„ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა…“ – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა- ეს ამბავი 2022 წლის 1 ნოემბერს მოხდა. ექიმი, რომელსაც დღემდე უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით იხსენებენ.
„ეს არის კაცი, რომელიც 8 საათი იდგა ოპერაციაზე, ოპერაციის მიმდინარეობისას თავად გახდა ცუდად, მაგრამ ვერ შეწყვიტა ბრძოლა ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად. ბატონი როსტომ შველიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. გვერდის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და სრულიად ქართულ სამედიცინო საზოგადოებას. ყოველთვის გვემახსოვრება, რომ შენ აირჩიე ფიცის ერთგულება, სიცოცხლის ფასად #გმირო“, – წერია Facebook გვერდის – „ყველაფერი მედიცინაზე“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

