ორშაბათი, ოქტომბერი 13, 2025

ირაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული შვიდი მძევალი უკვე ისრაელში იმყოფება

„ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული შვიდი მძევალი უკვე ისრაელში იმყოფება.

შესაბამის ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ.

გათავისუფლებულ მძევლებს წინასწარი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ რეიმის საველე ჰოსპიტალში, სადაც ისინი ოჯახის წევრებს შეხვდებიან. ამის შემდეგ მათ საავადმყოფოში გადაიყვანენ და ყოვლისმომცველი შემოწმება ჩაუტარდებათ.

„ჰამასის“ მებრძოლებმა მძევლები ღაზაში „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს გადასცეს, რომელმაც ისინი ისრაელის სამხედროებს გადასცა.

შეგახსენებთ, „ჰამასის“ ტყვეობაში სულ 20 ცოცხალი მძევალი რჩებოდა. 13 მათგანი უახლოეს საათებში უნდა გაათავისუფლეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისრაელის მთავრობა დონალდ ტრამპს ღირსების მედალს გადასცემს

ისრაელის მთავრობა დონალდ ტრამპს უმაღლეს სამოქალაქო ჯილდოს, ღირსების მედალს გადასცემს.ამის შესახებ ინფრომაციას „ბიბისი“ ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.ჯილდო იქნება „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლებაში დონალდ ტრამპის დამსახურების აღიარება.ჰერცოგი ჯილდოს მინიჭების შესახებ დონალდ ტრამპს დღეს პარლამენტში აცნობებს. თავად მედლის გადაცემა უახლოეს თვეებში მოხდება.

შალვა პაპუაშვილი: მანამ სანამ ბრიუსელი არ დაგმობს და არ გაემიჯნება მისგან მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, ის დარჩება ექსტრემიზმის მხარდამჭერად

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს მოუწოდებს ძალადობას გაემიჯნოს.„მანამ სანამ ბრიუსელი არ დაგმობს და არ გაემიჯნება მისგან მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, ის დარჩება ექსტრემიზმის მხარდამჭერად“, - წერს იგი სოციალურ ქსელში. 

,,ძლიერი წვიმა, ქარის გაძლიერება, სეტყვა…” – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ოქტომბრის საღამოს საათებიდან 13 ოქტომბრის დღის ბოლომდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, დროგამოშვებით ქარის გაძლიერება, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ილია თოფურია საქართველოშია

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში ჩამოვიდა.თბილისში გადაღებული ვიდეო თოფურიამ Facebook-ზე გაავრცელა.

დონალდ ტრამპი – ჩამოყალიბდება ღაზის სამშვიდობო საბჭო, ყველას სურს, იყოს მისი ნაწილი, ყველა ლიდერი მინდა, იყოს ამის ნაწილი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზის აღდგენა „თითქმის დაუყოვნებლივ დაიწყება“, თუმცა მისი თქმით, ტერიტორიის სრულად რეაბილიტაციას წლები დასჭირდება.„ერთი წელი ძალიან მოკლე ვადაა, მაგრამ წლების განმავლობაში ძალიან კარგი ადგილი იქნება. ეს იქნება პირველი შანსი საუკუნეების განმავლობაში, რომ იქ მშვიდობა დამყარდეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ღაზის მმართველობის შესახებ საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეიქმნება სპეციალური „სამშვიდობო საბჭო“.„ძალიან სწრაფად ჩამოყალიბდება, ყველას სურს, იყოს მისი ნაწილი. საუბარია სამშვიდობო საბჭოზე, ყველა ლიდერი, ყველა მათგანი მინდა, იყოს ამის ნაწილი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მან უკვე იცის, ვინ იქნებიან საბჭოს წევრები, თუმცა ჟურნალისტებს კონკრეტული პირები არ დაუსახელა.

ბოლო სიახლეები