მნიშვნელოვანია მოქმედებები და არა სიტყვები, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ მზად არის, იმუშაოს პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით მუდმივი მშვიდობის მისაღებად.
„მნიშვნელოვანია მოქმედებები და არა სიტყვები. ვნახოთ, როგორი იქნება მოქმედებები“, – წერს მასკი სოციალურ ქსელ X-ზე.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ მუდმივი მშვიდობა. ჩვენ მზად ვართ, სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად“.