მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, ეს თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტია აზერბაიჯანაში. ჩვენ ამას მაღალ შეფასებას ვაძლევთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ბაქოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ალიევის თქმით, პრეზიდენტის რანგში მიხეილ ყაველაშვილის პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების მნიშვნელობის მაჩვენებელია.
„პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სტუმრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბატონო პრეზიდენტო, აზერბაიჯანში. კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა აზერბაიჯანში. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, გისურვებთ წარმატებებს. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, ეს თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტია აზერბაიჯანში. ჩვენ ამას მაღალ შეფასებას ვაძლევთ აზერბაიჯანში. საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების მნიშვნელობის მაჩვენებელია ეს, ჩვენი მეგობრობის მაჩვენებელია“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.