ის, რომ პენსიონერებს მაღალი პროცენტი აქვთ, არახალია. პირველი დღიდან დავიწყეთ ამაზე მუშაობა. მოვიწვიეთ შესაბამისი ინსტანციები – ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, ლიბერთი ბანკის წარმომადგენლობა, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„გარკვეული ძვრები გვაქვს. ამ კვირაში ველოდებით, რომ მოვიდეს „ლიბერთი ბანკი“ და გვითხრას, თუ რა შეუძლია მოქმედ ხელშეკრულებაში გააკეთოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, პენსიონერთა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე მუშაობა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობს.