ილონ მასკი კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა

Read Time:27 Second

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. Tesla-ს აქციათა ფასების 2%-იანი ზრდის გავლენით, ხუთშაბათის მონაცემებით, მასკის ქონება $1.8 მილიარდით გაიზარდა და $210.4 მილიარდს მიაღწია. ბიზნესმენი ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში აქციათა 13%-ის მფლობელია.

ამერიკელმა მილიარდერმა რეიტინგში LVMH-ის თავმჯდომარეს, ბერნარ არნოს გადაასწრო და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაიბრუნა. ამჟამად მასკი $210.4 მილიარდის, ხოლო ფრანგი ბიზნესმენი $209.4 მილიარდის ღირებულების ქონებას ფლობს.

მომდევნო კვირაში Tesla აქციონერთა კრებას მართავს, სადაც მასკისთვის $50-მილიარდიანი ანაზღაურების პაკეტის აღდგენაზე იმსჯელებენ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კომპანიაში მასკის წილი 13%-დან 22%-მდე გაიზრდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნორვეგიის სამეფოს წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა