სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა.
მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთო და ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა.
„მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან, დაახლოებით სამი კილომეტრითაა დაშორებული. თოვლის საფარი სამ მეტრზე მეტია.
უკვე დადგენილია ორი პირის საცხოვრებელი სახლი, სადაც თოვლზე მოძრაობის კვალია დაფიქსირებული. ამჟამად მესამე პირის საცხოვრებელი ბინის დაკვირვება ხორციელდება, რომელიც მთაში მდებარეობს. მის გადაადგილებას ვარძიის მიმართულებიდან აკვირდებიან.
ასევე, გზის გაკვალვას ცდილობს სოფლის საინიციატივო ჯგუფი“, – ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.