კვირა, ივნისი 8, 2025

ილჰამ ალიევი – საქართველომ და აზერბაიჯანმა შეძლეს სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონად გადაქცევა

საქართველოსთან ურთიერთობებს ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, საქართველომ და აზერბაიჯანმა შეძლეს სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონად გადაქცევა.

„რა თქმა უნდა, საქართველოსთან ურთიერთობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ხალხებს შორის ისტორიული კავშირების გამო, ჩვენი ერთობლივი წარსულის გამო, როგორც არათავისუფალ და არადამოუკიდებელ ეპოქაში, ასევე დამოუკიდებლობის პერიოდში, რა დროსაც საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიდანვე აჩვენეს ურთიერთგაგების, პარტნიორობის, მეგობრობის ძალიან მაღალი დონე და, ფაქტობრივად, შეძლეს სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონად გადაქცევა. ეს ჩვენ გავაკეთეთ, მხოლოდ საქართველომ და აზერბაიჯანმა. ორ ზღვას, კასპიისა და შავ ზღვებს შორის მდებარე, ჩვენ ვართ კარიბჭე ერთმანეთისთვის სხვადასხვა რეგიონებსა და კონტინენტებთან დასაკავშირებლად. ასე რომ, პერსპექტივები, დარწმუნებული ვარ, ისეთივე ნათელი იქნება, როგორც ჩვენი აწმყო“, – განაცხადა ალიევმა.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ, პირველი ვიზიტით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანს ეწვია. აქვე, ალიევმა აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებაც აღნიშნა.

„ბოლო მოვლენებს შორის, რომელიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს, დავასახელებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, რომელიც იყო არჩევნების შემდეგ პირველი. როგორც წესი, არჩევნების შემდეგ პირველ ვიზიტს ძალიან სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ამგვარად, პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შედგა. ასევე, მალე ველოდებით არჩევნების შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის პირველ ვიზიტს ასევე აზერბაიჯანში. ასე რომ, ეს ორი ფაქტი არის ჩვენი ურთიერთობის, ერთმანეთისადმი ერთგულების და ჩვენი მეგობრობის ნათელი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ბევრი საუბარი შეიძლება იმ პროექტებზე, რომლებიც გვაერთიანებს; ისინი ფართოდ ცნობილია. ამიტომ არ მინდა, დიდი დრო წაგართვათ, მაგრამ ეს პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენი ხალხებისა და ქვეყნებისთვის, არამედ გლობალური გეოგრაფიისთვისაც, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ ვამატებთ მწვანე დღის წესრიგს, რომელიც ახლახან განვიხილეთ. ეს არის მწვანე დერეფანი, აზერბაიჯანისა და საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი, შუა დერეფანი“, – განაცხადა ალიევმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მერაბ დვალიშვილი UFC-ის ლეგენდათა კლუბში შევიდა-დვალიშვილის მორიგი ტრიუმფი და ისტორიული მაჩვენებელი.

მერაბ დვალიშვილი UFC-ის ლეგენდათა კლუბში შევიდა-დვალიშვილის მორიგი ტრიუმფი და ისტორიული მაჩვენებელი.მერაბ დვალიშვილმა UFC 313-ზე სუპერსმუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.აღნიშნული გამარჯვებით დვალიშვილმა დივიზიონის ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა. 34 წლის ქართველი ჩემპიონი გასული წლის სექტემბერში, ლას ვეგასში, სწორედ შონ ო’მალის ძლევის შემდეგ გახდა.აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება დვალიშვილისთვის UFC-ში ზედიზედ მე-13 იყო. მსგავსი მაჩვენებელი ორგანიზაციის ისტორიაში მხოლოდ ცხრა მებრძოლს აქვს. ესენი არიან – ანდერსონ სილვა (16), ისლამ მახაჩევი (15), კამარუ უსმანი, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი, დემეტრიუს ჯონსონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი და მერაბ დვალიშვილი (13). ყველა მათგანი UFC-ის ჩემპიონი იყო და შერეული ორთაბრძოლების ლეგენდად მიიჩნევა.ქართველი მებრძოლის შეხვედრას აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.

კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ წლების წინ მის ორიენტაციაზე სიცრუე გაავრცელა

კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ წლების წინ მის ორიენტაციაზე სიცრუე გაავრცელა.„ამ ვიდეოს ვწერ ბოდიშის მოსახდელად, რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებული განცხადების გამო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად მხვდებოდა პოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. უტას გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ამის გამო, ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. ერთადერთი რაც ვიცი არის ის, რომ მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი“, - აცხადებს იოსელიანი. 

მერაბ დვალიშვილის ბრძოლას დონალდ ტრამპი დაესწრო

ნიუ ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.ბრძოლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა. გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი მასთან მივიდა, მილოცვა მიიღო და ფოტოც გადაიღო.მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში მეორედ დაიცვა. პირველად მან ეს იანვარში უმარ ნურმაგომედოვის ძლევის შემდეგ გააკეთა.მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 24 შეხვედრის შემდეგ 20 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-13 იყო. ამ მაჩვენებლით ის ხაბიბ ნურმაგომედოვს, დემეტრიუს ჯონსონს, ჯორჯ სენტ პიერს, მაქს ჰოლოუეისა და ჯონ ჯონსს გაუთანაბრდა. მათზე მეტი შეხვედრა ზედიზედ მხოლოდ კამარუ უსმანს, ისლამ მახაჩევსა (15) და ანდერსონ სილვას (16) აქვთ მოგებული.ბოლოს ქართველი მებრძოლი 2018 წელს დამარცხდა, მას შემდეგ კი სუპერსმუბუქი წონის ქამრისკენ მიმავალ გზაზე UFC-ს ოთხ ყოფილ ჩემპიონს სძლია.

ნინო სურგულაძის უსაყვარლესი ტყუპები იუბილარები არიან

მომღერალ ნინო სურგულაძის შვილები იუბილარები არიან. ამის შესახებ ნინო სოციალურ ქსელში წერს და ტყუპების ფოტოებს გვიზიარებს. „ნატალია და ზაქარია 5 წლის გილოცავთ ტყუპებო, მიყვარხართ“, – წერს ნინო სურგულაძე.გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ტყუპებმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

სეისმური მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

სეისმური მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს.„დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, სეისმური მონაცემების მუდმივი გადმოცემის პროცესისა და მიწისძვრის რეაგირების სისტემის მუშაობის შესაძლო, დროებითი შეფერხება მოხდეს.დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ცენტრი გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული სეისმური და გეოდეზიური ქსელის მონაცემების გადმოცემაში შესაძლოა დროებითი შეფერხება წარმოიშვას, რაც მიწისძვრის რეაგირების სისტემის ფუნქციონირებაზე მოახდენს გავლენას.სერვისის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია მაგთიკომი განახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას 2025 წლის 9 ივნისს, 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე. აღნიშნულ პერიოდში მობილური მომსახურება, მათ შორის მონაცემთა გადაცემა (GPRS), შესაძლოა შეფერხდეს. შესაბამისად, დროებით შეწყდება სეისმური სადგურებიდან მონაცემთა შეუფერხებელი გადმოცემა.ამან შესაძლოა შეფერხება გამოიწვიოს მიწისძვრის რეაგირების სისტემის მუშაობაში, რაც დამოკიდებულია სეისმური სადგურებიდან მონაცემების უწყვეტ მიღებაზე. ჩვენი გუნდი, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, მიწისძვრის ხდომილების შემთხვევაში, შეფერხებით, მაგრამ მაინც ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას ეპიცენტრისა და მაგნიტუდის შესახებ.დამატებით ინფორმაციას ქსელის ფუნქციონირების სრულად აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები