სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

იოსებ ხახალეიშვილი – მთავრობა ქუთაისისთვის დაფინანსების გაზრდას გეგმავს და ძალიან მალე კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას დავიწყებთ

“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება დაიწყება.

როგორც მერობის კანდიდატმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დაგეგმილ პროექტებთან ერთად საუბარი არჩევნების მეორე ტურსაც შეეხო.

“ძალიან  მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა დღეს ქუთაისში პარტიულ აქტივთან და საზოგადოების წევრებთან, გაცხადებული იქნა ის მიზნები, რომელიც მთავრობას გააჩნია ქუთაისთან მიმართებაში, რაც გამოიხატება ქუთაისის ბიუჯეტის გაზრდასა და ასევე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, მათ შორის, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ცენტრალური ხელისუფლება 2022 წლის იანვრიდან ბიუჯეტიდან ქუთაისისთვის დაფინანსებას გეგმავს, ასევე, ძალიან მალე დავიწყებთ ელექტროავტომობილების გამოშვებას, საუბარია საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდაზე და არაერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე.

მეორე ტურის წინ ქუთაისში არის ამაღლებული განწყობა, დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისი გააკეთებს არჩევანს, რომელიც საჭიროა ამ ქალაქისთვის, მისი მომავლისთვის და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავიმარჯვებთ მეორე ტურში მაქსიმალური მხარდაჭერით, მეორე დღიდანვე კი უკვე ყველა დაგეგმილი და ახალი პროექტის განხორციელებას დავიწყებთ”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქუთაისის მერობის კანდიდატთან, შტაბის წევრებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრა დღეს გამართეს

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა. ბიძგები რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტამბოლშიც, იგრძნობოდა. ამ დროისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.

გაფრთხილება მათ, ვინც სამგზავრო ბარათით სარგებლობს – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და ამით თაღლითური სქემის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.„ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი სუხიტაშვილი-იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა… ეს “მხარეები” აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება…

,,საუბედუროდ ამ ქვეყანაში, სიკვდილით სასჯის მომხრე ბევრია (მათთვის სასურველია წამებით მოხდეს ეს), უბრალოდ ბერ ბედავენ ამის თქმას რადგან არ იციან "ვისიანი"აღასრულებს ამას...იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა...ეს "მხარეები" აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება...''-წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს

უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„რამდენიმე სწრაფი პუნქტი – როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტის გეგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო კვირაში ან 10 დღეში“, – განუცხადა ზელენსკიმ Axios-ს.Axios-სი ასევე წერს, რომ ზელენსკის ამ განცხადევის მიზეზია, ტრამპის მოწოდება, რომ ომი არსებულ საბრძოლო ხაზებზე შეჩერდეს.უკრაინის ლიდერმა ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ რუსეთზე ნაწილობრივი ზეწოლის ფარგლებში შეერთებული შტატების ადმინისტრაციას სთხოვს არა მხოლოდ „ტომაჰავკების“ რაკეტებს, არამედ „მსგავს საშუალებებს”, რომლებიც არ საჭიროებენ ხანგრძლივ სწავლებას გამოყენებისთვის.

კახა კალაძე : ,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო”

,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო პირადად ჩემთვის და “ქართული ოცნების” დიდ ოჯახისთვის. ლაშა ბასლანძის სახით ქვეყანამ დაკარგა პატრიოტი კაცი, საზოგადოებამ კი სიმართლისთვის მებრძოლი, უკომპრომისო მოქალაქე. სამძიმარს ვუცხადებ ლაშას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს!''-წერს კახა კალაძე.

ბოლო სიახლეები