პარასკევი, ნოემბერი 1, 2024

ირაკლი კობახიძე – არჩევნები ჩატარდა სუფთად, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, ვისაც რა უნდა, ის გადაამოწმოს

არჩევნები ჩატარდა სუფთად, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, ვისაც რა უნდა, ის გადაამოწმოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის სახელმწიფო და გამოძიებაზე, შემოწმებასა და გადამოწმებაზე ქვეყანაში პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი ინსტიტუტები.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია. ვისაც რა უნდა, ის გადაამოწმოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები უძღვებოდნენ შესაბამის პროცესებს. ეს არის სახელმწიფო, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის სახელმწიფო, მას აქვს ოფიციალური ინსტიტუტები და მათ შორის, გამოძიებაზე, შემოწმებაზე, გადამოწმებაზე ამ ქვეყანაში არიან პასუხისმგებელნი შესაბამისი ინსტიტუტები. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ წინა პარლამენტში ჩვენ შევქმენით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მოვიწვიეთ ყველა პარტია, ყველა „ენჯეო“, ყველამ განაცხადა უარი მონაწილეობაზე. რატომ, იმიტომ რომ სინამდვილეში ყველამ ყველაფერი იცოდა, რომ არჩევნები ჩატარდა სუფთად და რა თქმა უნდა, ამის აღიარება უფრო მკაფიოდ მოუწევდათ საგამოძიებო კომისიაში ჩართულობის პირობებში, ამიტომ აარიდეს თავი. ახლა პირდაპირ აცხადებდა გვარამია, რომ ჩვენ არ უნდა შევყვეთ ამაში მმართველ პარტიას და ეს არის მათი ველიო, დაახლოებით ასეთ რამეს ამბობდა, ამ პროცედურებში არ უნდა შევიდეთო, ვინაიდან სინამდვილეში იციან, რომ ყველაფერი არის აბსოლუტურად სუფთა. უფრო მეტიც, უბნები არ უნდა გავხსნათ, სიები არ უნდა გადავამოწმოთო, ამას ამბობდა პირდაპირ. თუ რამეს ეძებ იმ სიებსა და უბნებში, რატომ არ გინდა ამ ყველაფრის გახსნა?! იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცი, რაც დაგხვდება, დაგხვდება აბსოლუტურად სუფთა არჩევნები. ამიტომ ერიდებიან ასეთ რამეს, ტყუილში არ უნდათ საკუთარი თავის მხილება“,- განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს, ანგარიშში მოცემულია ზოგადი ფრაზებ

მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს – არის ზოგადი ფრაზები მოცემული ამ ანგარიშში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ანგარიშში არ არის მოცემული დადგენილი ფაქტები. „მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს – არის ზოგადი ფრაზები მოცემული ამ ანგარიშში, საქმე ეხება მოსყიდვას, რესურსის გამოყენებას, დაშინებას და ა.შ. პრესკონფერენციაზე ჰკითხეს და ჩვენც ვკითხეთ შეხვედრაზე მისიის ხელმძღვანელს, როცა საუბარია ბიულეტენების ჩაყრაზე, რამდენი შემთხვევა იყო, იყო ორი შემთხვევა, მეტი არ ყოფილა. ანუ 3 111 უბნიდან ასეთი შემთხვევა მხოლოდ ორი დაფიქსირდა. ერთი უკავშირდებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, მაშინვე აღიძრა საქმე, მაშინვე დაიხურა უბანი, მყისიერი იყო ზომები, რაც იქნა მიღებული, მეორე – „ლელოს“ ბიულეტენები ეჭირა ადამიანს და იქაც არ მიეცა მას ამის გაკეთების საშუალება. ანუ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, წერია ზოგადი ფრაზა, მრავალჯერადი ხმის მიცემა, ჩაყრა და ა.შ. იგივე მოსყიდვა – ათასი უბნიდან დაადგინეს ათი შემთხვევა, სადაც ვიღაცამ ვიღაცას ფული მისცა. მისცა თუ არა, ეგეც არ ვიცი, ამაშიც არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ, რომ ათასი ინტრიგანი იყო ჩართული საარჩევნო პროცესებში, მაგრამ დავუშვათ, მისცა, ანუ 10 შემთხვევა დაინახა სხვადასხვა დამკვირვებელმა, რომ ვიღაცა ვიღაცას აძლევდა ფულს. აქ დადგენილი კი არ აქვთ სადმე, რომ ვინმემ ვინმე მოისყიდა, რა მიზნით გადასცა თანხა. არაფერი არაა დადგენილი, მაგრამ მთავარი ხომ თვითონ ციფრებია. ათი სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა ათას უბანზე, სადაც მივიდა 700 000 ამომრჩეველი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არც სისტემური და არც არსებითი პრობლემა ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით არ არსებობდა. იგივე ეხება ყველაფერს, ხმის ფარულობასაც და ა.შ. თავისივე დასკვნით ISFED-ი ადასტურებს იმას, რომ არავითარი არათუ არსებითი, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემა არ ჰქონია ამ არჩევნებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ბაია პატარაია, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, დასცინოდნენ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ID-ბარათის ჩიპი შეიცავს ეშმაკის ნიშანს, ახლა ამტკიცებენ, რომ ეშმაკი...

ბაია პატარაია, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, დასცინოდნენ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ID-ბარათის ჩიპი შეიცავს ეშმაკის ნიშანს და საბოლოო ჯამში ახლა ამტკიცებენ, რომ ეშმაკი იყო ჩაბუდებული ხმის მიცემის აპარატებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ათასი სისულელე გაჟღერდა ამ დღეების განმავლობაში და ზოგიერთი საერთოდ კომიკური იყო. „საინტერესო რა არის, ეშმაკი, რომელიც იჯდა ხმის მიცემის აპარატში, მარტო ხმებს კი არ უმატებდა „ქართულ ოცნებას“, მიზანმიმართულად ხმებს აკლებდა მარტო „ნაცმოძრაობას” და „ახალს“, არ აკლებდა გახარიას და „ლელოს“ და ამათთვის მიზანმიმართულად გამოკლებული ხმები ჩიპში ჩაბუდებულ ეშმაკს გადაჰქონდა „ქართულ ოცნებაზე“. ასეთ სიგიჟეს ამტკიცებენ, საოცრებაა. ათასი სისულელე მოვისმინეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში. ზოგიერთი საერთოდ კომიკური იყო, ესეც კომიკურია. იყო ბეჭდების მბრძანებელი ქალბატონი, რომელიც ღიმილით შიშის ზარს სცემდა მისულ ამომრჩეველს. საოცრებაა ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ცოტა უფრო სერიოზულად თუ ვისაუბრებ, 25 შემთხვევაა ფარულობის დარღვევის და თურმე ყველა უბანი უნდა გაუქმდეს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვილი სანიოლი ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე წარადგინა

ვილი სანიოლი მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი – კანდიდატები ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა. 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის წარდგენა შემთხვევითი არ არის – ვილი სანიოლმა წარმატებას მაიღწია ნაკრებში, რომელმაც ზაფხულში დიდ საფეხბურთო ტურნირზე პირველად ითამაშა. სანიოლის ხელმძღვანელობით „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის ჯგუფი მოიგეს, შემდეგ ევრო 2024-ის პლეი ოფში ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ეროვნული გუნდები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. გერმანიაში, ევრო 2024-ზე, აუტსაიდერად მიჩნეული საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.

ირაკლი კობახიძე – არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარებულ იქნა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსი არის პოზიტიური

ეუთო/ოდირის ბოლოდროინდელი პრაქტიკა არის ასეთი, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვა ქვეყნების ანგარიშები, „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ ტერმინოლოგიას საერთოდ აღარ იყენებს, რადგან ხშირად ხდება ხოლმე ეს ტერმინოლოგია სპეკულაციის საგანი, ამიტომ ერიდება ეუთო/ოდირი ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ ფრაზის გამოყენებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახლა პირიქით მოხდა და ამ ტერმინოლოგიის არგამოყენება გახდა სპეკულაციის საგანი, თუმცა მთავარი არის ის, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსი არის პოზიტიური და საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარეს. „მთავარი არის საერთო შინაარსი ეუთო/ოდირის დასკვნის და საერთო შინაარსი არის პოზიტიური. როდესაც პრესკონფერენცია ჩატარდა არჩევნების ლეგიტიმურობაზე პირდაპირ საუბრობდნენ პრესკონფერენციის მონაწილეები, თან არა მარტო ეუთო/ოდირი. ისინი პირდაპირ საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარებულ იქნა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ და არავის გაუპროტესტებია იმ პრესკონფერენციის დროს ეს განცხადებები. ანუ, იქ მოხდა რეალურად ყველა სადამკვირვებლო მისიის მიერ არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარება, რაც არ მოეწონათ. მე ვაკვირდებოდი სხვადასხვა ტელევიზიის მხრიდან ამის გაშუქებას, ოპოზიციურმა არხებმა შუაში გაწყვიტეს ამ პრესკონფერენციის გაშუქება, იმიტომ რომ უკმაყოფილოები დარჩნენ იმ განცხადებებით, რაც გააკეთეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასევე, გახსოვთ ოპოზიციის წარმომადგენლების უხეში თავდასხმა, განსაკუთრებით, ეუთო/ოდირზე, ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნას მათთვის არავითარი ფასი არ ჰქონდა. მანამდე ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ რასაც ევროპიდან გავიგებდით, ყველაფერი უნდა მიგვეღო, როგორც ბიბლია. ახლა ისინი დაუპირისპირდნენ ეუთო/ოდირს, ეს არის ორმაგი სტანდარტი,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – რა არის ის „პივიტი“, რომელიც რევოლუციამდე არ მიგვიყვანს, ასეთია მიდგომა, მარტო იმ შემთხვევაში აქვს ფასი ხმების პარალელური დათვლის გამოქვეყნებას, თუ არის...

რა არის ის „პივიტი“, რომელიც რევოლუციამდე არ მიგვიყვანს, ასეთია მიდგომა, მარტო იმ შემთხვევაში აქვს ფასი „პივიტის“ გამოქვეყნებას, თუ არის გაყალბებული და თუ მან შეიძლება, საფუძველი დაუდოს რევოლუციურ პროცესებს, ასე მოხდა წინა შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ISFED-ის საარჩევნო ანგარიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს ვეღარ გააყალბეს „პივიტის“ მონაცემები, ამიტომ აღარ სურთ „პივიტის“ გამოქვეყნება. „მათ არ სურთ, რომ ლეგიტიმურ არჩევნებს არ დაარქვან ის სახელი, რომელიც მას უნდა ერქვას. მანამდე უწერიათ თავში განზოგადებულად ჩაყრა და მრავალჯერადი ხმის მიცემის არაერთი შემთხვევა და ა.შ. იყო ორი შემთხვევა, აქედან პირველივეზე რაც შეეხებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, მაშინვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, პირი მიეცა მაშინვე პასუხისგებაში, მოხდა პირის დაკავება. მეორე შემთხვევას რაც შეეხება, პირს, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა, ხელში ეჭირა „ლელოს“ ნომრით მონიშნული ბიულეტენები. ორი შემთხვევა იყო სულ. მრავალჯერადი ხმის მიეცემა – ოთხი. თავში უწერიათ განზოგადებულად, რომ საშინელება მოხდა, ოთხი ასეთი შემთხვევა დააფიქსირეს, როცა ერთმა ადამიანმა ორჯერ სცადა ხმის მიცემა და ესეც აღიკვეთა. იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ხმა მისცა, საუბარია, რომ სცადა. მარკირების პროცედურა, მასობრივად ხდებოდა დარღვევა – 16 შემთხვევა დააფიქსირეს სულ 1000 უბანზე. ანუ 700 000 ამომრჩევლიდან 16-ის შემთხვევაში დაავიწყდა კომისიის წევრს მარკირების სითხის დასხმა ან არ მიანათა აპარატი და ა.შ. 16 შემთხვევა იყო და აქ საუბრობენ ტოტალურ პრობლემებზე. ხმის მიცემის ფარულობა, ამაზე იყო მთელი ამბავი ესეც ვთქვით, რომ 25 შემთხვევა. დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა, უბნიდან გაძევება – 11 შემთხვევა. როგორ იქცეოდნენ დამკვირვებლები, ამას საზოგადოება ხედავდა, ტელევიზიით გადაიცემოდა ეს ყველაფერი. 1000 უბნიდან მხოლოდ 11 შემთხვევა იყო დამკვირვებლის გაძევების. აქ დაკონკრეტებული არ არის, რას აკეთებდა დამკვირვებელი, ეკუთვნოდა თუ არა გაძევება, მსგავსი არაფერი არ არის. ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემის 16 შემთხვევა – 16-ჯერ გადაჰყვა რეგისტრატორს ბიულეტენი 700 000 ამომრჩევლიდან. ყველა აკვირდება ამას. კომისიის წევრი არის 8, ერთი ამდენი არის დამკვირვებელი და 700 000 შემთხვევიდან 16 ხარვეზი დააფიქსირეს. გადასატან ყუთთან დაკავშირებული 14 შემთხვევა, დაკონკრეტებული არ არის რა იგულისხმება. აპარატებზე იყო 8 შემთხვევაში მხოლოდ ტექნიკური პრობლემა. უბნის მოწყობაზე, რაღაც სწორად არ დადგეს ყუთები ხუთი შემთხვევა იყო ასეთი. არასათანადო დოკუმენტის ხმის მიცემის ოთხ შემთხვევაში, 700 000-დან დაადგინეს ოთხი შემთხვევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები