პარასკევი, ნოემბერი 1, 2024

ირაკლი კობახიძე – არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარებულ იქნა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსი არის პოზიტიური

ეუთო/ოდირის ბოლოდროინდელი პრაქტიკა არის ასეთი, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვა ქვეყნების ანგარიშები, „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ ტერმინოლოგიას საერთოდ აღარ იყენებს, რადგან ხშირად ხდება ხოლმე ეს ტერმინოლოგია სპეკულაციის საგანი, ამიტომ ერიდება ეუთო/ოდირი ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ ფრაზის გამოყენებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახლა პირიქით მოხდა და ამ ტერმინოლოგიის არგამოყენება გახდა სპეკულაციის საგანი, თუმცა მთავარი არის ის, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსი არის პოზიტიური და საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარეს.

„მთავარი არის საერთო შინაარსი ეუთო/ოდირის დასკვნის და საერთო შინაარსი არის პოზიტიური. როდესაც პრესკონფერენცია ჩატარდა არჩევნების ლეგიტიმურობაზე პირდაპირ საუბრობდნენ პრესკონფერენციის მონაწილეები, თან არა მარტო ეუთო/ოდირი. ისინი პირდაპირ საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარებულ იქნა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ და არავის გაუპროტესტებია იმ პრესკონფერენციის დროს ეს განცხადებები. ანუ, იქ მოხდა რეალურად ყველა სადამკვირვებლო მისიის მიერ არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარება, რაც არ მოეწონათ. მე ვაკვირდებოდი სხვადასხვა ტელევიზიის მხრიდან ამის გაშუქებას, ოპოზიციურმა არხებმა შუაში გაწყვიტეს ამ პრესკონფერენციის გაშუქება, იმიტომ რომ უკმაყოფილოები დარჩნენ იმ განცხადებებით, რაც გააკეთეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასევე, გახსოვთ ოპოზიციის წარმომადგენლების უხეში თავდასხმა, განსაკუთრებით, ეუთო/ოდირზე, ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნას მათთვის არავითარი ფასი არ ჰქონდა. მანამდე ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ რასაც ევროპიდან გავიგებდით, ყველაფერი უნდა მიგვეღო, როგორც ბიბლია. ახლა ისინი დაუპირისპირდნენ ეუთო/ოდირს, ეს არის ორმაგი სტანდარტი,“- განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვილი სანიოლი ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე წარადგინა

ვილი სანიოლი მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი – კანდიდატები ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა. 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის წარდგენა შემთხვევითი არ არის – ვილი სანიოლმა წარმატებას მაიღწია ნაკრებში, რომელმაც ზაფხულში დიდ საფეხბურთო ტურნირზე პირველად ითამაშა. სანიოლის ხელმძღვანელობით „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის ჯგუფი მოიგეს, შემდეგ ევრო 2024-ის პლეი ოფში ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ეროვნული გუნდები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. გერმანიაში, ევრო 2024-ზე, აუტსაიდერად მიჩნეული საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.

ირაკლი კობახიძე – რა არის ის „პივიტი“, რომელიც რევოლუციამდე არ მიგვიყვანს, ასეთია მიდგომა, მარტო იმ შემთხვევაში აქვს ფასი ხმების პარალელური დათვლის გამოქვეყნებას, თუ არის...

რა არის ის „პივიტი“, რომელიც რევოლუციამდე არ მიგვიყვანს, ასეთია მიდგომა, მარტო იმ შემთხვევაში აქვს ფასი „პივიტის“ გამოქვეყნებას, თუ არის გაყალბებული და თუ მან შეიძლება, საფუძველი დაუდოს რევოლუციურ პროცესებს, ასე მოხდა წინა შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ISFED-ის საარჩევნო ანგარიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს ვეღარ გააყალბეს „პივიტის“ მონაცემები, ამიტომ აღარ სურთ „პივიტის“ გამოქვეყნება. „მათ არ სურთ, რომ ლეგიტიმურ არჩევნებს არ დაარქვან ის სახელი, რომელიც მას უნდა ერქვას. მანამდე უწერიათ თავში განზოგადებულად ჩაყრა და მრავალჯერადი ხმის მიცემის არაერთი შემთხვევა და ა.შ. იყო ორი შემთხვევა, აქედან პირველივეზე რაც შეეხებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, მაშინვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, პირი მიეცა მაშინვე პასუხისგებაში, მოხდა პირის დაკავება. მეორე შემთხვევას რაც შეეხება, პირს, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა, ხელში ეჭირა „ლელოს“ ნომრით მონიშნული ბიულეტენები. ორი შემთხვევა იყო სულ. მრავალჯერადი ხმის მიეცემა – ოთხი. თავში უწერიათ განზოგადებულად, რომ საშინელება მოხდა, ოთხი ასეთი შემთხვევა დააფიქსირეს, როცა ერთმა ადამიანმა ორჯერ სცადა ხმის მიცემა და ესეც აღიკვეთა. იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ხმა მისცა, საუბარია, რომ სცადა. მარკირების პროცედურა, მასობრივად ხდებოდა დარღვევა – 16 შემთხვევა დააფიქსირეს სულ 1000 უბანზე. ანუ 700 000 ამომრჩევლიდან 16-ის შემთხვევაში დაავიწყდა კომისიის წევრს მარკირების სითხის დასხმა ან არ მიანათა აპარატი და ა.შ. 16 შემთხვევა იყო და აქ საუბრობენ ტოტალურ პრობლემებზე. ხმის მიცემის ფარულობა, ამაზე იყო მთელი ამბავი ესეც ვთქვით, რომ 25 შემთხვევა. დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა, უბნიდან გაძევება – 11 შემთხვევა. როგორ იქცეოდნენ დამკვირვებლები, ამას საზოგადოება ხედავდა, ტელევიზიით გადაიცემოდა ეს ყველაფერი. 1000 უბნიდან მხოლოდ 11 შემთხვევა იყო დამკვირვებლის გაძევების. აქ დაკონკრეტებული არ არის, რას აკეთებდა დამკვირვებელი, ეკუთვნოდა თუ არა გაძევება, მსგავსი არაფერი არ არის. ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემის 16 შემთხვევა – 16-ჯერ გადაჰყვა რეგისტრატორს ბიულეტენი 700 000 ამომრჩევლიდან. ყველა აკვირდება ამას. კომისიის წევრი არის 8, ერთი ამდენი არის დამკვირვებელი და 700 000 შემთხვევიდან 16 ხარვეზი დააფიქსირეს. გადასატან ყუთთან დაკავშირებული 14 შემთხვევა, დაკონკრეტებული არ არის რა იგულისხმება. აპარატებზე იყო 8 შემთხვევაში მხოლოდ ტექნიკური პრობლემა. უბნის მოწყობაზე, რაღაც სწორად არ დადგეს ყუთები ხუთი შემთხვევა იყო ასეთი. არასათანადო დოკუმენტის ხმის მიცემის ოთხ შემთხვევაში, 700 000-დან დაადგინეს ოთხი შემთხვევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა

Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა. Messenger-ში დარეკვის დროს თქვენი ადგილმდებარეობისა და IP მისამართის დადგენაა შესაძლებელი, მაგრამ უკვე არსებობს ფუნქცია, რომლის გააქტიურებითაც ამ ინფორმაციის მოპოვებას ვეღარავინ შეძლებს. ფუნქციის გასააქტიურებლად ნახეთ უჩა პირმისაშვილის ვიდეო:

ირაკლი კობახიძე – ISFED-ი ითვლება უცხოური დაფინანსებით მოქმედ მთავარ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად, თავი რომ დავანებოთ მათ მიკერძოებას, საბოლოო ანგარიშში არსებითი არაფერი უწერიათ

ISFED-ის საბოლოო ანგარიში მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდს და არჩევნების დღეს, წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით არსებითი არაფერი უწერიათ, ზოგადად უწერიათ, რომ მმართველი პარტია სარგებლობდა მნიშვნელოვანი უპირატესობით, სახელმწიფო რესურსით და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ISFED-ი უცხოური დაფინანსებით მოქმედ მთავარ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად ითვლება. „დავანებოთ თავი ამ ორგანიზაციის რეპუტაციას.  ვიცით, რომ ისინი არიან მიკერძოებული და არ მალავენ მიკერძოებას კონკრეტული პარტიების სასარგებლოდ. ISFED-ის საბოლოო ანგარიში მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდს და არჩევნების დღეს. წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით არსებითი არაფერი უწერიათ. ზოგადად უწერიათ, რომ მმართველი პარტია სარგებლობდა მნიშვნელოვანი უპირატესობით, სახელმწიფო რესურსით და ა.შ. რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსს, აქ ერთ საინტერესო დეტალია. წალენჯიხაში, ადმინისტრაციული რესურსი არის ოპოზიციის მხარეს და წალენჯიხაში მივიღეთ 48%-ზე მეტი. თუ შეადარებთ გარშემო მუნიციპალიტეტებს ამ შედეგს, ზუსტად მიჰყვება იმ თანაფარდობას, რაც გვქონდა წინა არჩევნებზე. წალენჯიხის შემთხვევა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ რესურსს არავითარი გავლენა არ ჰქონია საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე. რა სხვაობაც იყო მაგალითად წინა არჩევნებზე წალენჯიხასა და ჩხოროწყუს შორის, იგივე სხვაობა არის ახლაც. რეალურად ეს არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ არავითარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და მით უმეტეს, არავითარი არც არსებითი და არაარსებითი გავლენა არ ჰქონია არჩევნების შედეგებზე“, -განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის თქმით, ადმინისტრაციულ რესურსში საარჩევნო პროცესში მერების მონაწილეობას გულისხმობენ, რაც არა ადმინისტრაციული რესურსის, არამედ პოლიტიკური რესურსის გამოყენებაა. „მერი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და მისი მონაწილეობა არჩევნებში არის არა ადმინისტრაციული რესურსის, არამედ პოლიტიკური რესურსის გამოყენება, რაც ნებისმიერ არჩევნებს თან უნდა ახლდეს. საუბრობენ იმაზე, რომ ხდებოდა „ფეისბუქის“ პოსტების გაზიარება, დალაიქება და ეს არის თრმე ადმინისტრაციული რესურსის საშინელი გამოყენება. მათ ანგარიშში წერია, რომ მოხდა გარკვეული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროგრამების ინიცირება. აქ ალბათ საუბარია საარჩევნო პროგრამაზე. ეტყობა, საარჩევნო პროგრამა არ უნდა წარგვედგინა. სხვა არავითარი პროგრამის ინიცირება ჩვენი მხრიდან არ მომხდარა. ჩვენი საარჩევნო პროგრამა მოიცავდა ოთხწლიან გეგმებს და რა თქმა უნდა, საუბარი იყო მათ შორის ინფრასტრუქტურის სფეროშ პროექტების ინიცირებაზე და ა.შ. ანგარიშში უწერიათ საჯარო მოხელეთა მონაწილეობა სააგიტაციო ღონისძიებებში. ჩვენი მხარდაჭერა იყო საბოლოო ჯამში 54% და დაახლოებით ხომ იგივეა ჩვენი მხარდაჭერა საჯარო მოსამსახურეებში. საჯარო მოსამსახურეებიც ხომ მონაწილეობდნენ ჩვენს შეკრებებში ან სხვა ღონისძიებებში. ეს რატომ არის უპირატესობით სარგებლობა მმართველი პარტიის მხრიდან. არსად არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. საინტერესოა, რომ ერთ გვერდზე ანგარიშში არის ორი სხვადასხვა აბზაცი – ზემოთ საუბარი აქვთ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე მტკიცებით ფორმით და ქვემოთ დამატებული აქვთ სიტყვე სავარაუდო. ანუ არავითარი მტკიცებულება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჯანზე რომ ვიყო, ყოველდღე გადასხმებს ვიკეთებ…” – გია ბურჯანაძე, მეხუთე ოპერაციის შემდეგ, სპექტაკლისთვის ემზადება

2 ნოემბერს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ერიკ-ემანუელ შმიტის „იდუმალ ვარიაციებს“ გია ბურჯანაძე და ალეკო მახარობლიშვილი ითამაშებენ. ეს თემურ ჩხეიძის უკანასკნელი სპექტაკლია, რომლის პრემიერაც 2022 წლის მაისში შედგა. ფრანგი დრამატურგის პიესა მარადისობისგან ბრძოლით მოპოვებულ სიყვარულზეა. სიუჟეტი კი მთის მდინარის დინებასავით იდუმალი და ცვალებადია; სიყვარული და ფილოსოფია, მიწიერი და არამიწიერი. მწერლის, აბელ ზნორკოს როლს გია ბურჯანაძე ასრულებს, ჟურნალისტის, ერიკ ლარსენის როლში კი ალეკო მახარობლიშვილია. ორივე თემურ ჩხეიძის მსახიობები არიან, წლებია რომ მის სპექტაკლებში თამაშობენ. ამიტომაცაა, რომ მაესტროს წასვლით გამოწვეულ სიცარიელეს ვერ ეგუებიან. დავობლდიო, ჩვენთან ინტერვიუში ამბობს გია ბურჯანაძე. ალეკო მახარობლიშვილი: გია ძალიან კარგი მსახიობი და პარტნიორია. დიდი სიამოვნებით ვიმუშავეთ ამ სპექტაკლზე. გიას ჯანმრთელობის გამო, იშვიათად ვთამაშობთ. გვიყვარს და ვუფრთხილდებით, სპექტაკლსაც და ერთმანეთსაც. სუსტადაა, გადასხმებს იკეთებს, თუმცა გვეუბნება, რომ ჩანიშნულ სპექტაკლს ითამაშებს. სპექტაკლის წინ ორდღიანი მზადება ტრადიციად აქცია. როგორც ამბობს, ამ დროს ცოტას ლაპარაკობს, ხალხთან ნაკლებად ურთიერთობს. „ეს წლების მანძილზე გამომუშავებული თვისებაა, რომ სპექტაკლის დღეს კომფორტულად ვიყო. ჩემმა ავადმყოფობამ ზედმეტი პრობლემა შემიქმნა და უკვე არა მხოლოდ შინაგანად, უკვე ფიზიკურადაც ვემზადები, მთელი პროცედურები მესაჭიროება. ყოველდღე საავადმყოფოში ვარ, გადასხმებს ვიკეთებ, რომ ცოტა მოვძლიერდე. ძალიან სუსტად ვარ. მეგონა, უფრო იოლად გავივლიდი ოპერაციის შემდგომ პერიოდს, მაგრამ როგორც ჩანს, ეგრე იოლიც არ ყოფილა. დრო უნდა ყველაფერს...“ - ამბობს მსახიობი „პრაიმტაიმთან“. გია ბურჯანაძე: სუსტად ვარ, მაგრამ ჯანზე რომ ვიყო, გადასხმებს ვიკეთებ. ხომ არ მოვახსნევინებ სპექტაკლს? ეს თემურ ჩხეიძის უკანასკნელი სპექტაკლია. 41 წლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა თემურთან. 20 წლის ვიყავი თეატრში რომ მივედი, ის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 18 სპექტაკლზე ვითანამშრომლეთ, ძალიან აწყობილები ვიყავით, ერთი სიამოვნება იყო ერთად მუშაობა ჩვენთვის. ყოველი ახალი სპექტაკლი კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა და ხარისხობრივადაც, ზევით და ზევით მივდიოდით. უსიტყვოდ ვუგებდით ბოლოს ერთმანეთს. მუშაობაც საინტერესო იყო და შედეგიც წინაზე უკეთესი. ამ სპექტაკლში ყველაფერი კარგად გამოვიდა. პიესა იყო გენიალური, პლუს ასეთი რეჟისორი! სპექტაკლში ყველაფერი მინიმალისტურია. მუსიკა არ არის, დეკორაციაც შეზღუდულად. ორი მსახიობი ვთამაშობთ, რომელსაც მაყურებელი ვერ წყდება. ფსიქოლოგიური თეატრის კულმინაციაა. ვთამაშობ ნობელის პრემიის ლაურეატს, მწერალს, რომელიც წლებია განმარტოებით ცხოვრობს არქტიკაზე ჩამოდის  ვიღაც, ჟურნალისტი ვარო, ეუბნება და 1 საათი და 45 წუთი ამ ორი ადამიანის ურთიერთობაზეა მთელი სპექტაკლი. და გზა და გზა იმდენი რამ ირკვევა... ამდენწლიანი ურთიერთობის შემდეგ, თამაშისას მაქვს განცდა, რომ თემური ჩვენთანაა, დარბაზშია. ის მსოფლიო მასშტაბის, დიდი რეჟისორი იყო. დახვეწილი, ერუდირებული... მისი სპექტაკლი არასდროს ფუჭდებოდა, პირიქით, წლების მანძილზე უკეთესი და უკეთესი ხდებოდა. 20 წელიწადი, ყოველ ხუთშაბათ დღეს, ვთამაშობდით მე და ნანი ჩიქვინიძე "სასიყვარულო ბარათებს. ხომ შეიძლებოდა ამ ხნის მანძილზე მორყეულიყო ან მაყურებელი დაჰკლებოდა? არა, პირიქით, უკეთესი და უკეთესი ხდებოდა. ასეთი ფენომენი იყო თემურ ჩხეიძე. ყურადღებასაც არ აკლებდა სპექტაკლს; აბა, არტისტები რამეს ხომ არ "აფუჭებთო"... უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს. ასე იყო ალეკო მახარობლიშვილთანაც. ისიც მისი არტისტია. კიდევ გვინდოდა თანამშრომლობა, იდეები გვქონდა, ახალზე ფიქრობდა... მის გარეშე დაობლებული ვარ, დაობლებული, აღარ ვიცი, რა ვქნა...

ბოლო სიახლეები