პარასკევი, მაისი 16, 2025

ინფექციონისტის საგანგებო მიმართვა

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს და წერს, რომ გაზაფხულზე წითელას შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი.

“წითელა დაბრუნდა”, გვაფრთხილებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები. ეს შეეხება როგორც ევროპის კონტინენტს, ასევე აშშ-ს.

ევროპაში წითელას რაოდენობამ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. დაფიქსირდა სიკვდილის 38 შემთხვევა. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ECDC) თანახმად, შემთხვევების მნიშვნელოვანი წილი მოდის 15-19 წლის და 30 წელზე მეტი ასაკის ადამიანებზე.

წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპაში  დაფიქსირდა რუმინეთში (30 ათასი).

ამ გაზაფხულზე ვარაუდობენ წითელას შემთხვევების მატებას.

შემთხვევების უმეტესი ნაწილი აუცრელ ადამიანებზე მოდის.

ამიტომ ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები იყვნენ აცრილნი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით”,-წერს მაია ბუწაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა.უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. ასევე მის შემადგენლობაში შედიან: სერგეი კისლიცა – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; ალექსანდრე პოკლადი – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე; ოლეგ ლუგოვსკოი – საგარეო დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ალექსეი შევჩენკო – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე; ვადიმ სკიბიცკი – თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე; ევგენი შინკარიოვი – უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე; ალექსანდრე დიაკოვი – უკრაინის საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე; ალექსეი მალოვაცკი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცენტრალური იურიდიული სამმართველოს საერთაშორისო და საოპერაციო სამართლის სამმართველოს უფროსი; ალექსანდრე შერიხოვი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი საოპერაციო სამმართველოს უფროსი ოფიცერი; გიორგი კუზმიჩევი – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის პროტოკოლის ოფიცერი; ალექსანდრე ბევზი – პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი.შეგახსენებთ, რომ სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა 16 მაისს გაიმართება. რუსეთის დელეგაციაში კი იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდერ ფომინი.

BBC-23 წლის ბლოგერი TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს

მექსიკაში, 23 წლის ცნობილი ბლოგერი, TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს.ვალერია მარკესი გვადალახარაში, საკუთარ სილამაზის სალონში იყო, როდესაც მამაკაცი შენობაში შევიდა და მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.თავდასხმის მოტივი  დადგენილი არ არის, თუმცა საქმეზე გამოძიება ფემიციდის მუხლით არის დაწყებული.ცნობისთვის, გენდერული ძალადობა მექსიკაში ფართოდ არის გავრცელებული, სადაც გაეროს მონაცემებით, ყოველდღიურად 10 ქალს ან გოგონას კლავენ პარტნიორები ან ოჯახის წევრები.

„თბილისში ჯადოა…. მტკვარში, ქუჩებში, უცნაური ნივთები ყრია…“ – ეზოტერიკოსი

თბილისში ჯადოა.... მტკვარში, ქუჩებში, უცნაური ნივთები ყრია... - ამის შესახებ ეზოტერიკოსი ნინუშკა ლისენკო საუბრობს და თბილისში მოხშირებულ ტრაგიკულ შემთხვევებს ეხმიანება.„თბილისში ჯადოა და ფაქტებიც არის. ძალიან უცნაურად, კარგი მძღოლები საერთოდ არაფრიდან ვარდებიან მტკვარში. ძალიან ბევრმა ადამიანმა შეამჩნია, როგორ დევს მთელ თბილისში უცნაური ნივთები, ქათმის ფეხები, საბავშვო ტანსაცმელები და ა.შ. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ეს ფაქტები ისე ემთხვევა ერთმანეთს... ჯადოს და დესტრუქციულ ძალებს სასულიერო პირებიც არ უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს ენერგია არსებობს. ადამიანები, რომლებიც ეზიარებიან და მათ გულში ბოროტება არ არის, არანაირი ჯადო არ ემუქრებათ. ვიცი, რომ მტკვართან ბევრი მაგიური ქმედებები ხდება. მტკვარში ყრიან ბოქლომებს. რატომ ხდება მტკვარში, რადგან მოძრავი წყლის ენერგიაა. არ არის გაჩერებული. ეს ცუდი ენერგია კონკრეტულად მტკვრისკენ მიდის.ტარო ამაზე ჯერ არ გამიშლია, მაგრამ ჩემი შეგრძნებებით, ჯადოა“, - ამბობს ეზოტერიკოსი.

რას წერს მტკვარში მანქანის გადავარდნის დროს გადარჩენილი ბიჭი

თბილისში, მტკვარში მანქანის გადავარდნას 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევის დროს, ავტომობილის 4 მგზავრიდან მხოლოდ გიორგი თოლორაია გადარჩა.ახალგაზრდა კაცი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ტრაგიკულად დაღუპულ მეგობრებს ემშვიდობება.„თქვენს სუფთა და უბოროტო სულს შემოვევლე. უწიიკ, ჩემი ძმა ხარ, მაგარი კაცი, ჩამახუტა ახლა, ჩამაკოცნინა თქვენი თავი“, - წერს გიორგი თოლორაია სოციალურ ქსელში.ტრაგედია თბილისში 14 მაისს დატრიალდა. ავარიის შედეგად, მტკვარში ჩავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.პოლიციამ, მომხდარის გამო, ავარიაში მონაწილე, 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც დღეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. მდინარეში ჩავარდნილი ერთი ახალგაზრდის ძებნას მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ.

ირაკლი კობახიძე – ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს, რათა ლიდერებს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბროთ

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს იმისათვის, რომ შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთი ვიზიტები გამოიყენება პარტნიორებთან ეროვნულ და საკვანძო სახელმწიფოებრივ საკითხებზე მსჯელობისთვის.„ჩვენ ყოველ ჯერზე ასეთ ვიზიტებს ვიყენებთ, რათა ვესაუბროთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე, საკვანძო, სახელმწიფოებრივ საკითხებზე ჩვენს პარტნიორებს. არის ერთდღიანი ფორმატი, სადაც მრგვალი მაგიდის რეჟიმში მექნება გზავნილების გაჟღერების საშუალება, მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს, რათა შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები