„ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე, ეს იყო ჩვენი ხალხის დიდი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება, მიუხედავად იმ დიდი ტრაგედიისა, რაც იქ მოხდა, როცა ჩვენი თანამემამულეების წმინდა სისხლი დაიღვარა. მე პირდაპირ ჩამქოლეს, ჩამჩეხეს, ჯერ ცხედრებში ვიყავი, მერე მორგში აღმოვჩნდი და ბოლოს რეანიმაციაში. თუმცა, ეს იყო ჩვენი ხალხის დიდი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება, ვინაიდან ამან შეუქცევადი გახადა საქართველოს დამოუკიდებლობა“, – განმარტა ბათიაშვილმა.
ირაკლი ბათიაშვილმა 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავის არ აქვს უფლება იმ ადგილის მონოპოლიზების და ოკუპაციის.
„არავის არ აქვს უფლება იმ ადგილის მონოპოლიზების და ოკუპაციის. ჩვენ, ვინც ვართ „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა“, მის წარმომადგენლებსაც კი არ გვაქვს ამის უფლება, რომ განვსაზღვროთ ვინ უნდა მოვიდეს და ვინ არა. ეს არის ღია ადგილი მთელი საქართველოსთვის, რომ მივიდეს ნებისმიერი ადამიანი და პატივი მიაგოს 9 აპრილს გარდაცვლილებს. ამის გაკეთება არის ყოვლად უზნეო აქტი“, – აღნიშნა ირაკლი ბათიაშვილმა.