შესახებ შეტყობინება ოფიციალურად ამერიკულ მხარეს გაეგზავნა“, – განაცხადა უწყების პრესსამსახურის უფროსმა, აიხან გაჯიზადემ. მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვნა განაცხადა, რომ USAID-ს 2024 წლის 1-ელი ივნისიდან იურიდიულად არ ჰქონდა აზერბაიჯანში საქმიანობის საფუძველი. „დადგა მათი საქმიანობის შეწყვეტის დრო. აზერბაიჯანში USAID-ის წარმომადგენლობისა და ყოფნის გაგრძელების აუცილებლობა აღარ არის და მათი საქმიანობის სრულად შეწყვეტის მომენტი უკვე დადგა“, – განაცხადა მინისტრმა.

თქვენი შვილიბი ყოველთვის იქნებიან საკმაოდ მდიდარნი, თუ მათ მისცემთ კარგ აღზრდას, რომელიც მოუწესრიგებს და ჩამოუყალიბებს კარგ ქცევებს. იმას კი არ ეცადოთ, რომ ისინი მატერიალურად...

“ თქვენი შვილიბი ყოველთვის იქნებიან საკმაოდ მდიდარნი, თუ მათ მისცემთ კარგ აღზრდას, რომელიც მოუწესრიგებს და ჩამოუყალიბებს კარგ ქცევებს. იმას კი არ ეცადოთ, რომ ისინი მატერიალურად მდიდრები გახადოთ, არამედ, რომ იყვნენ კეთილაღზრდილნი, ბატონობდნენ თავიანთ ვნებებზე, იყვნენ მდიდარნი, სათნოებებით. მიაჩვიეთ ისინი, რომ არ იგონებდნენ მოჩვენებით საჭიროებებს და ამქვეყნიურ სიკეთეს არ აფასებდნენ გადაჭარბებულად. ყურადღებით ადევნეთ თვალი მათ ქცევებს, წრეს, ურთიერთობებს- ნუ ელით ღვთისაგან წყალობას, თუ არ ასრულებთ ამ მოვალეობას.” წმიდა იოანე ოქროპირი- წერს მამა შალვა კეკელია.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ გამოცემა „პოლიტიკო“ USAID-ისგან 8 მილიონ დოლარს აღარ მიიღებს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ „პოლიტიკო“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID) 8 მილიონ დოლარს აღარ მიიღებს. „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა. მისი თქმით, „პოლიტიკო“ წლების განმავლობაში იღებდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან მილიონობით დოლარს. „სიენენი“ აღნიშნავს, რომ ეს თანხა წარმოადგენს გადასახადს, რომელსაც წლის განმავლობაში აშშ-ის ფედერალური მთავრობის ყველა სააგენტო იხდიდა გამოცემა „პოლიტიკოს“ გამოწერისთვის. თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ USAID სხვადასხვა მედიასაშუალებას, მათ შორის „პოლიტიკოს“ აფინანსებდა და აღნიშნა, რომ ეს აღარ გაგრძელდება. „აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის გუნდი ამ გადასახადების გაუქმებაზე მუშაობს“, – განაცხადა ქეროლაინ ლევიტმა. „პოლიტიკოში“ უარყოფენ, რომ მედიაორგანიზაცია აშშ-ის მთავრობისგან ფინანსდებოდა. „პოლიტიკო“ არასდროს ყოფილა ფედერალური პროგრამებისა და სუბსიდიების ბენეფიციარი – არცერთი ცენტი არ მიგვიღია 18 წლის განმავლობაში“, – ნათქვამია „პოლიტიკოს“ განცხადებაში. გამოცემაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის სამთავრობო სააგენტოები, ისევე როგორც კორპორაციები, სარგებლობენ „პოლიტიკოს“ გამოწერის სერვისით.

ბათუმში დაკარგული ბიჭის მამა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში დაკარგული ბიჭის მამა მიმართვას ავრცელებს. „ალექსანდრე მამი სად ხარ აქამდე ბიჭო, მოდი. ნურაფრის ნუ გეშინია, ნურაფრის ნუ გერიდება. ხმის ამომღები არ ვარ. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. როგორც შენ გაგიხარდება ისე იყავი მამი. მოდი გეხვეწები, გემუდარები. მთელი ქვეყანა ლოცულობს შენთვის. თუ ვინმე გეხმარება იმის სახელსაც არ ვახსენებ...“, - ამბობს დაკარგული ბიჭის მამა მიმართვაში. ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სანტორინიზე, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კუნძულზე მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა

საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ეს იყო ყველაზე ძლიერი რყევა მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ მიწისძვრების სერია დაიწყო. მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 21:10 საათზე მოხდა. მანამდე, დღის საათებში, კუნძულზე საშუალოდ 4 მაგნიტუდის სიმძლავრის 20-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ცნობით, შუადღის შემდეგ მხოლოდ 20 წუთში, 4-დან 4.8 -მდე მაგნიტუდის სიმძლავრის რვა მიწისძვრა მოხდა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა უკიდურესად რთულ გეოლოგიურ ფენომენზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს უფრო ოპტიმისტური განწყობაა, ვიდრე გუშინ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სანტორინიზე 300-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. საფრთხის გამო კუნძული ცხრა ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ბოლო სიახლეები