ირანთან კონფლიქტმა არ უნდა გადაფაროს ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა იერუსალიმში ისრაელელ კოლეგასთან, გიდეონ საართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვადეპულის თქმით, ჰუმანიტარული ვითარება კვლავ კრიტიკულია და დამხმარე ორგანიზაციებს ჯერ კიდევ არ აქვთ ტერიტორიაზე სათანადო წვდომა.
„ირანი თავის სულ უფრო აგრესიული ქცევითა და სამხედრო პოტენციალის განვითარებით საფრთხეს წარმოადგენს, როგორც რეგიონისთვის, ისე ევროპისთვის. ირანის თავდასხმები საბოლოოდ უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა ვადეპულმა.
თავის მხრივ, ისრაელის საგარეო მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ისრაელს უსასრულო ომი არ სურს, თუმცა კონფლიქტის დასრულების დრო ამერიკელ პარტნიორებთან კოორდინაციით განისაზღვრება.
„ნაწილობრივი შედეგებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. განვაგრძობთ, ვიდრე ჩვენ და ჩვენი პარტნიორები არ ჩავთვლით, რომ შეჩერება მიზანშეწონილი იქნება“, – განმარტა საარმა.

