პარასკევი, დეკემბერი 5, 2025

ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან – ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრება

 

ჟურნალის რედაქცია სტუმრობდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რათა გვესაუბრა მის დამოკიდებულებაზე ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრების თაობაზე. შევეხეთ ბევრ აქტუალურ საკითხს, რაც ვფიქრობ საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის.

ბუნების როლი და მნიშვნელობა კაცობრიობის ისტორიაში და რა შეიცვალა დღევანდელ რეალობაში?

საუკუნეების განმავლობაში ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრება თანაბარზომიერი იყო, ადამიანი სარგებლობდა ბუნებრივი რესურსებით, თუმცა ბუნების თვითაღდგენის უნარი არ ჩამორჩებოდა ადამიანის განვითარებას. ხოლო უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მსოფლიო მოსახლეობა დაახლოებით ორჯერ გაიზარდა, ხოლო ბუნების არეალი და რესურსები პირიქით მცირდება. სწრაფმა ინდუსტრიალიზაციამ, შესაბამისად წარმოების ზრდამ და ბუნებრივი რესურსების დიდი ოდენობით ათვისებამ განსაკუთრებით დააყენა დღის წესრიგში ბუნების მოფრთხილებისა და მასზე ზრუნვის საკითხი.

ადამიანსა და ბუნებას შორის დაგვერღვა ბალანსი და კაცობრიობა ამას თუ არ მიხედავს მივიღებთ ახალი ტიპის კატასტროფას.

გასაგებია, რომ ცალკეული სახელმწიფოები  ზრუნავენ რომ მათი ეკონომიკა გაიზარდოს და დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მათ შორის ჩვენც, მაგრამ შედეგად ვიღებთ ადამიანსა და ბუნებას შორის დისბალანს და გახშირებულ კატასტროფებს.

თანამედროვე მსოფლიოს განვითარება უნდა მოხდეს იმგვარად რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი ბუნება მომავალი თაობებისთვის და არსებობის კეთილდღეობა არ შევუზღუდოთ ადამიანს. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშეც დემოკრატიული საზოგადოების არსებობა წარმოუდგენელია.

ამაზონის ხანძრებმა დღეს მთელი მსოფლიო შეძრა, ბევრი სახელმწიფო და ფიზიკური პირი ჩაერთო ამაზონის ტყის ხანძრებთან ბრძოლის საქმეში, მათ შორის ჩვენმა ოჯახმაც იაქტიურა, რათა ჩვენი წვლილი შეგვეტანა მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი ტყის გადასარჩენად.

მე მზად ვიყავი და ეხლაც მზად ვარ აქტიური მონაწილეობა მივიღო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში დაზიანებული ტყის მასივების აღდგენის საქმეში. აქვე ავღნიშნავ, რომ საზოგადოებრივი აქტივობა მაღალი იყო, თუმცა ბატონმა თემურიმ შესაბამისი ექსპერტების დასკვნების საფუძველზე ეროვნული პარკის კონკრეტულ ადგილებზე  ჩარევისგან თავის შეკავება მირჩია.

თემურ ტყემალაძე: ბატონო ბიძინა, საქვეყნოდ ცნობილია თქვენი დამოკიდებულება და ღვაწლი მსგავსი პროექტების მიმართ, დენდროლოგიური პარკი საშვილიშვილო საქმეა და ამას მომავალი თაობები აუცილებლად შეაფასებს შესაბამისად. აქაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, თუმცა სატყეო დარგის ექსპერტების დასკვნებმა მიგვითითეს, რომ იმ კონკრეტულ ლოკაციებზე ტყის თვითგენერირების პროცესი მიმდინარეობდა და ჩარევისგან თავის შეკავება გვირჩიეს.

რა თქმა უნდა, დარგის ექსპერტების მოსაზრებები და დასკვნები ძალიან მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია, თუმცა ამ მიმართულებით გამოყოფილ თანხებს ჩვენ აუცილებლად დავხარჯავთ, რაც უპირველესყოვლისა უნდა იყოს მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული.

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა (ხანძრები რუსეთსა და ბრაზილიაშიმთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ დააფიქრა ტყის სასიცოცხლო მნიშვნელობაზერა გამოწვევების წინაშე დგას ამ კუთხით საქართველო?

ჩვენი ქვეყნის 40% დაფარულია ტყით და ეს არის რესურსი, რომელსაც სწორად გამოყენება და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. გასული წლების განმავლობაში უსისტემოდ ხდებოდა ტყის რესურსების ათვისება, სახელმწიფოს არ ჰქონდა ხედვა, თუ როგორ უნდა მიეღო ეკონომიკური სარგებელი ამ რესურსის სწორად ათვისებით. წლების განმავლობაში არ ხდებოდა ტყეებში არსებული რესურსის შესწავლა, არც მისი აღდგენა და დაცვა. ამგვარმა მიდგომებმა საკმაოდ დააზარალა სატყეო სექტორი, სრულიად მოიშალა ტყის მართვის სისტემა ქვეყანაში, არ ხდებოდა კონტროლი თუ ვინ რა ოდენობის რესურსს იყენებდა და როგორი იყო ამის პარალელურად ჩვენი ტყეების თვითაღდგენის უნარი, შედეგად ჩვენმა მთავრობამ მიიღო საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ამ მიმართულებით.

ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა ტყეზე ზრუნვა, თუმცა დიდი მიღწევებით ჩვენც ვერ დავიკვეხნით, რადგან ტყის ბარბაროსული ჭრა კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ გაძლიერებული კონტროლის გამო ხე-ტყის უკანონო ჭრის მასშტაბები შემცირებულია. რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი და ამაში ბატონი თემურიც (ტყემალაძე) დამეთანხმება, ჩემთვის ცნობილია მისი თავდადება ჭალის ტყეების გადასარჩენად, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ძალისხმევა არის საჭირო და ამისთვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რომლიდანაც უმთავრესი არის ტყის სექტორის კომპლექსური რეფორმა, რაც შესაძლებელი გახდება ახალი სატყეო კოდექსის მიღებით, რომელსაც პარლამენტი იხილავს.

უფრო რომ განვაზოგადო ჩვენი დამოკიდებულება ტყისა და ზოგადად ბუნების მიმართ, ქართველები ვამაყობთ ჩვენი ისტორიითა და კულტურული მემკვიდრეობით, თუმცა ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს – ეს სწორედ ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნებაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ბუნებისათვის ველურობის შენარჩუნების მიზეზი არა ჩვენი გარემოსდაცვითი მენტალიტეტია, არამედ ის, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი მიმართულებით ჩამოვრჩით განვითარებას, მათ შორის ინდუსტრიულ განვითარებას და შესაბამისად „ვერ მოვასწარით“ მეტის გაფუჭება.

უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში ვცდილობ მდინარეებისა და ზღვის სანაპიროს გასუფთავებას, თუმცა არსებული სოციულურ-ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში ეს ვერაფრით მოვახერხე, რადგან მოსახლეობის პრიორიტეტები განსხვავებულია. შესაბამისად, მხოლოდ ეკონომიკის განვითარების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და განათლების ამაღლებით არის შესაძლებელი გარემოს დაცვაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბება.

სად გადის ზღვარი კაცობრიობის განვითარებასა და ველური ბუნების შენარჩუნებას შორისრა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენაირმა ქვეყანამსოციალურეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებითრომ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოახერხოს წიაღისეულის მოპოვებაჰიდროელექტრო სადგურების აშენება და სხვა ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი საქმიანობების წარმოებაისე რომ მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ზიანი?

თქვენ შეიძლება არ მოგეწონოთ ჩემი პასუხი, მაგრამ ეკონომიკური საქმიანობების გარეშე შეუძლებელია იმ საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც ამ თუ იმ საზოგადოების ძირითადი სოციალური პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ჰიდროელექტროსადგურების აშენება, ასევე ბუნებრივი რესურსების მოპოვება, თუმცა ეს უნდა მოხდეს გარემოზე მინიმალური ზიანის მიყენებით.

ჩვენ არ ვართ ჰესების ან ზოგადად მშენებლობის წინააღმდეგი, მაგრამ საჭიროა დავიცვათ საერთაშორისო სტანდარტები როგორც გარემოსდაცვითი, ასევე უსაფრთხოების კუთხით.

გეთანხმებით და ამისთვის აუცილებელია წინასწარ შეფასდეს ყველა საქმიანობა, გარემოზე მისი მოსალოდნელი ზემოქმედება და თუკი შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული ზიანი, ეს უნდა მოხდეს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების  წინასწარი შეფასებების საფუძველზე, დარგობრივი ექსპერტების ჩართულობითა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

სამწუხაროდ, დღეს ბევრი „ვაი პატრიოტი“ ეწინააღმდეგება ყველანაირ მშენებლობას, განსაკუთრებითი ძალისხმევით ებრძვიან ჰესების განვითარებას. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი სწორი პროექტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე ზემოქმედება, თუმცა ის ბუნებრივი რესურსი, რომლითაც ბუნებამ უხვად დააჯილდოვა ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა ისეთი განახლებადი ენერგია, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია უნდა განვავითაროთ, მაგრამ ვერ მოხერხდება ბალანსის შენარჩუნება პარალელურად თუ არ მოხდა სხვა ენერგიების განვითარება.

ენერგო დამოუკიდებლობა ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის ქვაკუთხედია და სწორედ მაგიტომ უწოდებ მე იმ ხალხს „ვაი პატრიოტებს“, ვინც ყველაფერს აკეთებს ოღონ არაფერი აშენდეს. სამწუხაროდ, მათ ბევრი გულწრფელი მოქალაქე აიყოლიეს და ამ კუთხით ჩვენმა მთავრობამ მეტი უნდა იმუშაოს ხალხის ინფორმირებისათვის.

გადავხედოთ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, მაგალითად ნორვეგია ელექტრომომარაგების 99%-ს ჰიდრორესურსებით იღებს და მიუხედავად არც თუ ისე დიდი ტერიტორიისა, წამყვანი პოზიციები უჭირავს არამარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიო მასშტაბით. მოწინავე პოზიციებზე არიან დაახლოებით ჩვენი ზომის სხვა ევროპული ქვეყნებიც, როგორებიცაა შვეიცარია და ავსტრია.

იზრდება ეკონომიკა და შესაბამისად იზრდება მოთხოვნილება ენერიაზეც. ხელისუფლების ვალდებულებაა განავითაროს ამ მიმართულებით შესაძლებლობები. ქვეყნის აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს და უნდა გავითავისოთ სწორი პროექტირების პრინციპები. ის, რაც მოხდა ბაკურიანის ან გუდაურის განვითარებისას მოითხოვს სწორ ანალიზს და დაშვებული შეცდომების გააზრებას. აბასთუმანის შემთხვევაში ვცდილობთ პროექტირებას მეტი დრო დავუთმოთ და დარწმუნებული ვარ ეს შედეგზეც აისახება.

საქართველო არ არის მდიდარი ისეთი წიაღით, როგორიცაა მაგალითად ნავთობი და გაზი, თუმცა რაც გაგვაჩნია, იმას უნდა რაციონალური გამოყენება, სწორი დაგეგმარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რათა წინასწარ იყოს დაგეგმილი იმ ადგილების რეაბილიტაცია/რეკულტივაცია, რაც წიაღის მოპოვების შემდგომ ისევ მოსახლეობის სამსახურში დააბრუნებს ამ მიწებს.

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, ასევე ტურიზმის განვითარების ჭრილშიეკოლოგიურად სუფთა გარემო საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად ხდება ერთერთი მთავარი კომპონენტირა პოტენციალი და პერსპექტივები გააჩნია საქართველოს ამ კუთხით?

ჩვენ ქვეყანას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია ამ კუთხით, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ ვიყენებთ მინიმუმს.

ჩვენი საკურორტო სივრცეები გამორჩეულია არამხოლოდ კავკასიაში, არამედ მსოფლიოში. ეს არის ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა. ამის მაგალითია აბასთუმანი, რომელიც მთელს კავკასიაში გამოირჩევა თავისი სამთობალნეოლოგიური ფუნქციით, რომლის ანალოგიც ძალზედ ცოტაა არა მხოლოდ ჩვენს სამეზობლოში არამედ სხვა ქვეყნებშიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამგვარი კურორტების სწორად განვითარება, რომ შევინარჩუნოთ ეკოლოგიური სიმდიდრე, რაც მათ აქვთ და ამავდროულად, შევძლოთ ეკოტურიზმის განვითარება, რაც თავის მხრივ დადებით ასახვას ჰპოვებს პირველ რიგში იმ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე, მეორეს მხრივ კი საშუალებას გვაძლევს დავიცვათ ჩვენი ბუნება.

რაც შეეხება ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, ჩვენი ზომის ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რაციონალურად და ოპტიმალურად არ გამოიყენოს არსებული მიწის რესურსი. ამ მხრივ, ჩვენ გვჭირდება ცოდნის გაღრმავება, რათა საბოლოო ჯამში ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რაზეც მუდმივად იზრდება მოთხოვნა განვითარებულ ქვეყნებში. უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან კარგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გვყავს, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და მომავალში კიდევ უფრო მეტი პროგრამები ამუშავდება, რათა გავზარდოთ ჩვენი ფერმერების და გლეხების ცოდნა და შესაძლებლობები, რაც მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის ფასზეც აისახება.

აქვე უნდა ავღნიშნო, რომ როგორც იტყვიან „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ და საქართველოს ჩამორჩენა ინდუსტრიული განვითარების კუთხით, საშუალებას გვაძლევს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად მარტივად მოვახერხოთ ეკოლოგიაზე ორიენტირებულ ინდუსტრიაზე გადასვლა. მრეწველობა უნდა შეიქმნას და განვითარდეს ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. უახლოეს 7-10 წელიწადში უნდა შევძლოთ და ქვეყანაში არსებული მანქანების 70-80% ელექტროძრავიანი უნდა იყოს.

ქვეყანაში ბოტანიკური და დენდროლოგიური პარკების განვითარებაში თქვენი როლი საქვეყნოდ ცნობილიაიგეგმება არაერთი მსგავსი სივრცის შექმნამიმდინარე ურბანიზაციის პირობებში რა მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის სიახლოვეს ბუნებასთან?

ზოგიერთებმა შეიძლება ეს ჩამითვალოს პირად ახირებად, რადგან ხარჯები არ არის შედეგთან თანაფარდობაში, თუმცა ჩემი მიზანი მარტივია – ყველა ეს პარკი გადაეცემა სახელმწიფოს, რაც საშუალებას აძლევს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს ბუნებასთან სიახლოვე განიცადონ. ჩემთვის პირადად, ბუნება არის ენერგიის უმთავრესი წყარო. სადაც არ ვცხოვრობდი, ყოველთვის ვცდილობდი ქალაქიდან თავი დამეღწია და ბუნებასთან ახლოს ვყოფილიყავი, რასაც მეტ-ნაკლებად ვახერხებდი. ამის შესაძლებლობა ყველა ჩვენთაგანს უნდა ჰქონდეს და ყოველი ამ პარკის შექმნითა და თანადგომით მე ზუსტად ამ შესაძლებლობების შექმნას ვცდილობ.

გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ. ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელ ბატონ ზურაბ ბაგრატიონთან ერთად დავდიოდით და ხეებს სწორედ ამ კუთხით ვარჩევდით.

შემიძლია გითხრათ, რომ მე ასი ათასობით ხე მაქვს დარგული, შეიძლება ამას ჩემი ჰობი დაარქვათ ან მოთხოვნილება, მაგრამ ყველაფერში ნეგატივის დანახვა და ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ვირტუალურ რეალობაში ამყოფებენ ჩვენ მოსახლეობას, რათა ყველა მოვლენა მხოლოდ ნეგატიური კუთხით შუქდებოდეს.

და ბოლოსვაჟაფშაველას სიტყვებია: „გაძლება გვმართებს ბუნება რასაც დაგვადებს ხარკადა!“ გვიხდის თუ არა ბუნება სამაგიეროს ჩვენს მიერვე ჩადენილი ქმედებების გამო?

ბოლო დროს მთელ მსოფლიოში გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმები რა თქმა უნდა ადამიანების დაუფიქრებელი ქმედებების შედეგია. თუ ჩვენ სათანადოდ არ მოვუვლით ჩვენს ბუნებას და გარემოს, სწორად არ ვიფიქრებთ  მის დაცვაზე, აღდგენაზე და მხოლოდ ორიენტირებულები ვიქნებით ბუნებით სარგებლობაზე, ეს ჩვენ თუ არა ჩვენს მომავალ თაობებს აუცილებლად დააზარალებს. ამიტომ არის ბუნებაზე ზრუნვა განგრძობითი პროცესი და იგი უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობებისთვის. სხვაგვარად, ეს შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს.

აქვე ავღნიშნავ, რომ თქვენი ჟურნალი ამ კუთხით ფასდაუდებელ სამუშაოს ეწევა, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. წარმატებებს გისურვებთ და მიგულეთ თქვენს გვერდით.

ინტერვიუ ჩაწერა

გოჩა კობერიძემ

მთავარი რედაქტორი

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

Berliner Zeitung: კორუფციის შოკი ბრიუსელში – ყოფილი ხელმძღვანელი პირების დაპატიმრების პარალელურად, კაია კალასზე ზეწოლა იზრდება

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში კორუფციული სკანდალი ფართოვდება. ყოფილი ხელმძღვანელი პირების დაპატიმრების პარალელურად, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასზე ზეწოლა იზრდება, - წერს გერმანული გამოცემა Berliner Zeitung."ბრიუსელში დაძაბულობაა. ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურში (EEAS) მანიპულირებული ტენდერების გარშემო კორუფციული სკანდალი ევროპულ კვარტალში სულ უფრო მეტად ფართოვდება. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი მაღალი თანამდებობის ყოფილი პირი დააკავეს, როგორიცაა ფედერიკა მოგერინი, ყურადღების ცენტრში ახლა კიდევ ერთი პიროვნებაა: კაია კალასი, ევროკავშირის ამჟამინდელი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში." - აღნიშნულია სტატიაში.გამოცემის ცნობით, გამოძიება კალასის ევროკავშირის მთავარ დიპლომატად დანიშვნამდე პერიოდის შესახებ ტარდება, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მას მისი როლის ირგვლივ არსებული კრიტიკული კითხვებისგან, რომლებიც ბოლო დღეებში გაჩნდა."EEAS, რომელსაც კალასი დაახლოებით ერთი წელია ხელმძღვანელობს, ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე სააგენტოდ ითვლება. ახლა კი, როდესაც ევროკავშირის რამდენიმე ინსტიტუტში ფასადები ინგრევა, კრიზისის მართვა მისი მხრიდანაც, სულ უფრო დეტალური განხილვის საგანი ხდება." - წერს Berliner Zeitungკაია კალასი მიიჩნევს, რომ მოგერინისა და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ბრალდებებმა, არ უნდა იმოქმედოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს „კარგ მუშაობაზე“. თუმცა, როგორც Berliner Zeitung-სთვის გახდა ცნობილი, ზოგიერთი თანამშრომელი კალასის მემორანდუმს კრიტიკულად უყურებს. ზოგადი განწყობაა, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს სურს კორუფციის საქმისგან რაც შეიძლება მალე დისტანცირება. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, კალასის „სრული გამჭვირვალობის“ შესახებ დახურულ კარს მიღმა გაცემულ დაპირებას სკეპტიციზმით შეხვდნენ. რამდენიმე თანამშრომელი აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ შიდა კონტროლის სტრუქტურების შესახებ თითქმის არანაირი დეტალი არ გამოქვეყნებულა. ისინი მიუთითებენ, თუ როგორ მოხდა სავარაუდო მანიპულაციები და რატომ არ იქნა ყურადღება მიქცეული ბოლო წლებში გამაფრთხილებელ ნიშნებზე.კრიტიკულად განიხილება კალასის მიერ ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის მინიშნებაც. კითხვა, თუ რატომ გახდა ასეთი ზომები აუცილებელი მხოლოდ მისი მანდატის ფარგლებში და იყო თუ არა სააგენტო სტრუქტურულად კორუფციისადმი მიდრეკილი მანამდე, პასუხგაუცემელი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ კაია კალასი ამჟამად პოლიტიკური ზიანის შეზღუდვას ცდილობს, ევროპარლამენტში მემარჯვენე კონსერვატიული ჯგუფები, ამჟამინდელ კორუფციულ სკანდალს ბრიუსელის ხელმძღვანელობის მისამართით მწვავე კრიტიკის გასავრცელებლად იყენებენ. საუბარია იმაზეც, რომ ევროკომისიის მხრიდან ჯერჯერობით მხარდაჭერა გამოხატული არ ყოფილა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიმართ. "ბოლო თვეების განმავლობაში, კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კალასს შორის უკვე მიმდინარეობდა ძალაუფლებისთვის ბრძოლა, რომელშიც საბოლოოდ ევროკომისიის პრეზიდენტმა გაიმარჯვა," - ვკითულობთ სტატიაში, სადაც ასევე საუბარია კალასის კრიტიკოსების მტკიცებაზე, რომ სკანდალი ფუნდამენტურ კითხვებს ბადებს ევროკავშირის ინსტიტუტებში შიდა კონტროლის მექანიზმებთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ოპოზიციონერი ევროპარლამენტარები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ გამჭვირვალობის ნაკლებობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ სანდოობას და ზოგადად, საზოგადოების ნდობას. ეს ყველაფერი კი ხდება "ისედაც მგრძნობიარე დროს, როდესაც ევროკავშირი ძალიან სუსტ გეოპოლიტიკურ პოზიციაშია.„Berliner Zeitung-ის სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ კაია კალასი, რომელიც წარსულში კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალობის დამცველად წარმოაჩენდა თავს, გამოძიებების გამო, რა თქმა უნდა, გაძლიერებული კონტროლის ქვეშაა. გამოცემის ცნობით, ისიც ხშირად აღინიშნება, რომ საგარეო საქმეთა სამსახურში სტრუქტურული სისუსტეები, როგორც ჩანს, წლების განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა.

დიზაინერ ზალიკო ბერგერის ცხოვრებაში სიახლეა

ყველას ვურჩევ, არასდროს გასინჯონ. ფხიზელი ცხოვრება ყოფილა კარგი… ნარკოტიკმა ისეთ დონეზე მიმიყვანა, რომ ვერაფრით ვეღარ ვიღებდი სიამოვნებას… - ამის შესახებ დიზაინერი ზალიკო ბერგერი საუბრობს და ბალიზე რამდენიმე თვიანი ცხოვრების მიზეზს განმარტავს.ვრცლად ↓

გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს

ბიზნესმენი, გელა ბარკალაია დააყაჩაღეს.ფაქტთან დაკავშირებით, გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს და სამართალდამცველებს დროული რეაგირებისთვის მადლობას უხდის.მისი თქმით, საგურამოში მდებარე სახლის დაყაჩაღებისას მძიმედ დაშავდა ადამიანი, რომელიც მის სახლს აქცევდა ყურადღებას.დაშავებულის მდგომარეობა ახლა სტაბილურია. თუმცა კლინიკაში რჩება.რაც შეეხება ყაჩაღობაში ბრალდებულებს, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვლადიმერ პუტინი – დასავლეთმა ომი უკრაინის წაქეზებით და გადატრიალების მოწყობით გააჩაღა, რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას თავისი ინტერესები, თავისი ხალხი, ტრადიციული ღირებულებები

დასავლეთმა ომი უკრაინის წაქეზებით და გადატრიალების მოწყობით გააჩაღა, რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას თავისი ინტერესები, დაიცვას იქ მცხოვრები თავისი ხალხი, დაიცვას ტრადიციული ღირებულებები, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, India Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.მისი თქმით, რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ მაშინ დაასრულებს, როდესაც ოპერაციის დასაწყისში დასახულ მიზანს მიაღწევს.„ჩვენ არ ვიყავით ისინი, ვინც ეს ომი დაიწყო.  2014 წელს დასავლეთმა წააქეზა უკრაინა და მხარი დაუჭირა მოვლენებს, გადატრიალების ორგანიზებით. ამას მოჰყვა პროცესი, რომელმაც გამოიწვია ყირიმში მოვლენები. ახლა კი ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია არ არის ომის დასაწყისი, არამედ მცდელობაა, დაასრულოს ის, რაც დასავლეთმა უკრაინის ნაციონალისტების გამოყენებით გააჩაღა. ჩვენ დავასრულებთ მას, როდესაც მივაღწევთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში დასახულ მიზნებს, როდესაც გავათავისუფლებთ ამ ტერიტორიებს. სულ ეს არის“, – განაცხადა პუტინმა.ამასთან, ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა ვოლოდიმირ ზელენსკიზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მისი წინამორბედების შეცდომებს აგრძელებს და რადიკალური ნაციონალისტების ინტერესებს ხალხის ინტერესებზე წინ აყენებს.„როდესაც ეს ჯენტლმენი ხელისუფლებაში მოვიდა, მან განაცხადა, რომ ნებისმიერ ფასად მიისწრაფოდა მშვიდობისკენ, ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით, საკუთარზე უარის თქმითაც კი.  მაგრამ ახლა ჩვენ საკითხებს სხვაგვარად ვუყურებთ. ის იგივე მაგალითს მიჰყვება, რასაც მისი წინამორბედები, ვიწრო ნაციონალისტური ჯგუფის, განსაკუთრებით რადიკალური ნაციონალისტების ინტერესებს ხალხის ინტერესებზე წინ აყენებს. მე უკვე ვთქვი, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.India Today-სთან ინტერვიუში პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა სურთ.„აშშ-ის მსხვილმა კომპანიებმა წერილი მოგვწერეს და თხოვნით მოგვმართეს, რომ არ დაგვავიწყდეს ისინი. ისინი ელოდებიან ყველა პრობლემის მოგვარებას და მზად იქნებიან, რომ ჩვენთან დაბრუნდნენ. არსებობს მრავალი სფერო, სადაც რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა ორივე მხარეს წაადგება. კომპანიებმა გამოთქვეს თანამშრომლობის განახლების ნათელი სურვილი და შესაბამის პოლიტიკურ სიგნალს ელოდებიან“, – განაცხადა პუტინმა.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება გულწრფელად სურს.„ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტ ტრამპს ომის დასრულების გულწრფელი სურვილი აქვს. შეერთებულ შტატებსა და პრეზიდენტ ტრამპს მართლაც აქვთ საკუთარი გაგება, თუ რატომ უნდა დასრულდეს ეს ომი რაც შეიძლება მალე. ის ყოველთვის ამბობს, და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გულწრფელია, რომ მას სურს ადამიანური დანაკარგების მინიმიზაცია“, – განაცხადა პუტინმა.ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ინდოეთში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ხვდება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს პუტინის პირველი ვიზიტია ინდოეთში.

თოვლის და ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.„საავტომობილო გზის კმ1-კმ33  (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ასევე, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები