„ჭიჭე“ ვაშაძემ რაც არ უნდა ილაპარაკოს, თავის მეზობლებიც არ აძლევენ ხმას, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ხაბეიშვილს არ გაურბიან. ჩემი ხაბე მსხვერპლია იქ. გაურბიან ნაცმოძრაობის ხელწერას და მათ წარსულს, რაც არის მერაბიშვილი, კეზერაშვილი, შანტაჟი, დასმენა“, – განაცხადა ზარქუამ.
„ლელომ“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნა გადაწყვიტა და ალტერნატიული გაერთიანების შექმნას აანონსებს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები ისეთი გაერთიანების შექმნაა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.