სამშაბათი, აპრილი 15, 2025

ინგლისური გამოცემის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძეს პრემიერლიგის სამი გუნდი იწვევს

გიორგი ჩაკვეტაძემ, შესაძლოა, ზაფხულში „უოტფორდი“ დატოვოს, რადგან მას ინგლისის პრემიერლიგის სამი გუნდი – „ვულვერჰემპტონი“, „ლესტერ სიტი“ და ასევე „ევერტონი“ იწვევს, – ინფორმაციას გამოცემა FootballLeagueWorld-ი ავრცელებს.

„ლი ჰენდრი“ (ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და Sky Sports-ის ექსპერტი) ვარაუდობს, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ზაფხულში „უოტფორდს“ დატოვებს „ვულვერჰემპტონისა“ და „ლესტერ სიტის“ ინტერესის გამო. დეკემბერში ექსკლუზიურად შევიტყვეთ, რომ პრემიერლიგის ორივე გუნდი ქართველ ფეხბურთელს აკვირდებოდა. იმავე სიაში „ევერტონიც“ იყო მოხსენიებული.

მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძე იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „უოტფორდში“ დარჩა, ზაფხულში ამ კლუბებს შესაძლოა ფეხბურთელის მიმართ კვლავ გაუჩნდეთ ინტერესი. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ტომ კლევერლი კმაყოფილია 25 წლის ქართველი ნახევარმცველით, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიფის 37 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჰენდრი მიიჩნევს, რომ ჩაკვეტაძეს პროგრესის გასაგრძელებლად კლუბის შეცვლა სჭირდება და ფიქრობს, რომ „ლესტერი“ შესაძლოა საუკეთესო ნაბიჯი იყოს მისი კარიერისთვის.

„გიორგი ჩაკვეტაძეს „ლესტერი“ რამდენჯერმე დაუკავშირდა. ის „უოტფორდისთვის“ მნიშვნელოვანი მოთამაშეა და გამორჩეულად თამაშობს მრავალი მიზეზის გამო. მიმაჩნია, რომ ახალ გუნდში გადასვლა აუცილებელია, რათა უფრო მაღალ დონეზე ავიდეს.

მე ის ბევრჯერ ვნახე. ბოლო პერიოდში „უოტფორდში“ რამდენჯერმე შეიცვალა მთავარი მწვრთნელი და ვფიქრობ, ჩაკვეტაძეს სტაბილურობა სჭირდება — მასზე ბევრს ლაპარაკობენ.

მჯერა, შეუძლია თავისი სტატისტიკის (გოლებისა და საგოლე პასების) გაუმჯობესება, რადგან შესაბამისი უნარი ნამდვილად აქვს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ „ლესტერში“ გადავა. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი და მისი თავდაჯერებულობაც გაიზრდება, რადგან უფრო ძლიერ გუნდში, უკეთეს შემადგენლობაში ითამაშებს.

მას დიდი პოტენციალი აქვს. ასე რომ, არავის უნდა გაუკვირდეს, თუ ზაფხულში უკეთესი შეთავაზების გამო „უოტფორდს“ დატოვებს“, – განაცხადა ჰენდრიმ FootballLeagueWorld-თან ინტერვიუში.

„უოტფორდი“ ამჟამად ჩემპიონშიფში მე-10 ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე რვა ტურით ადრე პლეი ოფის ზონას მხოლოდ ხუთი ქულა აშორებს.

„უოტფორდმა“ სეზონი იმაზე უკეთ დაიწყო, ვიდრე ბევრს ეგონა და ამაში გარკვეული წვლილი ჩაკვეტაძესაც მიუძღვის. თუმცა, სწორედ ეს ნიშნავს, რომ ზაფხულში მისი დაკარგვა გუნდისთვის სერიოზული დარტყმა იქნება — განსაკუთრებით, თუ მხოლოდ ჩემპიონშიფის კლუბ „ლესტერში“ მოხვდება, რომელიც პრემიერლიგიდან დაქვეითების რეალური კანდიდატია.

ამავდროულად, „უოტფორდს“ მნიშვნელოვანი თანხა დასჭირდება იმისათვის, რომ ჩაკვეტაძის ტრანსფერზე დათანხმდეს. კლუბმა ბოლო წლებში ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ განმავლობაში არაერთი გახმაურებული გარიგება განახორციელა და მოთამაშეთა გაყიდვით მიღებულ შემოსავალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამიტომ, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულსაც დაგეგმილი იქნება ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი — ასეთად კი ჩაკვეტაძე განიხილება, რომელშიც შესაძლოა სოლიდური თანხა გადაიხადონ. ეს იქნება სამწუხარო, მაგრამ აუცილებელი გარიგება.

ამ დროისთვის „ვულვერჰემპტონი“ პრემიერლიგაში მე-17 ადგილზეა (20 გუნდიდან), ხოლო „ლესტერი“ — მე-19-ზე. შესაბამისად, არც ისე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩაკვეტაძე ამ ვარიანტს დათანხმდება, რადგან ორივე გუნდი დაქვეითების რეალური კანდიდატია.

საუკეთესო ვარიანტად ამ ეტაპზე „ევერტონი“ ჩანს — კლუბი მე-15 ადგილზეა და გავარდნის ზონას 15 ქულით უსწრებს“, – წერს გამოცემა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვის მოუსმენენ 15 აპრილს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე?

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, კომისიის შემდეგი სხდომა ხვალ, 10:00 საათზე გაიმართება.მისივე ინფორმაციით, ხვალინდელ სხდომაზე ჯონდი ბაღათურია გამოიკითხება.როგორც სუბარმა აღნიშნა, მორიგი სხდომის თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “ოჯახის მიერ სახელმწიფო ქონებების უკანონო მიტაცება/მითვისებას შეეხება”.“ხვალ, ანუ სამშაბათს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. ხვალ არის პლენარული სხდომა, ამიტომ ჩვენ 12:00 საათამდე, ანუ დილის 10:00 საათიდან უნდა მოვასწროთ სხდომის ჩატარება. რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მოწვეულია ჯონდი ბაღათურია. საკითხებია: მის მიერ თავის დროზე გაკეთებული გამოძიებები, რომლებიც ეხება სააკაშვილის ოჯახის მიერ სახელმწიფო ქონებების უკანონო მიტაცება/მითვისებას. მთელი ოჯახური კლანი იყო ამ საქმეში ჩართული და ამაზე ჯონდი ბაღათურიაზე უფრო მეტი გამოძიება არავის არ აქვს ჩატარებული. მთელი რიგი დოკუმენტები ჰქონდა თავის დროზე პარლამენტში წარდგენილი. ამავე დროს, ის იცავდა ერთ ადამიანს, რომელსაც საკუთრება წაართვეს და სწორედ მასთან ერთად აპირებს მოსვლას, რომ ეს კონკრეტული საქმეც განვიხილოთ”, - განაცხადა სუბარმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკვე 34 დღეა, რუსეთი ღიად ამბობს უარს ცეცხლის შეწყვეტაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკვე 34 დღეა, რუსეთი ღიად ამბობს უარს ცეცხლის შეწყვეტაზე.„34 დღის წინ უკრაინამ დადებითი პასუხი გასცა ამერიკულ წინადადებას ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ. უკვე 34 დღეა, გრძელდება რუსეთის აშკარა უარი ცეცხლის შეწყვეტაზე. ახლაც – ისევე როგორც წლების განმავლობაში – პუტინი ფოკუსირებულია ომის გაგრძელებაზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები საკუთარ აუდიტორიას ამზადებენ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები და დიპლომატია შედეგს არ გამოიღებს.„ამის მიზეზი მხოლოდ ერთია – მათ იქ, მოსკოვში ახლა არ ეშინიათ. თუ რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლა არ იქნება, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ იმას, რასაც მიჩვეულნი არიან – ომს“, – დასძინა ზელენსკიმ.

„დასრულდა ისტორია…“ – ტრაგედია ქეთი ქველაძის ოჯახში

ტიკ-ტოკერ ქეთი ქველაძეს დედა გარდაეცვალა.ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.„დასრულდა ისტორია… წავიდა დედამისთან… არ ვიცი რატო ვკვდები ახლა მე მამიკოს ვუწმენდი საფლავს თურმე დედაჩემის სამარეს ვთხრიდი… 21:07 წუთზე დამირეკეს პოლიციიდან დედაშენი აღარ არისო… განა როდის იყო მაგრამ რატო ამ სააღდგომოდ !? ის ყოველ წელს აღდომას ელოდებოდა უყვარდა სასაფლაოებზე სიარული და საჭმლის მოგროვება… იმედია იმ ცხოვრებაში მაინც იქნება ბედნიერი მის ძაღლებთან ერთად“, - წერს ქეთი ქველაძე.

ეკა ბესელია – დღეს ბევრი ღია მუქარა იყო, პირდაპირი მინიშნებები, რომ გახარიას მიმართ გამოძიება იმუშავებს, სხდომა ჰგავდა პოლიტიკური შურისძიების აქტს – გახარიას კი მეტი...

დღეს ბევრი ღია მუქარა იყო. პირდაპირი მინიშნებები იყო, რომ გახარიას მიმართ გამოძიება იმუშავებს. დღევანდელი სხდომა ჰგავდა პოლიტიკური შურისძიების აქტს გახარიას მიმართ. არ მალავდნენ ცინიკური, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი ფრაზებით მის მიმართ აგრესიას. ღიად ჩანდა, რომ კომისიას არანაირი ობიექტური კვლევის სურვილი მას არ აქვს“,- განაცხადა ბესელიამ.ამასთან, ბესელიამ უშუალოდ გიორგი გახარიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მისვლაზე და იქ გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი რამ დააკლდა და გახარიასგან მეტის მოლოდინი ჰქონდა.„მგონია, რომ დღეს გახარიას მეტი შეეძლო, მეტი ეთქვა, მეტი ბრალდება წაეყენებინა. ბევრი რამ აქვს გახარიას სათქმელი. ყველაფერზე, რაზეც მას პასუხებს სთხოვდნენ, ათმაგად დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“.თვალები დათხარეს კი არა ძვლები დაუმტვრიეს ადამიანებს, დალეწილი აქვთ თავ-ყბა. გახარიას შეეძლო ღიად და გახსნილად საუბარი, თუმცა შეიძლება ეს მის სტრატეგიაში არ იყო. მგონია, რომ მას უფრო ძლიერად შეეძლო ამ ტრიბუნის გამოყენება დღეს. ბევრი რამ უფრო მწვავედ ეთქვა, ბევრი რამ უკან შეებრუნებინა და არ მიეცა იმდენის უფლება, რამდენიც მისცეს იქ მსხდომებმა საკუთარ თავს“, - განაცხადა ბესელიამ.

პროკურატურამ გივი თარგამაძეს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ პოლიტიკოსს გივი თარგამაძეს ბრალი წარუდგინა.თარგამაძეს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა ბრალი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.როგორც ცნობილია, გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს, მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. გივი თარგამაძე 11 აპრილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

ბოლო სიახლეები