ილონ მასკმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა, რითაც გარკვეული დაშორება მიანიშნა იმ ამერიკელ პრეზიდენტთან, რომლის ხელახალ არჩევაშიც 2024 წელს თავადაც დაეხმარა-ამის შესახებ BBC წერს
გასულ კვირას, წარმომადგენელთა პალატამ მცირე უპირატესობით მიიღო კანონპროექტი, რომელსაც ტრამპი თავის „დიდ, მშვენიერ“ გეგმად მოიხსენიებს. ის მოიცავს ტრილიონობით დოლარის საგადასახადო შეღავათებს და თავდაცვით ხარჯებზე ზრდის დაპირებას. ახლა ის სენატში გადაიგზავნება.
ტექნოლოგიური გიგანტი მასკი აშშ-ის BBC-ის პარტნიორ CBS News-თან საუბარში აცხადებს, რომ კანონპროექტით „იმედგაცრუებულია“ და მიაჩნია, რომ ის „ძირს უთხრის“ იმ ხარჯების შემცირების ძალისხმევას, რაც პრეზიდენტისთვის გააკეთა.
მასკი ტრამპის მიერ დანიშნული იყო ხარჯების შემცირების პასუხისმგებელ პირად – მან შეაჩერა ამერიკული საგარეო დახმარების დაფინანსება და სხვა პროგრამებიც – თუმცა ბოლოს გამოაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებდა.