ორშაბათი, მარტი 10, 2025

იმ დროს, როდესაც ხაზარაძე-გვარამია-სააკაშვილები რუსთაველზე პიროტექნიკით ხანძრებს აჩენენ და ბიძინას დამარცხებას ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, იყოს ახალი მსოფლიოს არქიტექტორთა გვერდით – ნანა კაკაბაძე

ყველა ქვეყანასა და ხალხს თავისი ოცნებები აქვს და თუ საქართველოს ხელისუფლების ოცნებები მშვიდობაზე, ხალხის კეთილდღეობის ზრდასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე გადის, ჩამოშლაზე ორიენტირებული ქართული ოპოზიციის ოცნება მხოლოდ ნებისმიერი გზით ახალი არჩევნების დანიშვნის მიღწევაა, რომელსაც ისინი მუდმივად კრახით ამთავრებენ, – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ნანა კაკაბაძე.

იგი საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიზნების შესახებ მსჯელობს და აცხადებს, რომ „ბნელი და ლუზერი, წარსულში ჩარჩენილი ბოროტი კრიმინალების ოცნება“ მხოლოდ სახელმწიფოს დასუსტებასა ხელისუფლების დამხობაზე, ადამიანის უფლებებით მანიპულირებაზე გადის.

„ხელისუფლებისა და ოპოზიციის ოცნებები

საქართველოს შინაური „გულანთებული პატრიოტები“ და გარეული „დაუძინებელი მეგობრები“ გამწარებით ცდილობენ, დაადასტურონ, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს უმწვავესი პოლიტიკური კრიზისია, რომლის გადალახვა მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით არის შესაძლებელი. ამ კრიზისის მთავარ გამოხატულებას ისინი ხედავენ ერთპარტიული პარლამენტის არსებობაში, ასევე ქუჩის უწყვეტ პროტესტებში, რომელიც მათი მტკიცებით, იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოს მოსახლეობის „დიდი უმრავლესობა“ არ ცნობს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და ხელისუფლების „ანტიევროპული კურსის“ წინააღმდეგია. ამის გამო საქართველოს ხელისუფლებას, მსოფლიოში „არავინ ცნობს“ ლეგიტიმურად.

ცალკე თემაა, რომ ანტისახელისუფლებო ძალების ეს ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა მოქალაქეთა უმცირესობის მხრიდან საკუთარი მისწრაფებების თავს მოხვევა უმრავლესობისთვის, უმცირესობის ნების თავის მოხვევის მიზნით სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენების მცდელობები, ვინაიდან ვერავითარი 1000 თუ 100 ათასკაციანი საპროტესტო აქცია ვერ ჩაანაცვლებს იმ არჩევნების შედეგებს, რომლის მასობრივ გაყალბებაზე მხოლოდ აღქმების შესახებ გვესმის განცხადებები, რადგან დიდი მცდელობების მიუხედავად, მასობრივი გაყალბებების დამადასტურებელი ერთი კონკრეტული ფაქტიც კი არ ყოფილა წარმოდგენილი ასეთის ბუნებაში არარსებობის გამო. „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციის „არცნობის“ შესახებ არაფერია სათქმელი, რადგან ყველა ვხედავთ, რომ ხელისუფლების ინტენსიური საერთაშორისო კონტაქტების ფონზე ოპოზიცია მხოლოდ მომხრეებისათვის თვალებში ნაცრის შეყრით გზით ცდილობს, რომ შეუნარჩუნოს მათ ხელისუფლების ლეგიტიმურობის არცნობის ილუზია.

უფრო მნიშვნელოვანია იმის განხილვა, თუ რა მიზნები და ამ მიზნების მისაღწევი როგორი სტრატეგია და ტაქტიკა გააჩნიათ ხელისუფლებას და ოპოზიციას.

ქართული ოცნების მიზანია დაკარგული ტერიტორიების აღდგენა, ისეთი პოლიტიკის წარმოება, რომლითაც შესაძლებელი გახდება სააკაშვილისა პოლიტიკით დაკარგული მიწების დაბრუნება, ეკონომიკის გაძლიერება, ისეთი რეალობის შექმნა, რომელიც საქართველოს საინტერესოს და საჭიროს გახდის როგორც ეკონომიკურად მზარდი, ასევე მსოფლიო პოლიტიკური პროცესების მმართველი ქვეყნებისთვის. ამას კარნახებს დღეისათვის შეცვლილი საერთაშორისო ვითარება, როდესაც ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფება საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის არა უსაფრთხოების, არამედ საფრთხის შემცველად ითვლება, რაზეც პირდაპირ განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა, როდესაც უკრაინაში განხორციელებული აგრესიის მიზეზებზე საუბრობდა.

ვფიქრობ, ხელისუფლების მიზანია, რომ რუსეთსაც გაუჩინოს ინტერესი, რომელიც შეიძლება, გაიცვალოს როგორც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯებში, ასევე ეკონომიკური სარგებლის მიღებაში.

დღეს ისეთი ახალი მსოფლიო იბადება, რომელსაც „ჯოს-ჯოს“ ძახილის, გულში მჯიღის ცემისა და ბრტყელ-ბრტყელი აღუსრულებელი კეთილი სურვილების ნაცვლად აინტერესებს პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომლის მამოძრავებელი ძალაც უნდა იყოს ბიზნეს-ეკონომიკა და არა გულის მომფხანი, მაგრამ არაფრის მომცემი ლოზუნგები. დღეს გულზე ჩამოკიდებული მედლების და ორდენების ნაცვლად, ხელებდაკაპიწებული შრომა, საქმეში დაუღალავი ენერგიისა და ტვინების რესურსების აკუმულირება და ჩადებაა საჭირო და არა ილუზიებით ხალხის გამოკვება.
ყველასათვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკულ ოცნებებზე საუბრისას აქცენტის გაკეთება სხვა ქვეყნების მიწების შემოერთებაზე, ამერიკის როლისა და სიდიადის გაზრდაზე, მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში აშშ-ს როლზე და პასუხისმგებლობაზე, ხოლო ვინც ამაში მას ხელს შეუშლის, ნებისმიერი (თუნდაც მოკავშირე) ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების გამოყენებაზე. ამ ახალ რეალობაში საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ქვეყანას შესძინოს თავისი ღირსეული ადგილი ახალ მსოფლიოში ამ ფონზე გარედან მართული ფსევდო-ქართული ოპოზიციის მოთხოვნებია ახალი არჩევნები და ე. წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამის მიღწევას ისინი ცდილობენ ხელისუფლების ჩამოშლით, რომელიც მათი გათვლებით, მიღწეულ უნდა იქნას უწყვეტი საპროტესტო აქციებით (როგორი სიხარულით გვაუწყებენ ყოველ საღამოს, რომ „რუსთაველი გადაიკეტა“!), ხელისუფლების არაღიარებაში, ქვეყნისათვის საერთაშორისო არენაზე პრობლემების შექმნაში, ხალხის ცხოვრების პირობების გაუარესებაში, რის გამოც უნდა გაიზარდოს ანტისახელისუფლებო გამოსვლების მასშტაბი, რათა ხელისუფლება იძულებული გახდეს, დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს ხალხი იმასაც კი ვერ გრძნობს, რომ უკვე დამთავრდა მათ მიერ ნათამაშები სპექტაკლი („მოკვდა პაპანდო პულო!“) და ამ ახალ მსოფლიოში უნდა ეძიონ საკუთარი ადგილი.

მოკლედ, ყველა ქვეყანასა და ხალხს თავისი ოცნებები აქვს და თუ საქართველოს ხელისუფლების ოცნებები მშვიდობაზე, ხალხის კეთილდღეობის ზრდასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე გადის, ჩამოშლაზე ორიენტირებული ქართული ოპოზიციის ოცნება მხოლოდ ნებისმიერი გზით ახალი არჩევნების დანიშვნის მიღწევაა, რომელსაც ისინი მუდმივად კრახით ამთავრებენ. რაც შეეხება ხელისუფლების პრორუსულობაზე აპელირებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, ესეც მხოლოდ პროპაგანდისთვის სჭირდებათ, თორემ კარგად იციან, რომ არც ხელისუფლებაა პრორუსული და არც „პოლიტპატიმრები“ სხედან ციხეში პოლიტიკის გამო, რადგან მათ კონკრეტული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი. ხოლო თუ ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჩადენილია პოლიტიკური მოტივებით (სამართლებრივად დასჯადია) და „პოლიტპატიმრებად“ მათ შეფასებაში ამას გულისხმობენ, მაშინ კი ბატონო, ამ გაგებით შეიძლება დათანხმება.

იმ დროს, როდესაც ხაზარაძე-გვარამია-სააკაშვილები რუსთაველზე პიროტექნიკით ხანძრებს აჩენენ და ბიძინას დამარცხებას ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, იყოს ახალი მსოფლიოს არქიტექტორთა გვერდით. ამ ბნელი და ლუზერი, წარსულში ჩარჩენილი ბოროტი კრიმინალების ოცნება კი მხოლოდ სახელმწიფოს დასუსტებაზე, ხელისუფლების დამხობაზე, ადამიანის უფლებებით მანიპულირებაზე გადის და უკვე მერამდენედ სრულდება კრახით“, – წერს ნანა კაკაბაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„საქართველოში ხდება და ყურადღებით იყავით!“ – ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება, რომელიც 9 მარტით თარიღდება. ეზოტერიკოსი მრავალ საკითხზე საუბრობს და მსმენელს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.ვრცლად ↓

📽️გულით, გულით უნდა გიყვარდეს ღმერთი…როცა შემოგთავაზებენ უღალატე ღმერთს ან მოგკლაო, ან ბევრ ფულს მოგცემ და უღალატეო, შენ, ისე უნდა ქნა რომ ფულზე უარი თქვა,...

მამა შალვა კეკელიას შვილის ემოციური ვიდეოგულით, გულით უნდა გიყვარდეს ღმერთი. როცა შემოგთავაზებენ უღალატე ღმერთს ან მოგკლაო, ან ბევრ ფულს მოგცემ და უღალატეო, შენ, ისე უნდა ქნა რომ ფულზე უარი თქვა, რადგან ყველაზე დიდი ჯილდო ღმერთთან ყოფნაა და როცა შენ მაგას შვები, ღმერთთან მიდიხარ და უფრო დიდი ჯილდოა ვიდღე ფული.

ჯაბნიაშვილი ავსტრიის გრანპრის გამარჯვებულია

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი უნდა გამართულიყო, მაგარამ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი ტურნირს ტრავმის გამო ჩაეხსნა და შეჯიბრის გამარჯვებული 21 წლის გიორგი ჯაბნიაშვილი გახდა.დღევანდელი ფინალურ ბლოკის ბოლოს გურამ თუშიშვილი ავსტრიის გრანპრის ფინალში ჩეხ ლუკაშ კრპალეკს შეხვდება. კიდევ ერთი მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.შეგახსენებთ, რომ ავსტრიის გრანპრიზე საქართველოს ნაკრებმა გასული ორი საშეჯიბრო დღე უმედლოდ დაასრულა.

დონალდ ტრამპი-უკრაინა „შესაძლოა, ვერ გადარჩეს“ რუსეთთან ომში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა „შესაძლოა, ვერ გადარჩეს“ რუსეთთან ომში, მიუხედავად აშშ-ის მხრიდან გაწეული დახმარებისა.ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.„ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინა შესაძლოა, ვერ გადარჩეს. ის ომი არ უნდა მომხდარიყო და ის მოხდა. ასე რომ, ახლა ჩვენ ამ არეულობაში გავიჭედეთ“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც წამყვანმა ჰკითხა, რას ფიქრობდა პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებაზე, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა შეიძლება, ვერ გადარჩეს.დონალდ ტრამპის თქმით, არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ისეთი მკაცრი, როგორიც თავად. ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ის მოსკოვის მხარეზე დადგა.„მე ვფიქრობ, რომ ვიყავი ძალიან მკაცრი რუსეთის მიმართ, უფრო მკაცრი, ვიდრე ვინმე ოდესმე ყოფილა. მე ვარ ის, ვინც შეაჩერა რუსული გაზსადენი, ნორდ სტრიმ 2. მე შევაჩერე ის. ბაიდენი მოვიდა და მან დაამტკიცა ის. მე ვარ ის, ვინც რუსეთს სანქციები დაუწესა. მე ვარ ის, ვინც ჯაველინები გასცა რუსეთის წინააღმდეგ. ძალიან მკაცრი ვიყავი, მაგრამ პუტინთან კარგად ვმეგობრობდი. ბაიდენი არ ყოფილა მკაცრი. ბაიდენს არაფერი გაუკეთებია. სუსტი, პათეტიკური კაცი იყო“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ახერხებს კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას როგორც ვლადიმერ პუტინთან, ასევე კიმ ჩენ ინთან და სი ძინპინთან. ამასთან, მინერალების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, შეთანხმება გაფორმდება. Fox News-ის წამყვანის კითხვაზე, ელოდება თუ არა ის ვოლოდიმირ ზელენსკის დაბრუნებას და მინერალების შეთანხმების ხელმოწერას, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მე ასე ვფიქრობ. მე ვფიქრობ, ეს მოხდება“.დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 350 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებმა – 100 მილიარდი დოლარი. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს დისბალანსი მიუღებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ევროპა გეოგრაფიულად უფრო ახლოსაა კონფლიქტთან და, შესაბამისად, მეტ საფრთხეშია, ვიდრე ამერიკა, რომელსაც ოკეანე აშორებს.„ბაიდენს არასდროს უნდა გამოეყო 350 მილიარდი დოლარი. მას უნდა გაეთანაბრებინა ევროპასთან. როგორ შეიძლება ეს, როცა ჩვენს შორის ოკეანეა. ჩვენ არ ვართ ისეთ საფრთხეში, როგორშიც ისინი არიან. ისინი არიან გაცილებით დიდ საფრთხეში, თუ თქვენ ამას საფრთხეს უწოდებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკრიტიკა ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ და ამით რუსეთს უფრო მეტ ფულს აძლევენ, ვიდრე უკრაინისთვის დახმარებაზე ხარჯავენ.

ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერილ კანდიდატს რუმინეთის ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს – მედია

კალინ ჯორჯესკუ რუმინეთის ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. გადაწყვეტილება რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ მიიღო. უწყებაში აცხადებენ, რომ მიზეზს მოგვიანებით განმარტავენ.ჯორჯესკუმ, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საკუთარი კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ წარადგინა. "ერთად ვუჭერთ მხარს ტრამპი-ვენსის ადმინისტრაციას ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, კერძოდ, მშვიდობის, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის", – განაცხადა ჯორჯესკუმ.ცნობისთვის, რუმინეთში, კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ, გამოძიება ექვსი სხვადასხვა ბრალდებით მიმდინარეობს. მათ შორისაა ფაშისტური ორგანიზაციის წევრობა და საარჩევნო დაფინანსების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება. ჯორჯესკუ ბრალდებებს უარყოფს.რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. 22%-ით, დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. მოგვიანებით, არჩევნებში რუსეთის შესაძლო გავლენის შიშის გამო, ეს შედეგები გააუქმეს.რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისსაა ჩანიშნული.

ბოლო სიახლეები