შაბათი, მარტი 14, 2026

ილონ მასკმა რუსეთის მიერ „სტარლინკის“ არასანქცირებული გამოყენება შეაჩერა

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ „გაამართლა“ მისი კომპანია „სფეის იქსის“ მცდელობამ, რომელიც რუსეთის მიერ „სტარლინკის“ არასანქცირებული გამოყენების შეჩერებისკენ იყო მიმართული. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა უკრაინელი მომხმარებლებისთვის რეგისტრაციის შემოღების ვალდებულება დააანონსა, რომლის არქონის შემთხვევაში, ვერიფიცირების არმქონე ტერმინალები გაითიშება.

ამის შესახებ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

„როგორც ჩანს, ნაბიჯებმა, რომლებიც რუსეთის მიერ „სტარლინკის“ არასანქცირებული გამოყენების შესაჩერებლად გადავდგით, გაამართლა“, – დაპოსტა მასკმა.

ამ პოსტით ის უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მადლობა გადაუხადა „სფეის იქსის“ პრეზიდენტ გვენ შოტველს და თავად მასკს სწრაფი რეაგირებისთვის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისას, „სტარლინკით“ აღჭურვილ დრონებს იყენებს.

მილიარდერმა ასევე მოუწოდა ფედოროვს, შეატყობინოს, თუ დამატებითი ზომების მიღება გახდება საჭირო. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ მიღებულ ზომებს „უკვე მოაქვს რეალური შედეგები“.

„პირველ ნაბიჯებს უკვე მოაქვს რეალური შედეგები. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თქვენს გუნდთან შემდგომში მისაღებ მნიშვნელოვან ზომებზე. გმადლობთ, რომ ჩვენთან ხართ. თქვენ თავისუფლების ნამდვილი ქომაგი და უკრაინელი ხალხის ნამდვილი მეგობარი ბრძანდებით“, – დაწერა ფედოროვმა.

მოგვიანებით, ფედოროვმა დააანონსა სისტემის ამოქმედების ახალი წესი, რომელიც უკრაინაში მხოლოდ ავტორიზებული ტერმინალების მუშაობას დაუშვებს.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში თავდაცვის სამინისტრო გამოაქვეყნებს ინსტრუქციებს უკრაინელი მომხმარებლებისთვის, თუ როგორ უნდა გაიარონ რეგისტრაცია და მოახერხონ „სტარლინკის“ ვერიფიცირება, რომლის გარეშეც ტერმინალები გაითიშება.

„რეგისტრაციის პროცესი მომხმარებლებისთვის მარტივი, სწრაფი და მოსახერხებელი იქნება. დეტალურ ინსტრუქციებს უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ. მადლობას ვუხდით „სტარლინკსა“ და „სფეის იქსს“ თანამშრომლობისა და უკრაინელების მხარდაჭერაში პროაქტიული პოზიციისთვის“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, ამერიკულ კომპანია „სფეის იქსთან“ ერთად, რუსულ დრონებზე „სტარლინკის“სატელიტური კავშირის გამოყენების პრობლემას აგვარებდა.

მანამდე, 27 იანვარს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა დაადასტურა, რომ რუსებმა დრონები „სტარლინკის“ სატელიტური სისტემებით აღჭურვეს. 26 იანვარს კი, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, სერგეი „ფლეშ“ ბესკრესტნოვმა განაცხადა, რომ რუსული БМ-35 ტიპის მოიერიშე დრონები, „სტარლინკით“ სარგებლობის შემთხვევაში, უკვე დნიპრომდე აღწევენ. მისივე თქმით, „მოლნიას“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებისგან განსხვავებით, ამ ტიპის დრონი „საწვავზე მუშაობს“ და 500 კმ-მდე მანძილზე ფრენის რესურსი გააჩნია.

როგორ იყენებს რუსეთი „სტარლინკს“ უკრაინის წინააღმდეგ ომში

2024 წლის 10 თებერვალს, მედია იუწყებოდა, რომ რუსული ჯარები უკრაინაში, სავარაუდოდ, „სფეის იქსისა“ და „სტარლინკის“ საკომუნიკაციო სისტემებს იყენებდნენ, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ილონ მასკის კომპანია, სავარაუდოდ, რუსებს ეხმარებოდა.

11 თებერვალს, უკრაინის დაზვერვამ ფრონტზე რუსი ოკუპანტების მიერ „სტარლინკის“გამოყენების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

„სფეის იქსის“ მფლობელმა, ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ „სფეის იქსს“ რუსეთისთვის, პირდაპირ ან ირიბად, „სტარლინკის“ სატელიტური კავშირის სისტემები არ მიუყიდია.

„2024 წლის 25 სექტემბერს, რუსული თავდასხმის დროს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსული დრონი, რომელიც „სტარლინკის“ სატელიტური კავშირით იყო აღჭურვილი“, – წერდა გამოცემა Defense Express-ი.

2026 წლის 24 იანვარს, რუსმა სამხედროებმა, კროპივნიცკის მახლობლად, დრონებით ვერტმფრენებზე მიიტანეს იერიში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რუსეთმა „სტარლინკით“ მართვადი „შაჰედები“ გამოიყენა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

42 914 სამოქალაქო ნაგებობა დაზიანდა – მთავრობის წარმომადგენელი

ირანში აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად სულ მცირე 42 914 სამოქალაქო ნაგებობა დაზიანდა, განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.მათგან, 36 489 საცხოვრებელი შენობა იყო, 43 - სასწრაფო დახმარების ბაზა, დასძინა პრესმდივანმა. ამასთან, დაზიანებულია სულ მცირე 120 სკოლა.სამშაბათის მონაცემებით, ირანში 1 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გაეროში ირანის ელჩმა. თუმცა, აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა მნიშვნელოვნად მაღალი იყოს: სულ მცირე 1858.მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლებას ოფიციალური მონაცემები ერთ კვირაზე მეტი ხანია არ განუახლებია.გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, ირანში 3.2 მილიონამდე ადამიანია იძულებით გადაადგილებული. გაერომ დასძინა, რომ ყველაზე დაუცველები არიან მიგრანტი მუშები და ლტოლვილთა ოჯახები, რომლებიც რეგიონში მომხდარი სხვა ომით განადგურებული ქვეყნებიდან არიან.

ქართველი, რომელმაც ფინანსური ტექნოლოგიების იმპერია შექმნა – მიხეილ ლომთაძის გზა წარმატებისკენ

მიხეილ ლომთაძე 1975 წლის 17 ოქტომბერს ბათუმში დაიბადა. მისი მამა, ნუგზარ ლომთაძე, მრავალი წლის განმავლობაში საბჭოთა არმიაში მსახურობდა, რის გამოც ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.ბიზნესმენის ბავშვობა სწორედ ასეთ გარემოში გავიდა — მუდმივი გადაადგილება და ახალ გარემოში ადაპტაცია. მოგვიანებით თავად აღნიშნავდა, რომ ეს გამოცდილება ცხოვრებაში ძალიან დაეხმარა, რადგან ცვლილებების მიმართ სწრაფად ადაპტირება ისწავლა.თანამედროვე მსოფლიოში წარმატების ისტორიები ხშირად გვიყვება იმ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარი შრომით, ხედვითა და გამბედაობით შეძლეს გლობალურ ბიზნესში ადგილის დამკვიდრება. ასეთ ადამიანთა შორის განსაკუთრებულად გამოირჩევა ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე — ადამიანი, რომელმაც თავისი პროფესიული გზა საქართველოდან დაიწყო და დღეს საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. განათლება და პირველი ნაბიჯები-მიხეილ ლომთაძე თბილისში დაიბადა და განათლება სწორედ აქედან დაიწყო. ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა ბიზნესისა და ეკონომიკისადმი ინტერესით. მან სწავლა გააგრძელა ბიზნესის სფეროში და მოგვიანებით გაიარა პროგრამა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში — Harvard Business School-ში. სწორედ ამ პერიოდმა ჩამოუყალიბა მას ხედვა, რომ ტექნოლოგიები და ფინანსები მომავალში ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული და სწორედ ამ სფეროში უნდა ეძებნა ახალი შესაძლებლობები. ბიზნესის ახალი ეტაპი-2000-იან წლებში ლომთაძემ კარიერა საერთაშორისო ფინანსურ სექტორში გააგრძელა. მისი ცხოვრების გადამწყვეტი ეტაპი გახდა ყაზახეთში საქმიანობის დაწყება. 2007 წელს პარტნიორებთან ერთად მან შეიძინა მაშინდელი Kaspi Bank — ბანკი, რომელიც იმ პერიოდში რეგიონული ფინანსური ინსტიტუტი იყო.ლომთაძის ხედვა ბევრად ფართო აღმოჩნდა. მისი მიზანი მხოლოდ ბანკის მართვა არ ყოფილა — მან გადაწყვიტა შეექმნა თანამედროვე ციფრული პლატფორმა, რომელიც ფინანსურ მომსახურებას, ონლაინ ვაჭრობასა და ყოველდღიურ გადახდებს ერთ სივრცეში გააერთიანებდა. ტექნოლოგიური რევოლუცია- ამ იდეის შედეგად შეიქმნა კომპანია Kaspi.kz — პლატფორმა, რომელიც დღეს ყაზახეთის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ ციფრულ ეკოსისტემად ითვლება. Kaspi-ის აპლიკაცია მილიონობით მომხმარებელს საშუალებას აძლევს:გადაიხადოს კომუნალური გადასახადები განახორციელოს საბანკო ოპერაციები იყიდოს პროდუქცია ონლაინ მიიღოს სხვადასხვა ფინანსური მომსახურებაამ მოდელმა ბანკი ტექნოლოგიურ კომპანიად გარდაქმნა და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცია.საერთაშორისო აღიარება-კომპანიის წარმატებამ საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზეც დიდი ყურადღება მიიპყრო.Kaspi.kz-ის აქციები განთავსდა მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფინანსურ ბაზარზე — London Stock Exchange-ზე, მოგვიანებით კი კომპანია წარმოდგენილი გახდა ასევე NASDAQ-ზეც.ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საჯარო შეთავაზება რეგიონში და კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიის სწრაფი ზრდა და ინოვაციური მოდელი. ქართველი მილიარდერი მსოფლიო ბიზნესში დღეს მიხეილ ლომთაძე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ბიზნესმენად მიიჩნევა. მისი სახელი ხშირად ფიგურირებს ავტორიტეტული ბიზნესგამოცემის — Forbes — მილიარდერების სიაში.თუმცა მისი წარმატების მთავარი საიდუმლო მხოლოდ ფინანსურ შედეგებში არ მდგომარეობს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ლომთაძის წარმატებას საფუძვლად უდევს სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი: გრძელვადიანი ხედვა, ტექნოლოგიებისადმი ღიაობა და მომხმარებლის საჭიროებების ღრმა გააზრება. წარმატების ისტორია, რომელიც შთაგონებას აძლევს მიხეილ ლომთაძის გზა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თანამედროვე სამყაროში წარმატება მხოლოდ დიდი რესურსებით არ იქმნება. ხშირად გადამწყვეტი ხდება იდეა, ხედვა და გამბედაობა ახალი გზების გასავლელად.ქართველი ბიზნესმენის ისტორია ბევრისთვის შთაგონების წყაროდ იქცა — განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საკუთარ მომავალს ბიზნესსა და ტექნოლოგიებში ხედავენ. 

ვიქტორ ორბანი – უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება – აქ ბრძანებებს ზელენსკი ვერ გასცემს

უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქრობ ორბანი აცხადებს.ვიქტორ ორბანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და უნგრელი ხალხი კვირას დაგეგმილ „მშვიდობის მარშზე“ მიიწვია.„მოგიწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდეთ, რათა უკრაინის შანტაჟის წინააღმდეგ ერთად დავდგეთ. უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება. აქ ბრძანებებს ზელენსკი ვერ გასცემს“, - განაცხადა ორბანმა.მისი თქმით, „უნგრელი ექსპერტები კიევში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან, თუმცა მათ „დრუჟბას“ ნავთობსადენზე წვდომის უფლებას არ აძლევენ“.„დღეს უკრაინის მიერ ნავთობის ბლოკადის მე-19 დღეა. ზელენსკი ნავთობსადენს კვლავ არ ხსნის. მან იცის, რომ ამას უნგრეთისთვის და სლოვაკეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ორბანმა.ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, „დრუჟბას“ „ტექნიკური პრობლემები არ აქვს და მისი შეჩერების მიზეზი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ხარგის კუნძულზე იერიში მიიტანეს 90-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ხარგის კუნძულზე 90-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანეს იერიში. ამის შესახებ განცხადება ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „გასულ ღამეს აშშ-ის ძალებმა ირანში, ხარგის კუნძულზე მასშტაბური, ზუსტი დარტყმა განახორციელეს. დარტყმის შედეგად განადგურდა საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების საწყობი, ბუნკერები და სხვა მრავალი სამხედრო ობიექტი. აშშ-ის ძალებმა წარმატებით მიიტანეს იერიში 90-ზე მეტ ირანულ სამხედრო სამიზნეზე ხარგის კუნძულზე, ნავთობის ინფრასტრუქტურის შენარჩუნების პარალელურად“, – აღნიშნულია განცხადებაში. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარგის კუნძულზე, სადაც ირანის ნავთობის მსხვილი ტერმინალია განლაგებული. დონალდ ტრამპი დარტყმას აღწერს, როგორც ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დაბომბვას.

ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანთან კონფლიქტი „გადამწყვეტ ფაზაში“ შედის

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი „გადამწყვეტ ფაზაში“ შედის.კაცმა ასევე მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის კუნძულ ხარგზე მიტანილი იერიშები და ოპერაციას ირანის წინააღმდეგ განხორციელებული „მძიმე დარტყმა“ უწოდა.მისივე თქმით, ეს იყო „შესაფერისი პასუხი ჰორმუზის სრუტეში განთავსებულ ნაღმებზე“.ცნობისთვის, აშშ-ში კვირის დასაწყისში  განაცხადეს, რომ იერიში მიიტანეს გემებზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ნაღმებს ამონტაჟებდნენ. ირანი უარყოფს საზღვაო გზაზე ასაფეთქებელ მოწყობილობებს დაყენებას.ჟურნალისტებთან საუბრისას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები „აგრძელებენ ძლიერი დარტყმების ტალღას თეირანსა და ირანის სხვა ტერიტორიებზე“.ამასთან, მისივე თქმით, კონფლიქტის დასრულება მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია, თუ არსებულ რეჟიმს დაამხობენ.

ბოლო სიახლეები