ორშაბათი, მარტი 10, 2025

ილონ მასკი კალინ ჯორჯესკუსთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას გამოეხმაურა – როგორ შეუძლია მოსამართლეს, დაასრულოს დემოკრატია რუმინეთში?

როგორ შეუძლია მოსამართლეს, დაასრულოს დემოკრატია რუმინეთში? – ასე გამოეხმაურა ილონ მასკი რუმინეთის ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუსთვის მაისში დაგეგმილი არჩევნების განმეორებით ტურში მონაწილეობის აკრძალვას.

მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა რუმინეთში არსებული ვითარების ამსახველი ვიდეო და დაწერა: „როგორ შეუძლია მოსამართლეს, დაასრულოს დემოკრატია რუმინეთში?“

შეგახსენებთ, რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ორგანომ ულტრამემარჯვენე კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს მაისში დაგეგმილი არჩევნების განმეორებით ტურში მონაწილეობა აუკრძალა. ჯორჯესკუს კანდიდატურის დამტკიცების მომხრე კომისიის ოთხი წევრი იყო, ხოლო წინააღმდეგი – ათი.

ჯორჯესკუს მხარდამჭერები რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო ორგანოს შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც პოლიციასთან შეტაკებები მოხდა. ჯორჯესკუს მხარდამჭერები უსაფრთხოების კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომლის პირველი ტური, ყველასთვის მოულოდნელად, 22 პროცენტით ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ მოიგო, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს. ჯორჯესკუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ექვსი ბრალდებით მიმდინარეობს, მათ შორის ფაშისტურ ორგანიზაციაში წევრობისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. ჯორჯესკუ ყველა ბრალდებას უარყოფს.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან შეკრებილები ლოზუნგით – “ტირანიის წინააღმდეგ” პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან შეკრებილები ბანერით “ტირანიის წინააღმდეგ” პარლამენტისკენ მსვლელობით მიდიან.მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: “სოლიდარობა სტუდენტებს!”, “გამარჯვება სტუდენტებს!”, “ცეცხლი ოლიგარქიას!”, “ჩანიშნეთ არჩევნები!”.პარლამენტთან შეკრებილები მსვლელობის მონაწილეებს ანთებული ფანრებით და ოვაციებით შეხვდნენ.პარლამენტთან აქცია 103-დღეა მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნებით: ახალი არჩევნები და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

“ასე გააკეთოს 40 დღის განმავლობაში… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია” – მამა ვიტალის რჩევა

წმინდანებს რომ კურნება შეუძლიათ, ეს ყველა მორწმუნემ იცის. ბოლო დროის მამები ანდერძად იბარებდნენ, მოდით ჩემს საფლავზე, მთხოვეთ და მე სურვილს აგისრულებთო.საქართველოში მოღვაწე რუსი წმინდა მამა, ვიტალი სიდორენკო სნეულებისგან განკურნების საშუალებად ერთ მეთოდს მიიჩნევდა.ამონარიდი სქიმარქიმანდრიტის წერილიდან:"დილით ადგომის დროს ერთხელ თქვას – „მამაო ჩვენო“ და ერთხელ – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ,“ ერთი მეტანია, ჩაის კოვზით ნაკურთხი წყალი მიიღოს.საღამოს ძილის წინ: ერთხელ – „მამაო ჩვენო“, ერთხელ – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ“, ერთი მეტანია, ნაკურთხი ზეთი იცხოს მტკივნეულ მკერდზე, თან თქვას: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ.“ასე გააკეთოს 40 დღის განმავლობაში და კარგად იქნება.ეს ყველა ავადმყოფობის წამალია, – ამბობდა იოანე კიეველი, როდესაც ადამიანებს ასწავლიდა, როგორ უნდა შეენარჩუნებინათ ჯანმრთელობა.“

მოგზაურობის მოყვარულთათვის – რა ცვლილება ამოქმედდება აპრილიდან

Wizz Air-ი მხოლოდ უნაღდო გადახდის სისტემას ნერგავს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი აპრილიდან ბორტზე შესყიდვა შესრულდება მხოლოდ ციფრული გადახდის სისტემით, მათ შორის კონტაქტური გადახდის მეთოდებით, როგორებიცაა Apple Pay, Samsung Pay, Android Pay და Google Pay.აღსანიშნავია ისიც, რომ ბორტზე შესყიდვებისთვის განკუთვნილი მაქსიმალური თანხა თითოეული მგზავრისთვის იქნება 150 ევრო. ამასთანავე, თუ ტრანზაქციით გათვალისწინებული თანხა 50 ევრო ან მეტია, საჭირო იქნება ბილეთის წარდგენა.„მგზავრები ასევე შეძლებენ წინასწარი ვაუჩერების შეძენას Wizz Air-ის მობილური აპლიკაციით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას ტრანზაქციების განხორციელებისას და გამორიცხავს გაუთვალისწინებელ ფინანსურ პრობლემებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

მარკო რუბიო – დაუჯერებელი იყო ის, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში მოხდა, ვერ ვიჯერებდი, რასაც ვხედავდი, ვფიქრობდი, რომ ეს რეალური ვერ იქნება, მაგრამ იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, მისთვის დაუჯერებელი იყო ის, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში მოხდა. ჟურნალისტმა რუბიოს ჰკითხა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში მომხდარი შელაპარაკების შესახებ.„ეს არ იყო ისე, როგორც უნდა წასულიყო. ჩვენ გვქონდა საუბარი მათ მოსვლამდე. ავუხსენით ჩვენი პოზიცია. ჩვენ ნამდვილად გვსურდა მოლაპარაკებების დაწყება. გაოგნებული ვიყავი, როცა ეს ხდებოდა, რადგან ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ წავიდა იმისგან, რაზეც წინასწარ ვსაუბრობდით. ვერ ვიჯერებდი, რასაც ვხედავდი. ვფიქრობდი, ეს რეალური ვერ იქნება, მაგრამ იყო“, – თქვა რუბიომ.შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს თეთრ სახლში უკრაინისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შელაპარაკება მოხდა. ინციდენტის შემდეგ აშშ-მა უკრაინას შეუჩერა სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება. ასევე, 11 მარტს საუდის არაბეთში მოლაპარაკებები გაიმართება ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის. ეს იქნება პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელიც ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაიმართება.

გია აბაშიძე-საქართველოსთვისაც დამანგრეველ ნარკომანიასთან გამკლავება ნიშნავს დიდ ბრძოლას ნარკომოვაჭრეებთან, მმართველმა გუნდმა, პრეზიდენტ ყაველაშვილის ინიციატორობით, შემოგვთავაზა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს სასიკეთო ცვლილებებს

“მმართველმა გუნდმა, პრეზიდენტ ყაველაშვილის ინიციატორობით, შემოგვთავაზა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს სასიკეთო ცვლილებებს”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადების შესახებ.ანალიტიკოსის თქმით, ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ყველას ვალია, რომ ჩავერთოთ და ვებრძოლოთ საწამლავის ე.წ. იდეალიზირებას, წავაქეზოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და აღმოჩენის შემთხვევაში ვაცნობოთ სამართალდამცველებს ნარკობარიგებზე და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც მდიდრდებიან ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლით და ჯანმრთელობით.“საქართველოსთვისაც დამანგრეველ ნარკომანიასთან გამკლავება ნიშნავს დიდ ბრძოლას ნარკომოვაჭრეებთან, მმართველმა გუნდმა, პრეზიდენტ ყაველაშვილის ინიციატორობით, შემოგვთავაზა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს სასიკეთო ცვლილებებს. მონიშნულია ის მნიშვნელოვანი სამიზნეები, რომელთა აღსრულება ხელისუფლების და საზოგადოების ვალია, კერძოდ - ბრძოლა ე.წ. ,,ლიბერალურ ნარკოიდეოლოგიასთან” და ნარკოშხამის რომანტიზირებასთან (ყველანი); ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია (ყველანი); საკანონმდებლო გამკაცრება და მისი სრულყოფილი აღსრულება (სახელმწიფო). სამართლებრივი მიმართულებით იცვლება შემდეგი:ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. 2. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა. 3. 2025 წლის პირველი ივნისიდან - იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები. ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ყველას ვალია, რომ ჩავერთოთ და ვებრძოლოთ საწამლავის ე.წ. იდეალიზირებას, წავაქეზოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და აღმოჩენის შემთხვევაში ვაცნობოთ სამართალდამცველებს ნარკობარიგებზე და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც მდიდრდებიან ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლით და ჯანმრთელობით.”- წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები