ილონ მასკი საფრანგეთის სასამართლოს მიერ მარინ ლე პენის მიმართ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.
ამერიკელი მილიარდერი და ტრამპის მრჩეველი სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.
„რადიკალური მემარცხენეები როდესაც ვერ იმარჯვებენ დემოკრატიულ კენჭისყრაში, ისინი ბოროტად იყენებენ სამართლებრივ სისტემას, რათა დააპატიმრონ ოპონენტი. ეს არის სტანდარტული მიდგომა მთელ მსოფლიოში“, – წერს ილონ მასკი.
ცნობისთვის, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 5 წლით აუკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება, რაც ნიშნავს, რომ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მარინ ლე პენის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.