პარასკევი, თებერვალი 21, 2025

ილონ მასკი – ზელენსკის მიერ კონტროლირებადი გამოკითხვა საკუთარი რეიტინგის შესახებ არ არის სანდო, ზელენსკი უკრაინელ ხალხს ნამდვილად რომ უყვარდეს, ის ჩაატარებდა არჩევნებს

ზელენსკის მიერ კონტროლირებადი გამოკითხვა საკუთარი რეიტინგის შესახებ არ არის სანდო, – ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს სტატიას უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგის შესახებ.

„ზელენსკი უკრაინელ ხალხს ნამდვილად რომ უყვარდეს, ის ჩაატარებდა არჩევნებს. მან იცის, რომ სრული კრახით დამარცხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებს უკრაინის ყველა მედიასაშუალებას, ამიტომ გააუქმა არჩევნები“, – წერს მასკი.

მასკის თქმით, მისი აზრით, „რეალურად, ზელენსკი სძულს უკრაინელ ხალხს, რის გამოც ზელენსკი უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე“.

„ვიწვევ ზელენსკის, ჩაატაროს არჩევნები და უარყოს ეს. ის ამას არ გააკეთებს“,  – წერს მასკი.

ილონ მასკის მიერ გაზიარებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც, ზელენსკის მხარდაჭერა 57 პროცენტს შეადგენს, ჩატარებულია კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ, რომელიც ფინანსდება USAID-ის მიერ. სტატიის ავტორის მტკიცებით, ამ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს „ძალიან პატრიოტი უკრაინელი“ ანტონ ჰრუშეცკი, რაც ეჭვქვეშ აყენებს გამოკითხვის სანდოობას. სტატიის მიხედვით, აშშ-ის დაზვერვის სამსახურები ვარაუდობენ, რომ ზელენსკის რეალური მხარდაჭერა დაახლოებით ოთხი პროცენტია.

მასკმა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი ტრამპი სწორად იქცევა, როდესაც იგნორირებას უკეთებს ზელენსკის და ცდილობს მშვიდობის მიღწევას იმ საზიზღარი, უზარმაზარი კორუფციული მანქანისგან დამოუკიდებლად, რომელიც იკვებება უკრაინელი ჯარისკაცების გვამებით“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ტრამპი: უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებასთან დაკავშირებით შეხვედრებზე ზელენსკის ყოფნა არც ისე მნიშვნელოვანია – მან აქამდე ძალიან ცუდად იმუშავა მოლაპარაკებებში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებასთან დაკავშირებით შეხვედრებზე ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფნა არც ისე მნიშვნელოვანია. „როდესაც ზელენსკიმ თქვა, რომ არ იყო მიწვეული შეხვედრაზე, ეს არ იყო პრიორიტეტი, რადგან მან აქამდე ძალიან ცუდად იმუშავა მოლაპარაკებებში. ომი არ უნდა ჰქონოდა და თუ ომი დაიწყო, მაშინვე უნდა მოგვარებულიყო. ამის გაკეთება შეიძლებოდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. „მათ თავს დაესხა ძალა, რომელიც ბევრად უფრო დიდი და ძლიერია, რაც ცუდია. რუსეთის გადარწმუნება მარტივად შეიძლებოდა. ომი არასდროს უნდა მომხდარიყო“, - დასძინა მან.

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ ტურში ანდორა დაამარცხა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა 2025 წლის ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში ანდორის ნაკრები თბილისში 2:1 დაამარცხა. „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველ ფეხბურთელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. დამაჯერებელი იყო ანდორის ნაკრების მეკარე. თამაშის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. საქართველოს ეროვნული გუნდი დროს მუდმივად შეტევაში ატარებდა, თუმცა გოლი ვერ გაჰქონდა, 69-ე წუთზე კი სოლე პალაუმ ანდორა დააწინაურა. მატჩის 84-ე წუთზე ბებიამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე ბაქრაძემ გაიტანა და საქართველოს ნაკრებმა პირველი სამი ქულა მოიპოვა. ერთა ლიგის C2 ჯგუფში, საქართველოსა და ანდორის გარდა, კვიპროსისა და მალტის ნაკრებებიც ასპარეზობენ. მათი შეხვედრაც დღეს გაიმართება. რაც შეეხება ირის ანტმანის გუნდის მომდევნო მატჩს, ქართველი ფეხბურთელები 25 თებერვალს კვიპროსს ქალაქ ლარნაკაში შეხვდებიან.

მკვლელობა თბილისში – ორთაჭალაში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მკვლელობა თბილისში - ორთაჭალაში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. ჩვენი ინფორმაციით, მომხდარზე 3 პირია დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ერთ-ერთი დაკავებულის სახლში გუშინ ამავე ბრალდებულის დედამ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. ქალს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ჩვენ გვინდა ბრიტანული “დიფ სთეითი” დავანგრიოთ, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველია და უფრო ფართოდაა გავრცელებული – ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბრიტანეთს "დიფ სთეითი" მართავს. განცხადება ლიზ ტრასმა მერილენდში მემარჯვენეების კონფერენციაზე გააკეთა. მან თქვა, რომ ბრიტანეთი "დიფ სთეითის" გამო წარუმატებლობას განიცდის, რადგან გადაწყვეტილებები პოლიტიკოსების მიერ არ მიიღება. ლის ტრასი ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად ბრიტანეთს ტრამპის პოლიტიკა სჭირდება. "ჩვენ გვინდა ბრიტანული "დიფ სთეითი" დავანგრიოთ, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველია და უფრო ფართოდაა გავრცელებული. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს მთავრობას აღმასრულებელი ხელისუფლება მართავდეს და არა ბიუროკრატია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ იფუნქციონირებს. ბრიტანული სახელმწიფო ახლა წარუმატებლობას განიცდის, არ მუშაობს. გადაწყვეტილებები არ მიიღება პოლიტიკოსების მიერ. მათ შეერთებულ შტატებში ისტორიაში ყველაზე მძლავრი აპარატის კონტროლი სურთ და ამაზე უარს არ იტყვიან. იქამდე ვიდრე ამას არ წავართმევთ და როდესაც ამას გამოვტაცებთ, მოგვიწევს დავრწმუნდეთ, რომ შევასრულეთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაპირება. გვინდა ღმერთს მადლობა გადავუხადოთ, რომ საზოგადოებას დონალდ ტრამპის სახით მეორე შანსი მისცა. ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების ყოველი ლურჯი საქაღალდე თავისუფლების აღდგენის და საღი აზრის გაბედულ ნაბიჯს წარმოადგენს", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი.

ნიკა გვარამია – ცივილიზებული სამყაროს ლიდერი არის ზელენსკი

ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და გავლენაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკად გარდამქმნელი არის ზელენსკი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს. აღნიშნული გვარამიამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „ვინც რასაც არ უნდა ამბობდეს, ვინც რომელ ქვეყანასაც არ უნდა წარმოადგენდეს, ვისაც რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს 2022 წლის ვიდეოს «Президент тут» შემდეგ, ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და გავლენაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკად გარდამქმნელი არის უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი. წერტილი“, – წერს ნიკა გვარამია.

ბოლო სიახლეები